"მეტანიებით ქრისტიანი მდაბლდება" |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
"მეტანიებით ქრისტიანი მდაბლდება" |
marine |
Oct 19 2019, 10:22 PM
პოსტი
#1
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,336 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
"ოდესღაც არსებობდა თავადობის და მონობის ეპოქა. იმისათვის, რომ მონებს თავადებისათვის მათი დაქვემდებარება და პატივისცემა ეჩვენებინათ, მათ წინაშე იჩოქებდნენ. ასევე ჩვენც მეტანიებით ცხადვყოფთ, რომ ვართ ღვთის მდაბალი მონები. ერთგვარი გრძნობადი გზით წარმოვაჩენთ ჩვენს სიმდაბლესა და პატივისცემას.
მეტანიებით ქრისტიანი მდაბლდება და ეს ხელს უწყობს, რომ მასთან ღვთის მადლი მოვიდეს. და როცა მადლი მოვა, მისი გული ალივით მოტყინარე ხდება. სიყვარულის ალი მსხვერპლს იღებს. მსხვერპლი და შესაწირავი არის მეტანიები; სიყვარულის მსხვერპლი, თაყვანისცემა. და თაყვანისცემაში მონაწილეობს სრული ადამიანი - სულიც და ხორციც" /წმ. პორფირი კავსოკალიველი/ "არ შეიძლება პირჯვრისწრისა და მეტანიის ერთდროულად შესრულება (ჯერ პირჯვარს ვიწერთ და მერე მეტანიას ვასრულებთ)". -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
Jul 23 2020, 07:17 PM
პოსტი
#2
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,336 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
"გარეგნულად ლოცვითი გრძნობა ვლინდება პირჯვრის გამოსახვითა და მეტანიით."
"მეტანია ორი სახისაა: დიდი და მცირე. დიდი მეტანია სრულდება შემდეგნაირად: ვიწერთ პირჯვარს, ვასრულებთ მუხლთმოყრას და შუბლით ვეხებით მიწას, რის შემდეგაც კვლავ ვდგებით ფეხზე. მცირე მეტანიის დროს ვიწერთ პირჯვარს, ვიდრეკთ თავს, წელში ღრმად ვიხრებით და კვლავ ვიმართებით. ლოცვის დროს, პირჯვრის გამოსახვის შემდეგ, თავს ვიდრეკთ, რაც არის პირჯვრისწერის დასასრული ნაწილი, რომლითაც ღვთის თაყვანისცემას გამოვხატავთ. მეტანიით ლოცვის დროს გამოვხატავთ ღვთის წინაშე როგორც ჩვენს კრძალულებას, ასევე უღირსებისა და სინანულის გრძნობებს. დიდი მეტანიების შესრულება მიუღებელია საყოველთაო სულიერი სიხარულის დღეებში, როგორიც არის: კვირა დღეები და დიდი დღესასწაულები. ასევე, დიდი მეტანია არ სრულდება ზიარების მიღების შემდეგ მთელი იმ დღის განმავლობაში, თუ არ ჩავთვლით დიდმარხვაში ეფრემ ასურის ლოცვის მეტანიებს." -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 26th September 2024 - 09:05 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი