წმინდა ნიკოლოზი და მისი სასწაულები |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
წმინდა ნიკოლოზი და მისი სასწაულები |
marine |
Aug 15 2018, 06:48 PM
პოსტი
#1
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,336 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
"დიაკვანმა სპირიდონმა სოფელ კაპუჩოდან (ლუმუმბაშის რაიონი, კატანგის პროვინცია, კონგო) მოგვითხრო: "ეს მოხდა 1998 წელს. ჩვენს სოფელში წმინდა ნიკოლოზ სასწაულთმოქმედის ხატი მივაბრძანე და ეზოში აღვმართე. იმ დღეს გარეთ არ გამოვსულვარ. ერთი ქალი სხვებთან ერთად მინდვრისკენ გაემართა სამუშაოდ.
ხატი რომ დაინახა, დაცინვით თქვა: - ეს ვინ არის?! ყაჩაღს ჰგავს! შეხედეთ მის მახინჯ სახეს! სხვებმა, თუმცა მართლმადიდებელი ქრისტიანები არ იყვნენ, უთხრეს: - ნუ შეურაცხყოფ იმ წმინდანს, რომლის ხატიც მოიტანა მამა სპირიდონმაო! მაგრამ არ დაუჯერა და წმინდა ნიკოლოზის ლანძღვა განაგრძო. ღამე ძილში მას ლამაზი სამოსით მოსილი, ჭაღარა ბერიკაცი გამოეცხადა და უსაყვედურა: - რისთვის გამლანძღეო. არ გამილანძღიხარო, - უპასუხა ქალმა. მაშინ წმინდანმა უთხრა: - მე ის ვარ, ვინც შენ გუშინ შეურაცხყავი. ხომ ხედავ, გამოგეცხადე, შენ კი გუშინდელივით უხეშად მექცევიო. ქალი მის წინ მუხლებზე დაეცა: - ჰოი, წმინდანო, მაპატიე, აღარ გაგაბრაზებ! გაფრთხილდი, მეტად აღარ დამცინოო, - უთხრა წმინდანმა და უჩინო შეიქმნა. ქალი მეორე დღეს მამა სპირიდონთან მივიდა და შენდობა სთხოვა." -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
Jul 23 2020, 02:43 PM
პოსტი
#2
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,336 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
"თუ რაოდენი ძალა აქვს ლოცვას, მეოცე საუკუნის დასაწყისში მომხდარი ეს საკვირველი ამბავიც ცხადყოფს, რომელიც ხარბინში მოხდა:
იმ დროისათვის ქალაქში რუსი ემიგრანტები ცხოვრობდნენ, რომლებმაც თან უამრავი ხატი ჩამოაბრძანეს... რუსებმა სარკინიგზო სადგურზეც კი წმინდა ნიკოლოზ საკვირველთმოქმედის დიდი ხატი დაკიდეს... ერთხელ, ადრეულ გაზაფხულზე, ვაგზლის შენობაში თავიდან ფეხებამდე სველი მოხუცი ჩინელი შევარდა და ხსენებული ხატის წინ, იატაკზე დაემხო... ხელებაპყრობილი, აღელვებული მოხუცი რაღაცას ბურტყუნებდა... როგორც შემდეგ გაირკვა, როცა გაყინულ მდინარეზე გადადიოდა, ყინული ჩატყდა და უბედურს დინება უკვე სიღრმისაკენ მიაქანებდა, როდესაც გაახსენდა, რომ რუსები შემწეობას ყოველთვის იმ მოხუცს შესთხოვდნენ, რომლის გამოსახულებაც ვაგზალზე ეკიდა... "ხუცესო ვაგზლიდან, ხუცესო ვაგზლიდან, გადამარჩინე!" - ამის ამოთქმაღა მოასწრო მოხუცმა, სანამ გონებას დაკარგავდა, მაგრამ გონს რომ მოეგო, უკვე მეორე ნაპირზე იყო... საბრალო თურმე მაშინვე წამოხტა და ვაგზლისკენ გაიქცა, რომ წმინდა ხუცესისათვის მადლობა შეეწირა, ასე სასწაულებრივად რომ გადაარჩინა..." -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 27th September 2024 - 02:52 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი