IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

> ვერბალური ინცესტი, ანუ ”ჩემი დედა...” და ა.შ.
უბისელი
პოსტი Jul 1 2010, 09:39 AM
პოსტი #1


ჩაკრულო
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 148
რეგისტრ.: 9-October 07
მდებარ.: უბისა
წევრი № 2,924



მოდი განვიხილოთ ქართული საზოგადოების ახალგაზრდა ნაწილის ეს უსაზიზღრესი დაავადება...
ახალგაზრდობის ნებისმიერი თავშეყრის ადგილას, ნებისმიერ სიტუაციაში გაიგონებთ ამ საზიზღრობას.
მე კაცს ვერ ვეძახი და ვერც ვერასოდეს დავუძახებ ამის მთქმელს...

რისი ბრალია თქვენი აზრით? რა არის ამის მიზეზი და რითი შეიძლება აღმოვფხვრათ ეს პრობლემა?
არ ხართ ფსიქოლოგები ფორუმზე არავინ?



--------------------

~~~ვიყოთ ერთობით თან გავერთობით ~~~
~*~ ჩვენ ვართ გურჯები სამშობლოს ბურჯები ~*~
~~ | ტაში ბიჭო ბანელებო თქვეპირდოუბანელებო | ~~
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
 
Reply to this topicStart new topic
გამოხმაურებები
marine
პოსტი Jul 24 2020, 07:39 PM
პოსტი #2


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 64,195
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"ფრონტიდან დაბრუნების მერე ტომსკის ოლქში, სოფელ გრიშკინოში დავიწყე მუშაობა გამყიდველად. არადა სემინარიაში ჩაბარება ან მონასტერში წასვლა მინდოდა, მაგრამ სამსახურიდან არ მიშვებდნენ.

იდგა 1948 წელი. მაშინ მოხდა შემთხვევა, რომლის გახსენებაც აუღელვებლად არ შემიძლია. საღამოს შვიდი საათი იყო, სამუშაო დღე უკვე დასრულდა. უეცრად მაღაზიაში უცნობი კაცი შემოვიდა - დღემდე არ ვიცი, ვინ იყო. შესახედაობით 55 წლისას ჰგავდა, ძალზე კეთილი სახე ჰქონდა, მაშინვე კეთილად განვეწყვე მისადმი - სახე ხომ სულის სარკეა. უცნობმა კარი გადარაზა და მითხრა:

- დაიჩოქე, ვალენტინ, პირით აღმოსავლეთით, სამჯერ გამოისახე ჯვარი, მისმინე: მე შენს წარსულ და მომავალ ცხოვრებაზე მოგიყვები, შენს მეგობრებზე, ის, რაც თავს გარდაგხდა. ყურადღებით მომისმინე.

ნელა საუბრობდა, თითქოს სურდა, რომ მისი ნათქვამი ყოველი სიტყვა გამეგო და დამემახსოვრებინა. მომიყვა, თუ სად, როდის, რა შემემთხვა, აღმიწერა ყველა ადგილი, სადაც ვყოფილვარ. მიხსენა ჩემი ნათესავები და მეგობრები, ვისთან ერთადაც ვცხოვრობდი და ვომობდი. მომიყვა ჩემს ჭრილობებზე, ოპერაციაზე, მომავალ სნეულებაზე.

უნდობლად გავიფიქრე: "შეუძლებელია, მან ეს ყველაფერი იცოდეს! საიდან იცის, რომ ბლოკადაში ვიყავი?" როცა იმ კაცმა მითხრა, რომ ბეჭებში ნაღმის ნამსხვრევი მქონდა, შეძრწუნებული ავტირდი - აქ, ციმბირში, ხომ არავინ არაფერი იცოდა ამ ნამსხვრევზე, არავინ! გავიფიქრე: თუ სად ვიყავი, ამან შესაძლოა იცის, ვაითუ მზვერავია. თუ რა მედლები მქონდა და რისთვის, ამის შეტყობა ძნელი არ იყო, სუკი კარგად მუშაობდა, მაგრამ მეორე და მესამე მალას შორის ჩაჭედილი ნამსხვრევის შესახებ მშობლებისთვისაც არ მითქვამს - არ მინდოდა ენერვიულათ. ვიფიქრე, ტკივილს დავითმენ-მეთქი.

შემდეგ ეს კაცი მეკითხება:

- გახსოვს, როცა ექვსმა კაცმა მოილაპარაკეთ, რომ არასოდეს შეიგინებდით და ერთმანეთს არ აწყენინებდით?

- როგორ არ მახსოვს, - ესღა ვუთხარი (ჩემი მეგობარი ჯარისკაცების გარდა, ეს ვის შეიძლებოდა სცოდნოდა?!).

შეძრწუნებულს ცრემლები წამომივიდა, - მან ყველაფერი იცის. ადამიანმა არ შეიძლება იცოდეს ასეთი საიდუმლოებები - მე არასოდეს არავისთვის მომიყოლია ამის შესახებ. ანდა ვის სჭირდებოდა ამის მოთხრობა?

- თქვენ ილოცეთ, უფალს შესთხოვეთ, რომ ცოცხლები დარჩენილიყავით. გადარჩით. არადა ნახე, რომ გარშემო გვამები იყო მიმოფანტული? თუ თქვენ დედას შეიგინებოდით ანდა ცუდ სიტყვას იტყოდით - ასევე იწვებოდით და ახლა თქვენი ძვლებიც არ იქნებოდა. აი, რას ნიშნავს დედის გინება და რას ნიშნავს ლოცვა... ყველას უთხარით, რომ არასოდეს შეიგინონ...

ბევრი რამ მითხრა ამ კაცმა მომავალზე. ის, რაც დღეს ხდება და მოგვიანებით მოხდება. იწინასწარმეტყველა, რომ ადამიანები მილიონებს მიიღებენ ხელფასად, ორ-სამ მილიონსაც და მეტსაც.

- შენც მილიონერი იქნებიო! - მითხრა.

გავოცდი: - რა ვუყო მერე იმ მილიონებს?!

მაშინ, 1948 წელს, 46 მანეთს ვიღებდი ხელფასს. მითხრა: - ნუ იჯავრებ, ეს ფული ფუჭი იქნებაო.

რას ნიშნავს ფუჭი? მაშინ ეს ჩემთვის გაუგებარი იყო. როგორ დამეჯერებინა? მილიონი და ფუჭი? დიდად აღარ აუხსნია: - მერე გაიგებ!

და აი, 90-იან წლებში გასაგები გახდა, როგორი "მილიონერები" გავხდით. მხოლოდ ნულები იყო!

მანვე მითხრა, რომ მალე ეკლესიების მშენებლობას დაიწყებენ, ცხოვრება კი უფრო და უფრო გაუარესდება. თქვა, რომ მართლმადიდებლების უკანასკნელი დევნა იქნება, მაგრამ როდის, ზუსტად არ უთქვამს. მერე კი თქვა: - მე შემიძლია მოგიყვე შენი მომავალი ცხოვრების თითოეულ დღეზე, მაგრამ ვერ დაიმახსოვრებ. არც არის საჭირო...

რაც მიწინასწარმეტყველა - ყველაფერი ასრულდა. მომიყვა ბარდსკის ეკლესიასთან აღმართულ ფიჭვის ხეებზე, სადაც მე უნდა მემსახურა. ამ ხეებისგან ახლა ანალოღიაა გაკეთებული... ეს ყველაფერი შეიძლება მხოლოდ ღვთის კაცმა იცოდეს. არ ვიცი, ის ზეციური ანგელოსი თუ იყო, ადამიანის სახემიღებული, - ვერ განვსჯი! მაგრამ ვგრძნობდი, რომ სიმართლეს ამბობდა. წმინდა გამოხედვა ჰქონდა! მისგან თითქოს მადლი მოედინებოდა და მასთან კარგად ვგრძნობდი თავს."


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

პოსტი ამ თემაში
უბისელი   ვერბალური ინცესტი, ანუ ”ჩემი დედა...” და ა.შ.   Jul 1 2010, 09:39 AM
ikanosi   ეგ რა იყო ახლა :D რა á...   Jul 1 2010, 09:52 AM
Atman   უბისელი პირველ რიá...   Jul 1 2010, 09:52 AM
terra   ხო, ეგ ცუდია. ჯობია áƒ...   Jul 1 2010, 10:22 AM
მხევალი ნინო   terra ან ეს რატომ უნდáƒ...   Jul 1 2010, 10:29 AM
terra   მხევალი ნინო როგოáƒ...   Jul 1 2010, 10:30 AM
მხევალი ნინო   terra და?   Jul 1 2010, 10:32 AM
terra   არაფერი.   Jul 1 2010, 10:37 AM
ქევანა   terra მძიმე იუმორი გაქ...   Jul 1 2010, 03:23 PM
terra   terra მძიმე იუმორი გაáƒ...   Jul 1 2010, 03:34 PM
ქევანა   მძიმე იუმორი [მძიმ...   Jul 1 2010, 03:42 PM
terra   ქევან, რამდენი ილაáƒ...   Jul 1 2010, 03:49 PM
მხევალი ნინო   terra კი დაეზარა, მაგáƒ...   Jul 1 2010, 04:09 PM
გრიგოლი   ყველაფერს გამომწვá...   Jul 1 2010, 09:05 PM
sopo...   მიზეზი, ასეთი საქცá...   Jul 2 2010, 01:55 AM
sicher   ...   Jul 2 2010, 04:41 AM
arcivi9   მოდი განვიხილოთ ქáƒ...   Jul 2 2010, 03:35 PM
A.v.B   მოდი განვიხილოთ ქáƒ...   Jul 2 2010, 07:16 PM
გრიგოლი   თუ ოჯახის უფროსი მáƒ...   Jul 5 2010, 05:33 PM
Atman   გრიგოლი სულიერად á...   Jul 5 2010, 05:41 PM
გრიგოლი   გრიგოლი სულიერად áƒ...   Jul 5 2010, 05:56 PM
Atman   გრიგოლი ეგ გასაგეáƒ...   Jul 5 2010, 06:01 PM
sicher   ...   Jul 5 2010, 07:31 PM
გრიგოლი   ეს ერთერთი ხელისშáƒ...   Jul 5 2010, 09:16 PM
sicher   ...   Jul 5 2010, 09:46 PM
გრიგოლი   ისევე როგორც პრობáƒ...   Jul 5 2010, 10:42 PM
sicher   ...   Jul 5 2010, 11:05 PM
გრიგოლი   არავის დაშინებას áƒ...   Jul 5 2010, 11:13 PM
A.v.B   ყველამ თავის მცირე...   Jul 5 2010, 11:33 PM
sicher   როგორ აუგრძალავს áƒ...   Jul 6 2010, 02:25 AM
llaasshhaa   აუ რა საშინელი სენáƒ...   Jul 6 2010, 02:16 PM
sicher   ...   Jul 8 2010, 02:58 AM
უბისელი   მოკვდა თემა??? :) გავá...   Jul 14 2010, 03:06 PM
ნანინა   უბისელი ჯეგეს ტექს...   Jul 14 2010, 03:13 PM
უბისელი   უბისელი ჯეგეს ტექáƒ...   Jul 21 2010, 02:27 AM
ნანინა   უბისელი ალაზანზე áƒ...   Jul 21 2010, 02:53 AM
sicher   ...   Jul 23 2010, 09:04 PM
ნანინა   sicher ის, რომ სხვა ადამ...   Jul 23 2010, 11:41 PM
neo   თქვენ ცდებით, ტავიáƒ...   Jul 24 2010, 02:22 PM
terra   neo ერთი მეზობელი მყá...   Jul 24 2010, 02:25 PM
neo   დარწმუნებული ვარ á...   Jul 24 2010, 02:33 PM
terra   დარწმუნებული ვარ áƒ...   Jul 24 2010, 02:39 PM
ლურჯი ბუ   მართალია, არაა ლამáƒ...   Jul 24 2010, 02:35 PM
ნანინა   ხო ისე, ბიჭებისგან á...   Jul 24 2010, 08:19 PM
sicher   ...   Jul 24 2010, 08:54 PM
jariskaci   ერთი რამ მინდა გითáƒ...   Jul 25 2010, 01:11 AM
orthodox-georgia   საკუთარ დედას ვინც...   Aug 1 2010, 10:57 AM
sable   შეგნების ამბავია დ...   Aug 6 2010, 06:58 PM
terra   sable გავლენა იქეთ იყá...   Aug 6 2010, 08:55 PM
მარიამი-   იმედია მალე დავივáƒ...   Aug 7 2010, 07:37 PM
A.v.B   ქუჩურიო რომ გავიძა...   Aug 7 2010, 11:44 PM
.zakaria.   ამ ფორუმზე არავინ áƒ...   Sep 15 2010, 12:14 AM
ikanosi   .zakaria. ფრთოსანებრთა ო...   Sep 15 2010, 12:19 AM
გიორგი   უბისელი მოდი განვá...   Sep 20 2010, 01:20 AM
A.v.B   უბისელი უპირველეს...   Sep 20 2010, 10:06 AM
karpaki   წყევლას გინება ჯობ...   Sep 20 2010, 08:04 PM
გიორგი   A.v.B მართალი ხარ. :კი: ...   Sep 20 2010, 04:21 PM
marine   გოგოებმაც იციან მს...   Sep 20 2010, 04:28 PM
გიორგი   marine გოგოებმაც იციაá...   Sep 20 2010, 05:26 PM
terra   გიორგი საღოლ, ჯიგრ...   Sep 20 2010, 06:15 PM
terra   გინება გულის წამალ...   Sep 20 2010, 08:09 PM
უბისელი   გინება გულის წამაáƒ...   Oct 14 2010, 12:33 PM
tok@   ეგრე ზოგი ერთმანეáƒ...   Oct 14 2010, 05:11 PM
sicher   ...   Sep 20 2010, 09:56 PM
*ana*   ყველგან ეს საშინელ...   Oct 18 2010, 11:12 PM
უბისელი   *ana* მაგენი ცოტა სხვáƒ...   Oct 21 2010, 01:20 AM
ნანინა   გიორგი გიო ამ ყველ...   Oct 21 2010, 12:44 PM
Adam   "ძმი, ჩემდშცი ხატáƒ...   Oct 23 2010, 09:36 AM
უბისელი   ეს ყველაფერი მარაზ...   Dec 10 2010, 03:38 PM
კოკა   თითქმის გადავეჩვიá...   Dec 10 2010, 03:43 PM
jariskaci   მე არასოდეს................   Dec 10 2010, 04:31 PM
ნიკა ქუცნიაშვილი   :D :D :D :D :D   Dec 10 2010, 08:42 PM
marine   ასეთი რამ ამოვიკით...   Nov 8 2014, 09:03 PM
G_saxva   marine მარინე სად კითხáƒ...   Nov 10 2014, 12:00 PM
ikanosi   რედაქტორია მოსაკლ...   Nov 11 2014, 03:06 PM
marine   G_saxva ikanosi :) ბავშვებო, ხ...   Nov 13 2014, 06:39 PM
qetevano   marine არ გეთანხმები მá...   Nov 19 2014, 02:16 PM
marine   "დღეს ქართველი კა...   Dec 22 2014, 08:19 PM
marine   “შეგინებული დედებá...   Sep 15 2015, 11:19 PM
marine   "-შენი დედა ვატირáƒ...   Apr 22 2016, 02:26 PM
marine   "პირველი დარღვევá...   Aug 11 2016, 08:31 PM
marine   "ძველად, როდესაც áƒ...   Aug 22 2016, 07:22 PM
marine   "მე ვთხოვ ჩვენს აáƒ...   Sep 16 2017, 09:45 AM
marine   - ზიარების წინ წასაá...   Aug 8 2018, 02:06 PM
marine   "ნათქვამია, კაცის...   Aug 8 2018, 02:41 PM
marine   "ფრონტიდან დაბრუá...   Jul 24 2020, 07:39 PM
marine   "ბილწისტყვაობა წá...   Sep 25 2020, 09:38 PM
marine   "ცნობილია, როგორ áƒ...   Sep 30 2020, 07:58 PM
marine   “თბილისელობა და ქა...   Jun 4 2021, 10:33 PM
marine   "თუ ადამიანი ურცხ...   Jan 12 2022, 05:59 PM
marine   "როდესაც ადამიანá...   Feb 8 2022, 03:18 PM
marine   "სულ ცოტა ხნის წიáƒ...   Apr 21 2022, 10:23 PM
marine   "როცა ადამიანი უწ...   Dec 5 2022, 08:51 PM
marine   "ბევრი ადამიანი დ...   Dec 7 2022, 10:18 PM
marine   "სახლში, ქუჩაში დáƒ...   Dec 16 2022, 09:08 PM
marine   "სიტყვებით: "ჩემ...   Dec 16 2022, 09:48 PM
marine   "რამდენადაც გასაá...   Dec 25 2022, 07:51 PM
marine   "ისმის კითხვა, რაáƒ...   Dec 25 2022, 08:11 PM
marine   "...ასე, რომ უკვე იმá...   May 20 2023, 07:55 PM
marine   "დღეს მასობრივად ...   Sep 17 2023, 01:55 PM
2 გვერდი V  1 2 >


Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 30th October 2026 - 06:04 PM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი