სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
| afxazi |
Dec 11 2008, 03:15 PM
პოსტი
#1
|
![]() დავითი ![]() ![]() ![]() ჯგუფი: სენატის თავმჯდომარე პოსტები: 8,814 რეგისტრ.: 7-March 07 წევრი № 1,291 |
რუის-ურბნისის საეკლესიო კრება, რომელიც XII ს-ის დასაწყისში გაიმართა უშუალოდ დავით აღმაშენებლის ჩარევით იქნა მოწვეული, ეს ფაქტი ცხადია ბადებს კითხვას, იყო თუ არა ეს ხელისუფლების, რომელსაც ამ შემთხვევაში მეფე დავითი წარმოადგენდა, ჩარევა ეკლესიის საშინაო საქმეებში?
მე არ მინდა ვისაუბროთ იმის შესახებ თუ რა გადაწყვეტილებები იქნა მიღებული ამ კრებაზე, არამედ ვისაუბროთ ამ კრებაზე, როგორც მოვლენაზე, იყო თუ არა ხელისფლების ჩარევა ეკლესიის საქმეებში და თუ რამხელა მნიშვნელობა ქონდა ამ კრებას საქართველოს ეკლესიის შემდგომი განვითარებისათვის. -------------------- სათნოება თვითკმარია ბედნიერებისთვის კლიმენტი ალექსანდრიელი |
![]() ![]() |
| marine |
Jul 10 2020, 02:15 PM
პოსტი
#2
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 64,195 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
"როცა "სიბოროტისა სულთა მდევნელი დავითიანი სული" წმინდა მეფე დავითისა აღიძრა საქართველოს აღშენებისათვის, პირველ რიგში საკუთარი თავი განიქიქა, დაიმდაბლა ღვთის წინაშე და მერე იწყო ეკლესიის საქმის გამართვა. მაშინ ბევრი სამღვდელო პირი, ნაცვლად სჯულთა საღმრთოთა, უსჯულოებას ასწავლიდა ხალხს.
სხვაა ცოდვა მღვდლისა და სხვა - ერისკაცისა, ორივეს ღვთის რისხვა მოეწევა, თუ არ შეინანეს. დაწყლულებული ერისა და ეკლესიის განსაკურნებლად 1102 წელს რუის-ურბნისის საეკლესიო კრება შედგა. დაწვრილებით შეისწავლეს ყველა საქმე. ყოველი შეცდომა გაასწორეს. ღვთის სათნო წესნი დაამტკიცეს. უღირსნი მღვდელნი განკვეთეს და მათ მაგივრად ჭეშმარიტი მწყემსნი დაადგინეს. ბოლოს "ძეგლი მშვენიერი ჭეშმარიტისა სარწმუნოებისა აღწერეს" და შეჰფიცეს: "არა გეცრუვნეთ შენ, სიწმინდით მშობელო ჩვენო კათოლიკე ეკლესიაო. არცა განგცეთ შენ, სიქადულო ჩვენო მართლმადიდებლობაო". ეკლესიის წევრი იყო და როგორც ქრისტეს სხეულის ნაწილმა, საკუთარი თავის განწმენდით დაიწყო წმინდა დავითმა ეკლესიის განწმენდა. მართლაც მისაბაძი მაგალითია: ვისაც დღეს "რუის-ურბნისის კრება" და "ეკლესიის განწმენდა" გვინდა, პირველ რიგში საკუთარი სული უნდა განვიწმინდოთ და ეს ავგიასის თავლა ღვთის ტაძრად, ღვთის სულის სამკვიდრებლად ვაქციოთ. მხოლოდ მაშინ შეგვეძლება თქმა იმისა, რომ სიქადული ჩვენი მართლმადიდებლობაა." /"კარიბჭე" N4, 2007, გვ.16/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
afxazi რუის-ურბნისის საეკლესიო კრება Dec 11 2008, 03:15 PM
კანონისტი afxazi
სანამ მასალებს áƒ... Dec 11 2008, 03:19 PM
კანუდოსელი ჩარევა ცხადია იყო, á... Dec 11 2008, 03:53 PM
bessik რუის-ურბნისის კრებ... May 21 2009, 06:32 PM
afxazi bessik
ჩემის აზრით ძალá... May 21 2009, 06:42 PM
.:Lela:. კანონისტი
გრიგოლ áƒ... May 21 2009, 07:11 PM
marine "დასასრულ: - რუის-უ... Nov 17 2016, 12:15 PM
marine "XI-XII სს-თა მიჯნის გá... Apr 29 2020, 05:38 PM
marine "დავითმა მოიწვია ... Nov 26 2020, 09:19 PM
marine "[კათალიკოს-პატრი... Feb 5 2022, 07:29 PM
marine "ზუსტი ადგილი კრე... Mar 1 2022, 09:45 PM
marine "ეკლესიის ამგვარá... Mar 18 2022, 07:25 PM
marine "1103 წელს დავით აღმá... Jun 30 2022, 12:56 PM
marine "სექსუალური პათოá... Jul 3 2024, 08:46 PM
marine "დავით აღმაშენებá... Jul 13 2024, 01:44 PM
marine "დედოფალი [მართა-áƒ... Oct 13 2025, 08:49 PM
marine "დავითმა პირველაá... Mar 6 2026, 02:23 PM
marine "დიდი სჯულისკანოá... Mar 21 2026, 07:25 PM
marine "გრიგოლ ხანძთელიá... Mar 22 2026, 11:48 AM
marine "ჩვენ დღესდღეობიá... Apr 6 2026, 02:30 PM
marine "საეკლესიო კრება ... Apr 6 2026, 08:01 PM
marine "რუის-ურბნისის კრ... Apr 7 2026, 02:45 PM
marine "მ. საბინინის ცნოáƒ... Apr 7 2026, 09:13 PM
marine "რუის-ურბნისის სა... Apr 8 2026, 09:59 AM
marine "1104 წლის რუის-ურბნá... Apr 9 2026, 12:25 PM
marine "განკვეთილი სასუá... Apr 9 2026, 01:41 PM
marine "განკვეთილი სასუá... Apr 9 2026, 09:37 PM![]() ![]() |
| მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 2nd November 2026 - 08:19 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი