საქართველოს მუზეუმები |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
საქართველოს მუზეუმები |
ნათია |
Jun 24 2007, 09:04 PM
პოსტი
#1
|
Miss invisible ჯგუფი: მოდერატორ-ფინანსისტი პოსტები: 18,669 რეგისტრ.: 28-February 07 წევრი № 1,224 |
თბილისი ისტორიული (მხარეთმცოდნეობის) მუზეუმები საქართველოს ეროვნული მუზეუმი. სიმონ ჯანაშიას სახელობის მუზეუმი მისამართი: ქ. თბილისი, შოთა რუსთაველის გამზირი 3 აღწერა: მუზეუმი საქართველოს მუზეუმებს შორის უძველესია. იგი დაფუძნდა 1852 წელს, კავკასიის მუზეუმის ბაზაზე. მუზეუმის ფონდებში დღეისათვის დაცულია 1 200 000 ექსპონატი (ძირითადად არქეოლოგიური და ეთნოგრაფიული მასალები, ქართული ოქრომჭედლობის, ხატწერის ნიმუშები და სხვა). სტაციონარულ ექსპოზიციებს შორის გამოირჩევა დმანისში აღმოჩენილი ადამიანის წინაპრების (ჰომინიდების) ნაშთების გამოფენა, რომელიც 1,8 მილიონი წლით თარიღდება და წარმოადგენს აფრიკის კონტინენტის ფარგლებს გარეთ აღმოჩენილ ადამიანის წინაპრის უძველეს ნიმუშს. ამ აღმოჩენამ რადიკალურად შეცვალა მანამდე აღიარებული ადამიანის ევოლუციის თეორია. მუზეუმში ექსპონირებულია აგრეთვე: ნეოლითისა და ბრინჯაოს ხანის პერიოდის არქეოლოგიური აღმოჩენების მრავალრიცხოვანი მასალა, განსაკუთრებით მნიშვნელოვანი და მრავალფეროვანია ოქროს ფონდი, სადაც წარმოდგენილია სხვადასხვა ისტორიული პერიოდის ძვირფასი ლითონისა და ქვების უნიკალური ნაკეთობები. მათ შორის განსაკუთრებული ადგილი უჭირავს ქრისტიანობამდელი პერიოდის ოქრომჭედლობის ნატიფ ნიმუშებს, რომლებიც თარიღდება ჩვენს წელთაღრიცხვამდე მესამე ათასწლეულის მეორე ნახევრიდან ჩვენი წელთაღრიცხვის მეოთხე საუკუნის ჩათვლით. მუზეუმში დაცული ექსპონატები აღმოჩენილია საქართველოს სხვადასხვა რეგიონში: ანანურში, წნორში, მარტყოფში, თრიალეთის ყორღანებში, ვანში, ახალგორში, მცხეთაში, ჟინვალსა და ა.შ. საქართველოს ეროვნული მუზეუმი. იოსებ გრიშაშვილის სახელობის თბილისის ისტორიის მუზეუმი (ქარვასლა) მისამართი: ქ. თბილისი, სიონის ქ. 8 აღწერა:მუზეუმის ფონდებში დაცულია თბილისის ისტორიასთან, ყოფასთან და კულტურასთან დაკავშირებული კოლექციები. მათ შორის, უნიკალური არქეოლოგიური, ეთნოგრაფიული, დოკუმენტური მასალა, ხალხური და გამოყენებითი ხელოვნების ნიმუშები, ბრინჯაოს ხანის იარაღი და თიხის ნაწარმი, ფეოდალური ხანის მოჭიქული და სხვა სახის თიხის ჭურჭელი, ქაშანურის და ფაიფურის ნაწარმი, საბრძოლო იარაღი, საყოფაცხოვრებო ნივთები, მუსიკალური ინსტრუმენტები, ნუმიზმატიკა, ქართველ და უცხოელ მხატვართა მხატვრული და გრაფიკული ნამუშევრები (ლ. გუდიაშვილი, მ. თოიძე, ე. ახვლედიანი, ა. ფოგელი, ა. ციმაკურიძე, და სხვა. -------------------- პატიოსნება ჩვენი დროის ჭეშმარიტი არისტოკრატიზმია!
|
marine |
Jul 24 2020, 06:10 PM
პოსტი
#2
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,336 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
"ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ქართული ემიგრაციის მუზეუმი 1994 წლის 10 ოქტომბერს დაარსდა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის წევრ-კორესპონდენტის, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორის, პროფესორ გურამ შარაძის ინიციატივით.
გამოჩენილმა ქართველმა მეცნიერმა, რომელმაც მუზეუმის დაფუძნება სპეციალურად ყოველთა ქართველთა მსოფლიო კონგრესის დღეს დაუკავშირა, გასული საუკუნის 80-იანი წლებიდან მოყოლებული, შეაგროვა უნიკალური წიგნები, პერიოდული გამოცემები, ცნობილ ქართველ ემიგრანტთა პირადი არქივები, მემორიალური ნივთები, ფერწერული ტილოები, აუდიო, ვიდეო და ფოტომასალა, რომელიც მსოფლიოს თითქმის ყველა კონტინენტიდან ჰქონდა ჩამოტანილი, მისი დამსახურებით ვიქტორ ნოზაძის პარიზული ქართული სტამბაც დღეს მუზეუმის კუთვნილებაა. ახლახან ემიგრაციის მუზეუმი დიასპორის დღისათვის უცხოეთიდან ჩამოსულ თანამემამულეებს მასპინძლობდა, რომლებიც საქართველოს დედაქალაქში ჩატარებულ საერთაშორისო კონფერენციის მუშაობაში მონაწილეობდნენ. შეხვედრა ემიგრაციის მუზეუმში საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის რადიოს ყოველკვირეულ გადაცემათა ციკლის, "მიგრაციის მარშრუტების" ავტორის ნანა ლომიძის და მუზეუმის წამყვანი მეცნიერ-თანამშრომლის, რუსუდან კობახიძის ინიციატივით მოეწყო. ნანა ლომიძე, ჟურნალისტი: "მინდოდა, უცხოეთში მცხოვრებ ქართველებს ენახათ ის ფასდაუდებელი საგანძური, რაც მუზეუმშია დაუნჯებული. კარგად მახსოვს თბილისში ჩატარებული ყოველთა ქართველთა კონგრესი, სწორედ მაშინ გაიხსნა მუზეუმი. საარქივო ფონდში 80-ზე მეტი პირადი არქივი ინახება. დაცულია ვიქტორ ნოზაძის, გრიგოლ რობაქიძის, მიხაკო წერეთლის, ექვთიმე თაყაიშვილის, გიორგი მაჩაბლის, რაფიელ ინგილოს, კალისტრატე სალიას და სხვა გამოჩენილ ქართველ ემიგრანტთა ეპისტოლარული მემკვიდრეობა, ჩანაწერები, პირადი და ოფიციალური დოკუმენტები, ფოტოები, აუდიოთეკა, რომლებმაც შემოგვინახა გრიგოლ რობაქიძის, გიორგი კვინიკაძის, ვიქტორ ნოზაძის, ვარლამ ჩერქეზიშვილის, მიხეილ წერეთლის ხმები, მათი მიმართვები, რადიოინტერვიუები. ყველაფერ ამას ბატონი გურამი წლების განმავლობაში აგროვებდა უცხოეთის ქართული ოჯახებიდან. ამიტომ მინდოდა ამ გარემოში ასეთი შეხვედრა მოწყობილიყო, რათა უფრო ახლოს გაეცნოთ ერთმანეთი უცხოეთში მცხოვრებ ჩვენს ღირსეულ მამულიშვილებს და გასჩენოდათ იმის სურვილი, როდესაც სამშობლოს მოსანახულებლად ჩამოვლენ, მუზეუმშიც მოვიდნენ, აქ ყოველთვის დახვდებათ მათ რაღაც მნიშვნელოვანი სიახლე - წიგნი, ნივთი თუ წერილი. სხვათა შორის, კარგი იქნება, თუ ამ მუზეუმს ჩვენც შევძენთ რაიმეს. გაივლის დრო და საუკუნის შემდეგ აქ ჩვენი თაობის ადამიანთა ნაკვალევიც აღინიშნება და ვინ იცის, იქნებ მომავალში ისიც შესასწავლი გახდეს. ამიტომ ყველას მოვუწოდებ, გავუფრთხილდეთ ამ არქივს - ჩვენს დღევანდელობას. მუზეუმის ფუნქცია ხომ მარტო ექსპონატებით და წარსულის გაცრეცილი ფურცლებით არ ამოიწურება, იგი ცოცხალი ორგანიზმია, დღევანდელობით სუნთქავს და მისი ცხოველმყოფელობა ყოველ ჩვენგანზეა დამოკიდებული, რაც მთავარია, დღეს აქ ტრიალებს ბატონი გურამ შარაძის სული. იგი წინაპართა მემკვიდრეობის დამფასებელი და თანამედროვე ემიგრაციის დიდი მოამაგე იყო. არ დამავიწყდება, 1992 წელს საქართველოს რადიოში მოვიდა და ასე გამეცნო: "მე დიდი ინტერესით ვისმენ გადაცემებს უცხოეთში მცხოვრებ ქართველებზე. მინდა დახმარება შემოგთავაზო, საინტერესო ჩანაწერები დამიგროვდა და შემიძლია მოგაწოდოო". აი, ასე უშურველად დადიოდა ეს პიროვნება. ყველგან, სადაც კი ამის შესაძლებლობა მიეცემოდა, მოიძიებდა მასალებს, იკვლევდა, იღვწოდა, წერდა. საბედნიეროდ, ჩემს იმდროინდელ რადიოგადაცემებში შემონახულია მისი გამოსვლები, რომელსაც ძალიან ვუფრთხილდები. ამ ადამიანმა დიდი სიყვარული ქართველი ხალხისა თან გაიყოლა, მაგრამ დარწმუნებული ვარ, ზეციდანაც ლოცულობს საქართველოსთვის და მისი ლოცვა შეეწევა ჩვენს სამშობლოს". უცხოეთში მცხოვრებმა ქართველებმა ხაზგასმით აღნიშნეს გურამ შარაძის დამსახურება ქართული ემიგრანტული ჟურნალისტიკის ისტორიის კვლევისა და მეცნიერულად შესწავლის საქმეში და გაკვირვება გამოთქვეს იმასთან დაკავშირებით, რომ რამდენიმე წლის წინ იგი გაურკვეველ ვითარებაში მოკლეს, მისი საქმე კი დღემდე გამოუძიებელია." /"კარიბჭე" N14, 2012, გვ.58/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 25th September 2024 - 07:26 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი