![]() |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
![]() |
marine |
![]()
პოსტი
#1
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 61,987 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
"მამა გაბრიელი უფლის ჯვარცმაზე ისე ჰყვებოდა, თითქოს ახლა, ამ წუთში მის თვალწინ ხდებოდა ყველაფერი და თან ტიროდა. მას სურდა მორწმუნეებიც გაეხადა უფლის ვნების თანაზიარნი, ეუბნებოდა ხოლმე: "მიეხმარეთ, მიეხმარეთ იესოს, გოლგოთაზე ჯვარი მიაქვსო".
“უძილო, მოუსვენარმა ღამეებმა გაამძაფრა მისი მწუხარება, შოლტით დასერილი ზურგი მძიმე ჯვარს ელოდა... იდგა მშვიდი დაუმანკო. უკიდეურესი დამცირება და შეურაცხყოფა ჯვარცმით უნდა აღსრულებულიყო. ჯვარიც მზად იყო, მაგრამ თითქოს რაღაც სხვას ელოდნენ. გაუთავებლმა დაკითხვამ, ცემამ, ფურთხებამ და აბუჩად აგდებამ სასიცოცხლო ძალები თანდათან დაუშრიტა“. “სისხლიან კლდემდეც მივაღწიეთ, სადაც უფალი ჯვარზე მიალურსმეს.. 11 საათია... ჩაქუჩის კაკუნი თითქოს ახლაც ცხადად დგას ჰაერში და გულიდან გულს გადაეცემა...“ "ჯვარი, რომლისთვისაც ახალი ხე ვერ გაიმეტეს, იუდეველებმა წყალზე ხიდად გადებული, ადამიანთა ფეხის ჭუჭყით შესვარული ძველისძველი ძელისგან შეკრეს". "მამა ვიტალი (სიდორენკო) დიდ პარასკევს საერთოდ არ საუბრობდა. ასე მიაგებდა პატივს უფლის ვნების დღეს. სულიერ შვილებს ასწავლიდა, რომ მთელი ვნების შვიდეული ტაძარში ეარათ, ამაოებისთვის არ ეზრუნათ, მხოლოდ სადილის მომზადების ნებას რთავდა. ამბობდა, ვნების შვიდეულის დღეებით იკურთხება მთელი წლის დღეებიო. დიდი ორშაბათით იკურთხება მთელი წლის ორშაბათი დღეები, დიდ სამშაბათით - სამშაბათები და ასე შემდეგო." -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
![]() ![]() |
marine |
![]()
პოსტი
#2
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 61,987 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
"ნებისმიერი ადამიანის ცხოვრება ტანჯვა და გასაჭირია. ქრისტემ თავისი ჯვარცმით, სისხლით ჯვარს აცვა ყოველივე მიწიერი, ხორციელი და წარმავალი. ჯვარცმა ჯერ კიდევ არ ნიშნავს აღდგომას, ცხონებას, რისი ნათელი მაგალითიცაა მაცხოვრის გვერდით ჯვარცმული ავაზაკნი.
მან, რომელმაც უფალთან ერთად მოიძულა სიცრუე ამა სოფლისა და უდიდესი რწმენის გამომხატველი სიტყვებით ადიდა შემოქმედი თვისი: "მომიხსენე უფალო, ოდეს მოხვიდე სუფევითა შენითა", ცათა სასუფეველი დაიმკვიდრა, ხოლო რომელმაც უარყო მისთვის სისხლდაღვრილი მაცხოვარი და შეიყვარა ამქვეყნიური სიამენი და თავისუფლება, ორივე დაკარგა, როგორც მიწა - სიცოცხლე, ასევე უფალი. სოფელი თითოეულ ადამიანს ტანჯავს, ვნებს, ჯვარს აცვამს, მაგრამ, სამწუხაროა, რომ ყველა ადამიანი არ აცვამს სოფელს ჯვარს, პირიქით, დიდი ერთგულებით ემსახურება თავის დაუძინებელ მტერს. ადამიანს რომ ისე სძულდეს ეს მიწა, როგორც მიწას სძულს იგი, მაშინ მისთვის ცხონება და ცათა სასუფეველი შორს აღარ იქნებოდა. ამიტომაც მოვიძულოთ მიწა, რომელმაც ქრისტე მოიძულა, ჯვარს ვაცვათ იგი, რამეთუ მან ჯვარს აცვა შემოქმედი ჩვენი, რათა ღირსნი გავხდეთ, რომ აღსრულდეს ჩვენზე მაცხოვრის სიტყვები: "გიხაროდენ და მხიარულ იყვენით, რამეთუ სასყიდელი თქვენი დიდ არს ცათა შინა". ამინ!" /დავით სურგულაძე/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 15th July 2025 - 05:18 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი