ვერბალური ინცესტი, ანუ ”ჩემი დედა...” და ა.შ. |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
ვერბალური ინცესტი, ანუ ”ჩემი დედა...” და ა.შ. |
უბისელი |
Jul 1 2010, 09:39 AM
პოსტი
#21
|
ჩაკრულო ჯგუფი: Members პოსტები: 148 რეგისტრ.: 9-October 07 მდებარ.: უბისა წევრი № 2,924 |
მოდი განვიხილოთ ქართული საზოგადოების ახალგაზრდა ნაწილის ეს უსაზიზღრესი დაავადება...
ახალგაზრდობის ნებისმიერი თავშეყრის ადგილას, ნებისმიერ სიტუაციაში გაიგონებთ ამ საზიზღრობას. მე კაცს ვერ ვეძახი და ვერც ვერასოდეს დავუძახებ ამის მთქმელს... რისი ბრალია თქვენი აზრით? რა არის ამის მიზეზი და რითი შეიძლება აღმოვფხვრათ ეს პრობლემა? არ ხართ ფსიქოლოგები ფორუმზე არავინ? Copy ალაზანი.გე-დან -------------------- ~~~ვიყოთ ერთობით თან გავერთობით ~~~ ~*~ ჩვენ ვართ გურჯები სამშობლოს ბურჯები ~*~ ~~ | ტაში ბიჭო ბანელებო თქვეპირდოუბანელებო | ~~ |
marine |
Jul 24 2020, 07:39 PM
პოსტი
#22
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,336 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
"ფრონტიდან დაბრუნების მერე ტომსკის ოლქში, სოფელ გრიშკინოში დავიწყე მუშაობა გამყიდველად. არადა სემინარიაში ჩაბარება ან მონასტერში წასვლა მინდოდა, მაგრამ სამსახურიდან არ მიშვებდნენ.
იდგა 1948 წელი. მაშინ მოხდა შემთხვევა, რომლის გახსენებაც აუღელვებლად არ შემიძლია. საღამოს შვიდი საათი იყო, სამუშაო დღე უკვე დასრულდა. უეცრად მაღაზიაში უცნობი კაცი შემოვიდა - დღემდე არ ვიცი, ვინ იყო. შესახედაობით 55 წლისას ჰგავდა, ძალზე კეთილი სახე ჰქონდა, მაშინვე კეთილად განვეწყვე მისადმი - სახე ხომ სულის სარკეა. უცნობმა კარი გადარაზა და მითხრა: - დაიჩოქე, ვალენტინ, პირით აღმოსავლეთით, სამჯერ გამოისახე ჯვარი, მისმინე: მე შენს წარსულ და მომავალ ცხოვრებაზე მოგიყვები, შენს მეგობრებზე, ის, რაც თავს გარდაგხდა. ყურადღებით მომისმინე. ნელა საუბრობდა, თითქოს სურდა, რომ მისი ნათქვამი ყოველი სიტყვა გამეგო და დამემახსოვრებინა. მომიყვა, თუ სად, როდის, რა შემემთხვა, აღმიწერა ყველა ადგილი, სადაც ვყოფილვარ. მიხსენა ჩემი ნათესავები და მეგობრები, ვისთან ერთადაც ვცხოვრობდი და ვომობდი. მომიყვა ჩემს ჭრილობებზე, ოპერაციაზე, მომავალ სნეულებაზე. უნდობლად გავიფიქრე: "შეუძლებელია, მან ეს ყველაფერი იცოდეს! საიდან იცის, რომ ბლოკადაში ვიყავი?" როცა იმ კაცმა მითხრა, რომ ბეჭებში ნაღმის ნამსხვრევი მქონდა, შეძრწუნებული ავტირდი - აქ, ციმბირში, ხომ არავინ არაფერი იცოდა ამ ნამსხვრევზე, არავინ! გავიფიქრე: თუ სად ვიყავი, ამან შესაძლოა იცის, ვაითუ მზვერავია. თუ რა მედლები მქონდა და რისთვის, ამის შეტყობა ძნელი არ იყო, სუკი კარგად მუშაობდა, მაგრამ მეორე და მესამე მალას შორის ჩაჭედილი ნამსხვრევის შესახებ მშობლებისთვისაც არ მითქვამს - არ მინდოდა ენერვიულათ. ვიფიქრე, ტკივილს დავითმენ-მეთქი. შემდეგ ეს კაცი მეკითხება: - გახსოვს, როცა ექვსმა კაცმა მოილაპარაკეთ, რომ არასოდეს შეიგინებდით და ერთმანეთს არ აწყენინებდით? - როგორ არ მახსოვს, - ესღა ვუთხარი (ჩემი მეგობარი ჯარისკაცების გარდა, ეს ვის შეიძლებოდა სცოდნოდა?!). შეძრწუნებულს ცრემლები წამომივიდა, - მან ყველაფერი იცის. ადამიანმა არ შეიძლება იცოდეს ასეთი საიდუმლოებები - მე არასოდეს არავისთვის მომიყოლია ამის შესახებ. ანდა ვის სჭირდებოდა ამის მოთხრობა? - თქვენ ილოცეთ, უფალს შესთხოვეთ, რომ ცოცხლები დარჩენილიყავით. გადარჩით. არადა ნახე, რომ გარშემო გვამები იყო მიმოფანტული? თუ თქვენ დედას შეიგინებოდით ანდა ცუდ სიტყვას იტყოდით - ასევე იწვებოდით და ახლა თქვენი ძვლებიც არ იქნებოდა. აი, რას ნიშნავს დედის გინება და რას ნიშნავს ლოცვა... ყველას უთხარით, რომ არასოდეს შეიგინონ... ბევრი რამ მითხრა ამ კაცმა მომავალზე. ის, რაც დღეს ხდება და მოგვიანებით მოხდება. იწინასწარმეტყველა, რომ ადამიანები მილიონებს მიიღებენ ხელფასად, ორ-სამ მილიონსაც და მეტსაც. - შენც მილიონერი იქნებიო! - მითხრა. გავოცდი: - რა ვუყო მერე იმ მილიონებს?! მაშინ, 1948 წელს, 46 მანეთს ვიღებდი ხელფასს. მითხრა: - ნუ იჯავრებ, ეს ფული ფუჭი იქნებაო. რას ნიშნავს ფუჭი? მაშინ ეს ჩემთვის გაუგებარი იყო. როგორ დამეჯერებინა? მილიონი და ფუჭი? დიდად აღარ აუხსნია: - მერე გაიგებ! და აი, 90-იან წლებში გასაგები გახდა, როგორი "მილიონერები" გავხდით. მხოლოდ ნულები იყო! მანვე მითხრა, რომ მალე ეკლესიების მშენებლობას დაიწყებენ, ცხოვრება კი უფრო და უფრო გაუარესდება. თქვა, რომ მართლმადიდებლების უკანასკნელი დევნა იქნება, მაგრამ როდის, ზუსტად არ უთქვამს. მერე კი თქვა: - მე შემიძლია მოგიყვე შენი მომავალი ცხოვრების თითოეულ დღეზე, მაგრამ ვერ დაიმახსოვრებ. არც არის საჭირო... რაც მიწინასწარმეტყველა - ყველაფერი ასრულდა. მომიყვა ბარდსკის ეკლესიასთან აღმართულ ფიჭვის ხეებზე, სადაც მე უნდა მემსახურა. ამ ხეებისგან ახლა ანალოღიაა გაკეთებული... ეს ყველაფერი შეიძლება მხოლოდ ღვთის კაცმა იცოდეს. არ ვიცი, ის ზეციური ანგელოსი თუ იყო, ადამიანის სახემიღებული, - ვერ განვსჯი! მაგრამ ვგრძნობდი, რომ სიმართლეს ამბობდა. წმინდა გამოხედვა ჰქონდა! მისგან თითქოს მადლი მოედინებოდა და მასთან კარგად ვგრძნობდი თავს." -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 25th September 2024 - 06:05 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი