წმ. სერაფიმ საროველი, ჩემი მფარველი |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
წმ. სერაფიმ საროველი, ჩემი მფარველი |
N. R. |
Aug 23 2007, 01:56 PM
პოსტი
#1
|
nino razmadze ჯგუფი: Members პოსტები: 3,150 რეგისტრ.: 1-May 07 მდებარ.: tiflisi :) წევრი № 1,805 |
ძალიან მიყვარს წმინდა სერაფიმ საროველი
მახსოვს პატარა ვიყავი და ერთ-ერთ ტაძარში რომ შევედი თვალში პირველად სერაფიმ საროველოს სათნო და თბილი სახე მომხვდა. არც ვიცოდი რომელი წმინდანი იყო... დანახვისთანავე ძალიან შევიყვარე, ვიყიდე მისი ხატები, დაუჯდომელი და ყოველდღე ვკითხულობდი. ყოველთვის ვგრძნობდი მის განსაკუთრებულ მფარველობას. დიდი ხნის მანძილზე ჩემი განსაკუთრებული სიყვარული მის მიმართ ვერაფრით ამეხსნა, მაგრამ ერთხელაც მისი ცხოვრების შესახებ დიდი წიგნი ვიყიდე და დაბადების თარიღად ამოვიკითხე 1 აგვისტო, ჩემი დაბადების დღე არ ვიცი, შეიძლება ვიღაცისთვის ეს უბრალოდ დამთხვევა იყოს, მაგრამ ჩემთვის მართლაც სასწაული იყო; საქმე იმაში გახლდათ რომ სადაც მისი ცხოვრება წამეკითხა, ყველგან 19 ივლისი ეწერა. დარწმუნებული ვარ ფორუმზე ბევრისთვის საყვარელი წმინდანია -------------------- მგონი რაღაცა ხდებაო..... მარა რა ვიცი, რა ვიცი.......... :D
|
marine |
Jul 21 2020, 03:04 PM
პოსტი
#2
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,336 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
"წმინდა სერაფიმე საროველის სულიერი შვილის, მამა ზოსიმეს გადმოცემით, რომელმაც ჩვენამდე ალექსანდრე გუმანოვსკის მეშვეობით მოაღწია, ქრისტიანებისათვის VIII საუკუნეში თავად ღვთისმშობელს უსწავლებია "გიხაროდენის" 150-ჯერ წამოთქმა, რასაც მორწმუნე ხსნისაკენ მიჰყავს. მამა ზოსიმეს თქმით, დავიწყებული ლოცვა ქრისტიანებისათვის წმინდა სერაფიმეს შეუხსენებია.
"ჩემს ხელთ მისი სენაკის წიგნია, რომელშიც მოთხრობილია მრავალი სასწაული, რომელიც ღვთისმშობლისადმი ლოცვამ მოახდინა, განსაკუთრებით 150-ჯერ "გიხაროდენის" წარმოთქმამ. თუ შენთვის რთულია ამგვარი ლოცვა, ჯერ თქვი 50-ჯერ. ყოველი ათის შემდეგ თქვი "მამაო ჩვენო". გადმოცემის მიხედვით, წმინდა სერაფიმე საროველი ყველა მსურველის ცოცხალი და გარდაცვლილი ნათესავისა და ნაცნობის სულისათვის ლოცულობდა. იგი დივეევოს გარშემო უვლიდა და 150 "მამაო ჩვენოს" და 150 "გიხაროდენს" ამბობდა." -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 25th September 2024 - 11:42 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი