თავმდაბლობა vs ამპარტავნება |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
თავმდაბლობა vs ამპარტავნება |
კავკასიელი |
May 3 2008, 10:05 PM
პოსტი
#1
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 147 რეგისტრ.: 12-December 06 წევრი № 677 |
ჩვეს დროში, ყველგან გარეთ, სახში, ქალაქში, ქვეყანაში არი ჩაბუდებული ამპარტავნება, რომელიც ადამიანს
აყენებს დიდ ზიანს, უნადგურებს სულს და აშორებს უფალს. "ვედრება მდაბლისა მიიწევის წინაშე ღმრთისა და ვედრება ამპარტავნისა განარისხებს ღმერთსა" წმ. იოანე ოქროპირი -------------------- "უფალი ნათელ ჩემდა და მაცხოვარი ჩემდა; ვისა მეშინოდის?" (ფსალმუნი 26;1)
|
marine |
Jul 21 2020, 06:53 PM
პოსტი
#2
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,336 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
"სული სამი ძალისაგან - გონების, გრძნობისა და ნებისაგან შედგება. ლოცვისას გონებისათვის დამაბრკოლებელია მისივე ამპარტავნება, რომელიც ძალაუფლების სიყვარულსა და საკუთარ ძალებში თავდაჯერებას წარმოშობს. როცა კაცი საკუთარ ძალებში დარწმუნებულია, მას არაფრის თხოვნა აღარ ძალუძს. მისი ლოცვა დაზეპირებულ მონოლოგად იქცევა ხოლმე და ღმერთი აღარ სჭირდება.
საკუთარ თავს დაყრდნობილი გონება ღმერთს განეშორება და ამპარტავნებისა და ძალაუფლების სიყვარულის წყალობით ძალთა გარეგნული ცოდნით შევსებას ცდილობს და ამით საკუთარი სიდიადის იარაღისა და ბრწყინვალების მოპოვება ეიმედება. თავს იჩენს გონების ცნობისმოყვარეობა, ადამიანი თავს არასაჭირო ცოდნით იტვირთავს და ამას ინტელექტუალურ სიმდიდრედ მიიჩნევს. სწორედ ეს ცოდნა კვებავს მის ამპარტავნებას, მზვაობრობა კი სულ ახალ და ახალ ცოდნას მოითხოვს. ამგვარი კაცი იმ ძუნწს გვაგონებს, ქუჩიდან რომ განურჩევლად ყველაფერს შინ ეზიდება. გონება, რომელიც არასაჭირო ცოდნითაა გადატვირთული, კაცის სულს დაბლა ექაჩება. იგი იმ ფრინველს ჰგავს, ფრთებზე ტყვიის ზოდები რომ აქვს გამობმული, აფრენა აღარ ძალუძს და უმწეოდღა ხოხავს მიწაზე." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 27th September 2024 - 08:14 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი