"მეტანიებით ქრისტიანი მდაბლდება" |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
"მეტანიებით ქრისტიანი მდაბლდება" |
marine |
Oct 19 2019, 10:22 PM
პოსტი
#1
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 58,204 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
"ოდესღაც არსებობდა თავადობის და მონობის ეპოქა. იმისათვის, რომ მონებს თავადებისათვის მათი დაქვემდებარება და პატივისცემა ეჩვენებინათ, მათ წინაშე იჩოქებდნენ. ასევე ჩვენც მეტანიებით ცხადვყოფთ, რომ ვართ ღვთის მდაბალი მონები. ერთგვარი გრძნობადი გზით წარმოვაჩენთ ჩვენს სიმდაბლესა და პატივისცემას.
მეტანიებით ქრისტიანი მდაბლდება და ეს ხელს უწყობს, რომ მასთან ღვთის მადლი მოვიდეს. და როცა მადლი მოვა, მისი გული ალივით მოტყინარე ხდება. სიყვარულის ალი მსხვერპლს იღებს. მსხვერპლი და შესაწირავი არის მეტანიები; სიყვარულის მსხვერპლი, თაყვანისცემა. და თაყვანისცემაში მონაწილეობს სრული ადამიანი - სულიც და ხორციც" /წმ. პორფირი კავსოკალიველი/ "არ შეიძლება პირჯვრისწრისა და მეტანიის ერთდროულად შესრულება (ჯერ პირჯვარს ვიწერთ და მერე მეტანიას ვასრულებთ)". -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
Jul 19 2020, 10:19 PM
პოსტი
#2
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 58,204 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
"წერილობითი წყაროები სკვნილის შესახებ მწირია. პირველად იგი "ლავსაიკონში" გვხვდება, სადაც მოთხრობილია, თუ როგორ ლოცულობდა კენჭებზე ბერი პავლე თერმიელი. დღის განმავლობაში მას 300-ჯერ უნდა ეთქვა ლოცვა. ამიტომ უბეში 300 კენჭი ჰქონდა და თითოეული ლოცვის შემდეგ თითო კენჭს იღებდა.
რაც შეეხება მეტანიებით ლოცვას, რომელსაც IV საუკუნიდან მჭიდროდ დაუკავშირდა სკვნილი, იგი ქრისტიანობის სათავეებიდან მომდინარეობს. როგორც ცნობილია, ევსევი კესარიელის "ეკლესიის ისტორიაში" მოთხრობილია, თუ როგორ ლოცულობდა უფლის ძმა, წმინდა იაკობი, ტაძარში მუხლმოყრილი და ღმერთს ადამიანების შეწყალებას სთხოვდა. თურმე ხშირი ლოცვისგან წმინდანის მუხლები აქლემის მუხლებივით ყოფილა გაუხეშებული. ირლანდიელი მეცნიერები ამ საკითხთან დაკავშირებით დამატებით ინფორმაციას (შესაძლოა სადავოს) გვაწვდიან. წმინდა იაკობი ლოცვისას დღის განმავლობაში 2000-ჯერ და ამდენჯერვე ღამის განმავლობაში იყრიდა მუხლს ტაძრის ქვის იატაკზე, რის გამოც აქლემივით გადიდებული მუხლები ჰქონია. ირლანდიური სამეცნიერო ლიტერატურის მიხედვით, მას წმინდა იაკობ მუხლმომყრელსაც უწოდებდნენ. ასევე იყრიდა მუხლს თურმე წმინდა ბართლომეც. მომდევნო საუკუნეებში კი ეს წესი ბერული ცხოვრების განუყოფელი ნაწილი გახდა. ლოცვის შემდეგ მუხლის მოყრის წესი დასავლეთის ეკლესიაში აღმოსავლეთიდან შევიდა." -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 4th June 2024 - 09:19 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი