სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
| marine |
Jul 18 2020, 01:19 PM
პოსტი
#1
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 63,274 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
"იმ შესაწირთა და მსახურებათა შორის, რომლითაც ქრისტიან კაცს ღმრთისადმი ერთგულებისა და სასოების გამოხატვა შეუძლია, ეკლესიაში ძველთაგანვე ხატთა წინაშე წმინდა სანთლის ანთებაა მიღებული. ამით ქრისტიანი ღმერთს უდასტურებს, რომ მისი გულიცა და სულიც უფლის ერთგულებით, სიყვარულითა და სასოებითაა ანთებული.
ზოგჯერ ადამიანები ცდილობენ, უფალთან "კომერციული ურთიერთობა" დაამყარონ. მაგალითად, "ღმერთო, ესა და ეს თხოვნა შემისრულე და ეკლესიაში ყველაზე დიდ სანთელს დაგინთებო". უფალს ჩვენგან არც დიდი სანთელი უნდა და არც პატარა, - შემოქმედს ჩვენი მოყვარული გულის ხილვა სურს. სანთელი კი არის ნიშანი იმისა, რომ შეგვწევს ძალა, სულიერისთვის მატერიალური გავიღოთ." -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
![]() ![]() |
| marine |
Jul 18 2020, 01:34 PM
პოსტი
#2
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 63,274 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
"სანთელს რამდენიმე სიმბოლური მნიშვნელობა აქვს: ვიხდით რა მის საფასურს (თუ თვითონ ვამზადებთ), ჩვენი შრომის ნაწილს ნებაყოფლობით ვწირავთ უფალს და მის საყდარს.
ხატის წინ დანთებული სანთელი ღვთისადმი სითბოსა და ცეცხლოვანი სიყვარულის სიმბოლოა; ეს არის გამოხატულება რწმენისა და წმინდანების სახელზე აღვლენილი სავედრებელი ლოცვისა. ცვილის სირბილე და მოქნილობა სინანულის, ღვთის მორჩილებისთვის მზადყოფნის სიმბოლოა, სანთლის სისუფთავე კი მისი შემწირველის სისუფთავისა და წაუბილწაობის გამომხატველია. სასანთლე ცვილს ფუტკარი სხვადასხვა სახის ყვავილებისა და მცენარეებისაგან ამზადებს, რაც სიმბოლურად ყველა მორწმუნე ადამიანის ერთ ეკლესიად შეკრებასა და ღვთაებრივ ცეცხლად ანთებას, აგრეთვე ყველა ქმნილების მიერ თავისი შემოქმედისთვის მირთმეულ ძღვენს ნიშნავს. ამ თვისებათა გამო ცვილი საუკეთესო შესაწირია; მისგან სანთლებს უკვე III საუკუნიდან ამზადებდნენ. ანთებული სანთელი მიწიერი ადამიანის ღვთის სიყვარულისა და მისი უსაზღვრო მადლის მეშვეობით ახალ ქმნილებად ქცევის სიმბოლოა. ჩვენი ამქვეყნიური სიცოცხლეც ანთებულ სანთელს უნდა წააგავდეს, რომელიც თვითონ იწვის და სხვას გზას უნათებს. სანთელი სიმხურვალისგან დნება და იკარგება. ასე იფერფლება ჩვენი მიწიერი ცხოვრებაც ჟამთა სიავის გამო. ზოგიერთი ჩვენგანის ცხოვრება უკვალოდ ქრება, ზოგიერთისა კი ანათებს, სითბოს იძლევა და ცამდე მაღლდება, სადაც მის მფლობელს ჭეშმარიტი სიმდიდრე ელის. მორწმუნე ანთებულ სანთელს უნდა ბაძავდეს. არც ერთი მისი ფიქრი, სიტყვა და საქმე არ უნდა იყოს დაფარული უფლისგან და მას ერთადერთს ეძღვნებოდეს. დაბოლოს, ანთებული სანთელი სიმბოლოა ჯოჯოხეთზე გამარჯვებული ეკლესიისა, მისი მარადიული ზეიმისა. სასანთლეს, შანდალს სანთლების რაოდენობის მიხედვით სხვადასხვა მნიშვნელობა აქვს. ერთსანთლიანი იესო ქრისტეს ან იმ წმინდანს აღნიშნავს, ვის სახელზეც ანთია, ორიანი მაცხოვრის ორბუნებიანობაზე მიანიშნებს, სამიანი წმინდა სამების სიმბოლოა, შანდალი კი, რომელზეც სანთლები წრიულადაა განლაგებული - მარადისობისა." -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine მორწმუნე ანთებულ სანთელს უნდა ბაძავდეს Jul 18 2020, 01:19 PM
marine "სანთლის ცვილი ჩვ... Sep 10 2020, 11:40 AM
marine "სანთელი ერთ-ერთი... Sep 11 2020, 11:23 AM
marine "სანთელი არის სიმ... Nov 3 2020, 07:02 PM
marine "უფალმა ინებოს, რ... Nov 8 2020, 08:10 PM
marine "სანთლები თქვენს ... Nov 15 2020, 06:46 PM
marine "მოსეს დადგმულ კა... Jan 21 2021, 09:59 PM
marine "მილიონი სანთელი... Feb 2 2021, 10:16 PM
marine "ხატის წინ დანთებ... May 26 2021, 01:16 PM
marine "ახალ აღთქმაში უფ... Jun 1 2021, 11:50 AM
marine "შეიძლება სანთლე... Jun 4 2021, 09:48 PM
marine "გრიგოლ ხანძთელი... Jun 13 2021, 08:49 PM
marine "სანთლები მართალ... Jun 24 2021, 08:13 PM
marine "რა აზრი აქვს სან... Jun 27 2021, 06:42 PM
marine "თუ ღვთის ტაძარში... Jul 17 2021, 05:43 PM
marine "წმინდა სანთელივ... Aug 24 2021, 12:42 PM
marine "ღმერთისთვის უფრ... Sep 5 2021, 05:38 PM
marine "სანთელი წვას გან... Sep 22 2021, 08:27 PM
marine "ადამიანო, შენი ც... Dec 19 2021, 09:15 PM
marine ღმერთისგან ყველაზ... Dec 27 2021, 09:17 PM
marine "ერთხელ აქ, ჩვენს ... Jan 10 2022, 08:34 PM
marine "შინ ჩამოხდილი თა... Jan 10 2022, 10:04 PM
marine "საღვთო ლიტურგიი... Jan 11 2022, 10:36 PM
marine "სჯობს, ერთი პატა... Jan 14 2022, 06:22 PM
marine "-როდესაც სანთელს... Jan 16 2022, 02:22 PM
marine "თრთოდა, კანკალებ... Jan 31 2022, 10:03 PM
marine "ვინ მოიგონა, რომ ... Feb 15 2022, 03:56 PM
marine "აღგზნებული სანთ... Mar 18 2022, 03:51 PM
marine "არცთუ იშვიათად ხ... May 4 2022, 09:19 PM
marine "სანთლისფერი დაჰ... Jul 17 2022, 09:09 PM
marine "ასევე მოკრიფეს ს... Jul 17 2022, 09:37 PM
marine "დარდი კაცის სულშ... Jul 26 2022, 06:14 PM
marine "დაე, შეინანოს ად... Jul 29 2022, 08:36 PM
marine " - სანთელი უწინარ... Sep 2 2022, 05:52 PM
marine "ანთებული სანთელ... Sep 2 2022, 06:05 PM
marine "უმჯობესია სანთე... Sep 6 2022, 08:08 PM
marine "ნეტარ არიან, ვინ... Nov 17 2022, 04:42 PM
marine "ნამდვილი სიყვარ... Jul 28 2024, 07:30 PM
marine "დიდუბეში ყოფნის... Oct 21 2024, 03:24 PM
marine "იმავდროულად ღვთ... Nov 3 2024, 09:11 PM
marine "საქმის გადაწყვე... Nov 28 2024, 11:33 AM
marine "საქმის გადაწყვე... Nov 28 2024, 11:33 AM
marine "... სანთლების ალი - ... Sep 6 2025, 08:23 PM
marine დავიწყებული სანთე... Jan 23 2026, 07:06 PM![]() ![]() |
| მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 29th January 2026 - 02:16 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი