ისტორიის ფურცლებიდან, დოკუმენტები, ჩანაწერები |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
ისტორიის ფურცლებიდან, დოკუმენტები, ჩანაწერები |
ვალერი |
Jan 18 2007, 07:06 PM
პოსტი
#1
|
ვაკო გელოვანი ჯგუფი: Members პოსტები: 395 რეგისტრ.: 2-August 06 მდებარ.: Tbilisi, Georgia წევრი № 35 |
ამ თემაში დავდოთ ის საინტერესო დოკუმენტები თუ ჩანაწერები რომელიც ჩვენი ქვეყნის წარსულს, ისტორიას ეხება და არა მარტო ჩვენ ისტორიას, საერთოდ მსოფლიო ისტორიას.
”ქართლის ცხოვრებაში” დაცული გადმოცემით ქართლი თავდაპირველად ეწოდებოდა ქართველთა ლეგენდარული წინაპრის, ქართლოსის მიერ მცხეთის პირდაპირ მთაზე აშენებულ სიმაგრეს და რეზიდენციას. აქედან მისი სახელი ეწოდა ჯერ მთას და შემდეგ-მთელ ქვეყანას, რომლის ცენტრიც ეს ადგილი იყო: ”ერქვა მთასა მას ქართლი. და ამის გამო ეწოდა ყოველსა ქართლსა ქართლი”. მართლაც, ძველად ქართ-ი(ქართა) ეწოდებოდა შემოზღუდულ, გამაგრებულ ადგილს. მეგრულში და ზოგიერთ დასავლურ ქართულ დიალექტში(მაგ.: იმერულში, გურულში) დღესაც ქართა აღნიშნავს შემოფარგლულ ადგილს, რომელშიც ათავსებენ შინაურ ცხოველებს. სავსებით შესაძლებელია, რომ ადრე სიმაგრის, გამაგრებული ადგილის აღმნიშვნელმა ამ სიტყვამ მოგვიანებით მხოლოდ ცხოველთათვის შემოზღუდული ნაგებობის მნიშვნელობა შეინარჩუნა, ე.ი. ქვეყნის ცენტრს ერქვა ქართლი ანუ გამაგრებული ადგილი და შემდეგ ეს სახელწოდება მთელ ქვეყანაზე გავრცელდა. ო.ჯაფარიძე, რ. მეტრეველი, მ. ლორთქიფანიძე და სხვ.-საქართველოს ისტორია X კლასისათვის. გამომც. ”ცისარტყელა”. -------------------- დამარხულ არს ენაჲ ქართული დღემდე მეორედ მოსვლისა მისისა საწამებლად, რაჲთა ყოველსა ენასა ღმერთმა ამხილოს ამით ენითა.
და ესე ენაჲ მძინარე არს დღესამომდე, და სახარებასა შინა ამას ენასა ლაზარე ჰრქჳან! |
marine |
Jul 18 2020, 12:49 PM
პოსტი
#2
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,336 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
"ლომისის წმინდა გიორგის სალოცავისთვის მრავალი სანთელ-საკმეველი, ალამი, აკვანი თუ ძვირფასეულობა შეუწირავთ. ერეკლე II-ის რძალს, კონსტანტინე მუხრანბატონის ასულ ქეთევანს, 1789 წელს ვერცხლის თასი მიურთმევია. დიდ ლომისას შვილიერებას სთხოვდა...
ლომისის სალოცავისთვის, მისი ძალმოსილება რომ უგრძნია, შაჰ-აბასსაც შეუწირავს თვალ-მარგალიტნი. როცა მის ხალხს არაგვის პირი დაურბევია, გაუძარცვავთ ლომისის სალოცავიც და იქიდან ხატები წამოუღიათ (მათ შორის - ხატი ფერისცვალებისა). ამის მოქმედნი დაბრმავებულან, შაჰს კი, ეს ამბავი რომ შეუტყვია, ხატები უკან დაუბრუნებია და თან შესაწირი ოქრო-ვერცხლიც გაუგზავნია. ამ ამბავს პლატონ იოსელიანი მოგვითხრობს, რომელიც შაჰის სხვა შესაწირზეც გვიამბობს: აბასმა წმინდა შიოს წმინდა ნაწილები სპარსეთში წააღებინა. ქვეყანას უმალ ღვთის რისხვა მოევლინა. როცა შაჰი თავს დამტყდარი უბედურების მიზეზს მიმხვდარა, ღირსი მამის წმინდა ნაწილები მონასტრისთვის დაუბრუნებია, ფულიც უბოძებია, წმინდა შიოს მღვიმისთვის კი მშვენიერი თლილი ქვის კარი შეუბამს. შაჰმა გორთან ახლოს ერთაწმინდის ტაძარს მოჰკრა თვალი. რომ შეიტყო, რა ძვირფასი იყო იგი ქართველთათვის, ჯარს მისი დანგრევა უბრძანა. ისინიც ავიდნენ გუმბათზე და მისი ბრძანების აღსრულებას შეუდგნენ. ამ დროს ქრისტიანული სიწმინდეების სიძულვილით ავსებულმა შაჰმა იგრძნო, რომ მხედველობას კარგავდა. დამწუხრდა ირანის მბრძანებელი, მიეძინა. სიზმრად ნახა: იარაღშემართული გოლიათი სიკვდილით ემუქრებოდა და მზად იყო, მისთვის გულში მახვილი ჩაეცა. ირანელმა ასტროლოგებმა სიზმარი ვერ აუხსნეს. მაშინ მის წინაშე ვინმე ერთაწმინდელი წარდგა, მუხლებზე დაემხო და მოახსენა: თვალთა სინათლე მხოლოდ მაშინ დაგიბრუნდება, თუ ტაძრის ნგრევას შეწყვეტ. ძილში ნანახი გოლიათი კი წმინდა ევსტატეა, რომლის სახელზეცაა აგებული ტაძარიო. მერე კი შაჰს ეკლესიაში შეუძღვა და წმინდა ევსტატეს ხატი აჩვენა. შეძრწუნდა შაჰი - სწორედ ის "წინასწარმეტყველი" ამოიცნო, სიზმრად რომ ნახა. მყის ტაძრის ნგრევის შეწყვეტა ბრძანა, მერე კი თავისი ხმალი ერთ დიდებულს გადასცა და უბრძანა, მისთვის ძვირფასი ქვებით გაწყობილი ბუნიკი და ვადა მოეხსნა, რათა ტაძრისთვის შეეწირა. ამის გარდა სხვა სიმდიდრეც ბევრი გაიღო. ძვირფასეულობა დიდხანს ეწყო ტაძარში დაცულ წმინდა ევსტატეს წმინდა ნაწილებზე, 1794 წელს კი ისინი წმინდა ნაწილებთან ერთად, როგორც კურნების მადლმოსილი სიწმინდე, მეფე ერეკლემ თავისი სნეული ქალიშვილის თეკლას განსაკურნებლად მოითხოვა. აღა-მაჰმად-ხანის შემოსევისას სიწმინდეები დაიკარგა. ერთი წლის შემდეგ მხოლოდ წმინდა ევსტატეს მარჯვენა გამოუსყიდიათ. როცა შაჰს მრავალძალის წმინდა გიორგისადმი იმერელთა განსაკუთრებული სიყვარული შეუტყვია, ტაძრისთვის თავისი ხმალი შეუწირავს. "არა თუ სარწმუნოებით, არამედ ჰცნან, რამეთუ ხმალი მისი ჰკიდავს მუნ" (ვახუშტი ბატონიშვილი). 1735 წელს, აბასის მიბაძვით, ნადირ-შაჰსაც შეუწირავს 300 მარგალიტი წმინდა ევსტატეს ტაძრისთვის. ისინი მატყლის თოკზე ყოფილა ასხმული, რომელიც შაჰის ბრძანებით მის ჰარამხანაში მყოფ ქართველ ქალს მოუქსოვია. ეს თოკი, კათოლიკოს ნიკოლოზის კურთხევით, წმინდა ევსტატეს ხატს ამშვენებდა და 40 წლის შემდეგ, ლეკების შემოსევისას, დაკარგულა. ამ შესაწირმა ვერც ერთ შაჰს არგო რამე და ვერც მეორეს, მათ ხომ მთავარი - გული არ შესწირეს უფალს, ამიტომაც მათი მსხვერპლი დარჩა ვითარცა კაენის მსხვერპლი." /"კარიბჭე" N8, 2007, გვ.14/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 25th September 2024 - 08:58 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი