ძველი ქართული ხელნაწერები, კალიგრაფია, მინიატურა, დეკორი, ყდა |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
ძველი ქართული ხელნაწერები, კალიგრაფია, მინიატურა, დეკორი, ყდა |
შაკო |
May 15 2007, 12:43 PM
პოსტი
#1
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 1,102 რეგისტრ.: 1-December 06 წევრი № 617 |
ვანის ოთხთავი XII-XIIIსს-ის მიჯნა -------------------- რავიცი.....რავიცი.....
|
marine |
Jul 15 2020, 10:34 PM
პოსტი
#2
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,336 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
"წილკანში ერთხანს მოღვაწეობდა ცნობილი ქართველი მწიგნობარი იოსებ სამებელი. მწერლობის ინტერესს იჩენდნენ სხვა წილკნელი მღვდელმთავრებიც - ქრისტეფორე, არსენი და სხვები, მაგრამ იქაურ მოღვაწეთაგან განსაკუთრებულ ყურადღებას იმსახურებს ამბროსი წილკნელი.
ამბროსის გვარი მიქაძეა. ასეა მოხსენიებული ის სათანადო დოკუმენტებში და ასეა მიჩნეული მეცნიერებაშიც. მისი ოჯახი ლიტერატურულ ტრადიციებს მოკლებული არ იყო. მამა გაბრიელი (ამბროსი) თბილისის სიონის ტაძრის დეკანოზი იყო და ხელნაწერთა გადაწერაში საკმაოდ გაწაფული. ამბროსი ჯერ (1776-1777წ.წ.) გარეჯაში, ნათლისმცემლის მონასტერში მოღვაწეობდა. შემდეგ ის იკორთის არქიმანდრიტია, მერე უკვე წილკნელად ვხედავთ. მისი მღვდელმთავრობა ბედნიერებით აღსავსე არ ყოფილა. ის თავის გაჭირვებას შესჩიოდა ერეკლე მეფეს და სამწყსოს შეცვლას სთხოვდა. ლეკიანობისგან გულმოკლული და მრევლის საქციელით შეწუხებული ამბროსი ჩასულა თბილისში და მეფისთვის მოუხსენებია: "კვალად ისმინე, ხელმწიფევ, აღარ ვდგები წილკანს მეო, ვერც უშენოდ გავსძლებ სადმე, თუ გინდ კარში გამაგდეო, ჩემი გაძლება ჩემს გლახაკს, ჩემს სახლს ახლოს მიმაგდეო, საოსტატოს არასა გთხოვ, მანდ შენს მლოცვლად დამაგდეო". ამბროსი მანგლელად განაწესეს. შემდეგში ნეკრესის მიტროპოლიტობას იღებს. მის წილკანში დაწერილ თხზულებათაგან აღსანიშნავია "წიგნი აღსარებისა". ის ღამითაც კი წერდა თურმე, რათა წილკნის ტაძარი წიგნებით მოემარაგებინა. წილკანშივე გადაწერა "განგებაი წირვისაი", ღვთისმშობლის საგალობლები და სხვა. ის წილკნის ტაძარს სწირავდა არა მხოლოდ თავის მიერ გადაწერილ წიგნებს, არამედ შეძენილსაც". /"კარიბჭე" N8, 2007, გვ.30/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 27th September 2024 - 12:16 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი