სამშობლოსათვის წამებული, დიმიტრი ყიფიანი |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
სამშობლოსათვის წამებული, დიმიტრი ყიფიანი |
მატასი |
May 23 2007, 01:00 AM
პოსტი
#1
|
თამ... ჯგუფი: Members პოსტები: 2,614 რეგისტრ.: 10-November 06 მდებარ.: dedamiweli :) წევრი № 440 |
წეღან გაზეთებს ვათვალიერებდი, და კვირის პალიტრის ერთ-ერთ ნომერში წავიკითხე, რომ დიმიტრი ყიფიანი წმინდანად შეურაცხავთ... სამწუხაროდ არ ვიცოდი, და ვიფიქრე შეიძლება კიდევ ვინმემ არ იცოდესთქო...
და მოკლედ ამითომ გავხსენი ეს თემა "მისი მოწამეობრივი აღსასრულიდან 120 წლის შემდეგ, ამა წლის აპრილის ბოლოს, საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიის წმინდა სინოდმა დიმიტრი ყიფიანი წმინდანად შერაცხა, უწოდა მას "სამშობლოსათვის წამებული" და მისი ხსენების დღედ 26 აპრილი დააწესა" მე პირადად ძალიან გამახარა ამ ამბავმა, და ასე გვიან რატომ გავიგე არ ვიცი.... 1886 წელს, როდესაც ეგზარქოსმა პავლემ ქართველი ერი დაწყევლა, და ამ საკითხზე ხმის ამოღებას ვერავინ ბედავდა, დიმიტრი ყიფიანმა ეგზარხოსს ქართველებისთვის ბოდიშის მოხდა და საქართველოს დატოვება მოითხოვა.... ამის გამო, 75 წლის დიმიტრი ყიფიანი სტავროპოლში გადაასახლეს... შემდეგ კი... გირით გაუჩეჩქვეს თავი... "ის ტვინი, რომელიც სამშობლოზე ფიქრობდა, თავზე დაანთხიეს... და იმ გულზე, რომელიც სამშობლოზე ძგერდა, ცივი ხელები დააკრეფინეს" -------------------- მუჭაში ვაგროვებდი მზეს შენთვის...
აჰა, მიიღე... "ერთხანს შორიშორს იდგნენ და ოდნავი შეხედვისაც ეშინოდათ, რადგან აშკარად გრძნობდნენ გატრუნულნი, როგორ ამოდიოდა მათ სხეულში უცნაური, მჩხვლეტავი მცენარე - სიყვარულის კაკტუსი..." |
marine |
Jul 15 2020, 12:40 PM
პოსტი
#2
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,336 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
"1887 წლის შემოდგომა, ოქტომბრის 28, ოთხშაბათი. ჯერ შუა დღე არ იქნებოდა, თბილისს ელვასავით რომ მოედო შემზარავი ამბავი, სტავროპოლში ვერაგულად მოკლეს დიმიტრი ყიფიანიო. სიამოვნებით ამოისუნთქეს საქართველოში მოთარეშე სატრაპებმა: მთავარმართებელმა დონდუკოვ-კორსაკოვმა, სწავლა-განათლების მზრუნველმა კირილე იანოვსკიმ... ქართველების მაწყევარი ეგზარქოსი პავლე ამ დროს უკვე გადაეყენებინათ და მის ნაცვლად პალადი დაენიშნათ.
მთელი საქართველო აღშფოთდა სამართლიანი გულისწყრომით, განსაკუთრებით კი მაშინ, როცა შეიტყვეს, მეფის მთავრობამ სამშობლოში ჩამოსვენებული გარდაცვლილის ნეშტი მცხეთაში შეაჩერა და მხოლოდ დაკრძალვის დღეს ჩამოასვენებენ თბილისშიო. ვალერიან გუნიას ძალისხმევით დიმიტრი ყიფიანის დაკრძალვა დიდ ეროვნულ დემონსტრაციად გადაიქცა. დაკრძალვაზე უამრავი გვირგვინი მოიტანა მადლიერმა ერმა. საგულისხმოა, რომ ამ გვირგვინების წარწერების დაბეჭდვის ნება არც ერთ გაზეთს არ მისცეს. ეს კი არა, "ივერიის" რედაქცია შეამოწმეს კიდეც - ეჭვი ჰქონდათ, იქ დაბეჭდილ დეპეშებს ილია თავის თავს თვითონ უგზავნისო და დეპეშების ასლების ჩვენება მოსთხოვეს." "ქართველებმა დიმიტრი ყიფიანის საფლავზე ძეგლის აღმართვა მისი სიკვდილიდან თორმეტი წლის შემდეგღა მოახერხეს." /"კარიბჭე" N8, 2007, გვ.50/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 26th September 2024 - 12:08 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი