სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
| ნათია |
Jun 24 2007, 09:04 PM
პოსტი
#1
|
![]() Miss invisible ![]() ![]() ![]() ჯგუფი: მოდერატორ-ფინანსისტი პოსტები: 18,669 რეგისტრ.: 28-February 07 წევრი № 1,224 |
თბილისი ისტორიული (მხარეთმცოდნეობის) მუზეუმები საქართველოს ეროვნული მუზეუმი. სიმონ ჯანაშიას სახელობის მუზეუმი მისამართი: ქ. თბილისი, შოთა რუსთაველის გამზირი 3 აღწერა: მუზეუმი საქართველოს მუზეუმებს შორის უძველესია. იგი დაფუძნდა 1852 წელს, კავკასიის მუზეუმის ბაზაზე. მუზეუმის ფონდებში დღეისათვის დაცულია 1 200 000 ექსპონატი (ძირითადად არქეოლოგიური და ეთნოგრაფიული მასალები, ქართული ოქრომჭედლობის, ხატწერის ნიმუშები და სხვა). სტაციონარულ ექსპოზიციებს შორის გამოირჩევა დმანისში აღმოჩენილი ადამიანის წინაპრების (ჰომინიდების) ნაშთების გამოფენა, რომელიც 1,8 მილიონი წლით თარიღდება და წარმოადგენს აფრიკის კონტინენტის ფარგლებს გარეთ აღმოჩენილ ადამიანის წინაპრის უძველეს ნიმუშს. ამ აღმოჩენამ რადიკალურად შეცვალა მანამდე აღიარებული ადამიანის ევოლუციის თეორია. მუზეუმში ექსპონირებულია აგრეთვე: ნეოლითისა და ბრინჯაოს ხანის პერიოდის არქეოლოგიური აღმოჩენების მრავალრიცხოვანი მასალა, განსაკუთრებით მნიშვნელოვანი და მრავალფეროვანია ოქროს ფონდი, სადაც წარმოდგენილია სხვადასხვა ისტორიული პერიოდის ძვირფასი ლითონისა და ქვების უნიკალური ნაკეთობები. მათ შორის განსაკუთრებული ადგილი უჭირავს ქრისტიანობამდელი პერიოდის ოქრომჭედლობის ნატიფ ნიმუშებს, რომლებიც თარიღდება ჩვენს წელთაღრიცხვამდე მესამე ათასწლეულის მეორე ნახევრიდან ჩვენი წელთაღრიცხვის მეოთხე საუკუნის ჩათვლით. მუზეუმში დაცული ექსპონატები აღმოჩენილია საქართველოს სხვადასხვა რეგიონში: ანანურში, წნორში, მარტყოფში, თრიალეთის ყორღანებში, ვანში, ახალგორში, მცხეთაში, ჟინვალსა და ა.შ. ![]() საქართველოს ეროვნული მუზეუმი. იოსებ გრიშაშვილის სახელობის თბილისის ისტორიის მუზეუმი (ქარვასლა) მისამართი: ქ. თბილისი, სიონის ქ. 8 აღწერა:მუზეუმის ფონდებში დაცულია თბილისის ისტორიასთან, ყოფასთან და კულტურასთან დაკავშირებული კოლექციები. მათ შორის, უნიკალური არქეოლოგიური, ეთნოგრაფიული, დოკუმენტური მასალა, ხალხური და გამოყენებითი ხელოვნების ნიმუშები, ბრინჯაოს ხანის იარაღი და თიხის ნაწარმი, ფეოდალური ხანის მოჭიქული და სხვა სახის თიხის ჭურჭელი, ქაშანურის და ფაიფურის ნაწარმი, საბრძოლო იარაღი, საყოფაცხოვრებო ნივთები, მუსიკალური ინსტრუმენტები, ნუმიზმატიკა, ქართველ და უცხოელ მხატვართა მხატვრული და გრაფიკული ნამუშევრები (ლ. გუდიაშვილი, მ. თოიძე, ე. ახვლედიანი, ა. ფოგელი, ა. ციმაკურიძე, და სხვა. -------------------- პატიოსნება ჩვენი დროის ჭეშმარიტი არისტოკრატიზმია!
|
![]() ![]() |
| marine |
Jul 24 2020, 06:10 PM
პოსტი
#2
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 63,017 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
"ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ქართული ემიგრაციის მუზეუმი 1994 წლის 10 ოქტომბერს დაარსდა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის წევრ-კორესპონდენტის, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორის, პროფესორ გურამ შარაძის ინიციატივით.
გამოჩენილმა ქართველმა მეცნიერმა, რომელმაც მუზეუმის დაფუძნება სპეციალურად ყოველთა ქართველთა მსოფლიო კონგრესის დღეს დაუკავშირა, გასული საუკუნის 80-იანი წლებიდან მოყოლებული, შეაგროვა უნიკალური წიგნები, პერიოდული გამოცემები, ცნობილ ქართველ ემიგრანტთა პირადი არქივები, მემორიალური ნივთები, ფერწერული ტილოები, აუდიო, ვიდეო და ფოტომასალა, რომელიც მსოფლიოს თითქმის ყველა კონტინენტიდან ჰქონდა ჩამოტანილი, მისი დამსახურებით ვიქტორ ნოზაძის პარიზული ქართული სტამბაც დღეს მუზეუმის კუთვნილებაა. ახლახან ემიგრაციის მუზეუმი დიასპორის დღისათვის უცხოეთიდან ჩამოსულ თანამემამულეებს მასპინძლობდა, რომლებიც საქართველოს დედაქალაქში ჩატარებულ საერთაშორისო კონფერენციის მუშაობაში მონაწილეობდნენ. შეხვედრა ემიგრაციის მუზეუმში საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის რადიოს ყოველკვირეულ გადაცემათა ციკლის, "მიგრაციის მარშრუტების" ავტორის ნანა ლომიძის და მუზეუმის წამყვანი მეცნიერ-თანამშრომლის, რუსუდან კობახიძის ინიციატივით მოეწყო. ნანა ლომიძე, ჟურნალისტი: "მინდოდა, უცხოეთში მცხოვრებ ქართველებს ენახათ ის ფასდაუდებელი საგანძური, რაც მუზეუმშია დაუნჯებული. კარგად მახსოვს თბილისში ჩატარებული ყოველთა ქართველთა კონგრესი, სწორედ მაშინ გაიხსნა მუზეუმი. საარქივო ფონდში 80-ზე მეტი პირადი არქივი ინახება. დაცულია ვიქტორ ნოზაძის, გრიგოლ რობაქიძის, მიხაკო წერეთლის, ექვთიმე თაყაიშვილის, გიორგი მაჩაბლის, რაფიელ ინგილოს, კალისტრატე სალიას და სხვა გამოჩენილ ქართველ ემიგრანტთა ეპისტოლარული მემკვიდრეობა, ჩანაწერები, პირადი და ოფიციალური დოკუმენტები, ფოტოები, აუდიოთეკა, რომლებმაც შემოგვინახა გრიგოლ რობაქიძის, გიორგი კვინიკაძის, ვიქტორ ნოზაძის, ვარლამ ჩერქეზიშვილის, მიხეილ წერეთლის ხმები, მათი მიმართვები, რადიოინტერვიუები. ყველაფერ ამას ბატონი გურამი წლების განმავლობაში აგროვებდა უცხოეთის ქართული ოჯახებიდან. ამიტომ მინდოდა ამ გარემოში ასეთი შეხვედრა მოწყობილიყო, რათა უფრო ახლოს გაეცნოთ ერთმანეთი უცხოეთში მცხოვრებ ჩვენს ღირსეულ მამულიშვილებს და გასჩენოდათ იმის სურვილი, როდესაც სამშობლოს მოსანახულებლად ჩამოვლენ, მუზეუმშიც მოვიდნენ, აქ ყოველთვის დახვდებათ მათ რაღაც მნიშვნელოვანი სიახლე - წიგნი, ნივთი თუ წერილი. სხვათა შორის, კარგი იქნება, თუ ამ მუზეუმს ჩვენც შევძენთ რაიმეს. გაივლის დრო და საუკუნის შემდეგ აქ ჩვენი თაობის ადამიანთა ნაკვალევიც აღინიშნება და ვინ იცის, იქნებ მომავალში ისიც შესასწავლი გახდეს. ამიტომ ყველას მოვუწოდებ, გავუფრთხილდეთ ამ არქივს - ჩვენს დღევანდელობას. მუზეუმის ფუნქცია ხომ მარტო ექსპონატებით და წარსულის გაცრეცილი ფურცლებით არ ამოიწურება, იგი ცოცხალი ორგანიზმია, დღევანდელობით სუნთქავს და მისი ცხოველმყოფელობა ყოველ ჩვენგანზეა დამოკიდებული, რაც მთავარია, დღეს აქ ტრიალებს ბატონი გურამ შარაძის სული. იგი წინაპართა მემკვიდრეობის დამფასებელი და თანამედროვე ემიგრაციის დიდი მოამაგე იყო. არ დამავიწყდება, 1992 წელს საქართველოს რადიოში მოვიდა და ასე გამეცნო: "მე დიდი ინტერესით ვისმენ გადაცემებს უცხოეთში მცხოვრებ ქართველებზე. მინდა დახმარება შემოგთავაზო, საინტერესო ჩანაწერები დამიგროვდა და შემიძლია მოგაწოდოო". აი, ასე უშურველად დადიოდა ეს პიროვნება. ყველგან, სადაც კი ამის შესაძლებლობა მიეცემოდა, მოიძიებდა მასალებს, იკვლევდა, იღვწოდა, წერდა. საბედნიეროდ, ჩემს იმდროინდელ რადიოგადაცემებში შემონახულია მისი გამოსვლები, რომელსაც ძალიან ვუფრთხილდები. ამ ადამიანმა დიდი სიყვარული ქართველი ხალხისა თან გაიყოლა, მაგრამ დარწმუნებული ვარ, ზეციდანაც ლოცულობს საქართველოსთვის და მისი ლოცვა შეეწევა ჩვენს სამშობლოს". უცხოეთში მცხოვრებმა ქართველებმა ხაზგასმით აღნიშნეს გურამ შარაძის დამსახურება ქართული ემიგრანტული ჟურნალისტიკის ისტორიის კვლევისა და მეცნიერულად შესწავლის საქმეში და გაკვირვება გამოთქვეს იმასთან დაკავშირებით, რომ რამდენიმე წლის წინ იგი გაურკვეველ ვითარებაში მოკლეს, მისი საქმე კი დღემდე გამოუძიებელია." /"კარიბჭე" N14, 2012, გვ.58/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
ნათია საქართველოს მუზეუმები Jun 24 2007, 09:04 PM
მნათე მუზეუმში დაცულ ეკლ... Jun 24 2007, 09:04 PM
ნათია არ წავიდეთ ? Jun 24 2007, 09:05 PM
მნათე
ზეზვასა და მზიას ნ... Jun 24 2007, 09:07 PM
ნათია საქართველოს ეროვნ... Jun 24 2007, 09:22 PM
ნათია დავით ბააზოვის სახ... Jun 24 2007, 09:44 PM
ნათია ფოთის კოლხური კულტ... Jun 24 2007, 10:13 PM
ნათია [size=2]წალენჯიხის ისტ... Jun 24 2007, 11:22 PM
ნათია აჭარა
[center][size=2]აჭარი... Jun 25 2007, 12:30 AM
nini_1 გაიხარე ნათ, მშვენ... Jun 25 2007, 12:31 AM
ნათია
გაიხარე ნათ, მშვენ... Jun 25 2007, 12:42 AM
nini_1
ხოდა ეგრე რომ ვიფი... Jun 25 2007, 12:43 AM
ნათია [size=2] ტყიბულის მხარე... Jun 25 2007, 12:45 AM
nini_1
უფფ ნათ რაც მე მან... Jun 25 2007, 12:46 AM
ნათია
უფფ ნათ რაც მე მანდ... Jun 25 2007, 12:52 AM
ketino
ოოო, მე აქა ვარ ნამ... Jun 25 2007, 01:03 AM
ნათია [center][size=3] შიდა ქართლი ... Jun 25 2007, 01:11 AM
nini_1 იმერეთის და კერძოდ... Jun 25 2007, 01:15 AM
ნათია
იმერეთის და კერძო... Jun 25 2007, 01:18 AM
მანდაეთი
საინტერესოა ნინ, ნ... May 7 2011, 01:40 AM
ნათია [center][size=3] მცხეთა-მთია... Jun 25 2007, 01:33 AM
nini_1
შეცვლით ბევრი რამ ... Jun 25 2007, 01:36 AM
ნათია [center][size=3] ქვემო ქართლ... Jun 25 2007, 01:44 AM
marine
[center][size=2] ბოლნისის მხ... Feb 1 2008, 05:07 PM
ნათია [center][size=2] გიორგი ჩუბი... Jun 25 2007, 02:08 AM
piligrimi აუ მადლობა ნათია ა... Jun 25 2007, 02:18 AM
ნათია
აუ მადლობა ნათია ა... Jun 25 2007, 03:02 AM
ზესქვი_უჩა ნათია
მოკლედ ძაან ... Jun 25 2007, 08:25 AM
ნათია [color=#CC0000]საუნივერსიტ... Jun 25 2007, 10:26 AM
ნათია [center][color=#3333FF]აჭარა
[b][s... Jun 25 2007, 10:50 AM
ნათია [size=2][center][color=#3333FF] შიდა ქ... Jun 25 2007, 12:35 PM
ნათია [size=2][center][color=#3333FF] მცხეთა... Jun 25 2007, 01:04 PM
ნათია [size=2][center][color=#3333FF] კახეთი... Jun 25 2007, 01:30 PM
ნათია [size=3][center] [color=#CC0000]ხელოვნ... Jun 25 2007, 01:40 PM
tamuna m
[size=2][center][color=#3333FF] თბილი... Mar 17 2008, 05:49 PM
ნათია [size=2][center] საქართველოს... Jun 25 2007, 01:53 PM
ნათია [size=2][center] საქართველოს... Jun 25 2007, 02:12 PM
ნათია ქართული სიმღერისა ... Jun 25 2007, 08:10 PM
ნათია აპოლონ ქუთათელაძი... Jun 26 2007, 12:33 AM
ნათია [size=3][center]რაჭა-ლეჩხუმი... Jun 27 2007, 06:15 PM
ნათია [center]გურია
[center]ოზურ... Jun 27 2007, 06:33 PM
ნათია [center] კახეთი
[center] ნატ... Jun 27 2007, 06:50 PM
nini_1 ყოჩაღ ნათი. ძალიან ... Jun 29 2007, 05:01 AM
ნათია
ყოჩაღ ნათი. ძალიან ... Jun 29 2007, 11:07 AM
marine
:მპუა: :მპუა: :wub:
სურვ... Jun 29 2007, 11:11 AM
ნათია
ნათი, ძალიან კარგი ... Jun 29 2007, 11:31 AM
მაგდალინა მეც დიდი სიამოვნებ... Jun 29 2007, 12:38 PM
catherina_10 ნათი დიდი მადლობა ... Jul 11 2007, 11:24 AM
ნათია
ნათი დიდი მადლობა ... Jul 11 2007, 11:31 AM
marine საქართველოს ხალხუ... Feb 25 2008, 01:53 PM
marine საქართველოს მუზეუ... Feb 27 2008, 12:24 PM
tamara იაზონის და არგონავ... Mar 3 2008, 01:26 PM
ketino
ერთი რამ მინდა დავ... Mar 10 2008, 03:44 PM
ნათია კარგი იქნებოდა ერთ... Mar 17 2008, 05:50 PM
tamuna m მეც, დიდი სურვილი მ... Mar 17 2008, 05:52 PM
marine ნათია
tamuna m
მეც ძალი... Mar 18 2008, 10:42 AM
ნათია marine
ნეტა კვირაობით ... Mar 18 2008, 10:48 AM
marine
[b]marine
ნეტა კვირაობი... Mar 18 2008, 10:57 AM
goba41 როგორც გავიგე ონის... Dec 7 2010, 01:43 PM
ნაინა მანდაეთი
ოჰოოო, მგ... May 7 2011, 02:16 AM
marine გონიო-აფსაროსის მუ... Jul 25 2015, 11:03 AM
marine http://museum.ge/index.php?lang_id=GEO&sec...5... Oct 27 2015, 02:53 PM
sabaaaa12 სამაჯურების მაღაზ... Feb 24 2023, 04:49 PM![]() ![]() |
| მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 1st November 2025 - 06:44 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი