IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

> რამეთუ დაგივიწყო შენ, იერუსალჱმ...
marine
პოსტი Aug 14 2017, 10:29 PM
პოსტი #1


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 58,120
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"იერუსალიმი გულია ქვეყნიერებისა, გოლგოთა კი თავად იერუსალიმის გული"


"სახელწოდება "იერუსალიმი" "მშვიდობის სავანეს", "მშვიდობის ქალაქს" ნიშნავს".



"იერუსალიმში სტუმრობისას ისეთი შეგრძნება დამეუფლა, ავადმყოფიც კი მორჩება და თვით ავისმზრახველსაც კი კეთილი ფიქრები დაუბრუნდება"

/პოეტი ეკა ბაქრაძე/



"[წმ. გიორგი მთაწმინდელმა] ქრისტეს ქალაქის სიწმინდეების მოლოცვით, იმქვეყნიური იერუსალიმი განიცადა".


"გაგვიძეხ და გინდ იერუსალიმს გამოგყვებითო"


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is online!Profile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
 
Reply to this topicStart new topic
გამოხმაურებები
marine
პოსტი Jul 28 2020, 09:27 PM
პოსტი #2


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 58,120
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"იუდაიზმმა თავისი ხანგრძლივი და საინტერესო ისტორიის მანძილზე მნიშვნელოვანი ცვლილებები განიცადა. მიუხედავად იმისა, რომ ეს რელიგია ქრისტეს შობამდე დიდი ხნით ადრე გაGნდა, მაინც სამართლიანია ითქვას, რომ იუდაიზმში იგულისხმება ებრაელი ხალხის სარწმუნოება უკანასკნელი ორი ათასი წლის მანძილზე.

რჩეული ხალხის წარმოქმნა
ებრაელი ხალხის მამამთავარი იყო აბრაამი, რომელმაც ღვრთის რწმენითა და შეწევნით მიღებული საკუთარი სულიერი გამოცდილება თავის შთამომავლობას, ისრაელს გადასცა და დაუტოვა. ერთხელ აბრაამი უფალზე ფიქრით იყო გატაცებული და მას ხმა ჩაესმა: "უთხრა უფალმა აბრამს: წადი შენი ქვეყნიდან, შენი სამშობლოდან, მამაშენის სახლიდან იმ ქვეყანაში, რომელსაც მე გიჩვენებ. გაქცევ დიდ ხალხად, გაკურთხებ და განვადიდებ შენს სახელს და კურთხეული იქნები. ვაკურთხებ შენს მაკურთხებელს და დავწყევლი შენს მაწყევარს; კურთხეული იქნება შენში მიწიერთა მთელი მოდგმა" (დაბადება 12:1-3). აბრაამმა აღასრულა ღვთის ნება. იგი მუდამჟამ გულისყურით უსმენდა უფალს და მისი სიტყვის შესაბამისად იქცეოდა. უფალიც, თავის მხრივ, აბრაამს დანაპირებს ყოველთვის უსრულებდა.

აბრაამმა თავის შთამომავლებს ღმერთთან ურთიერთობის გამოცდილება გადასცა. აბრაამის შთამომავლობისგან გაჩნდა ხალხი, რომლებმაც მამამთავარ აბრაამის რწმენა თაობებს შემოუნახეს. იმ დროისათვის ეს მსოფლიოში ერთადერთი მონოთეისტური (ერთღმერთიანი) რელიგია იყო. ხალხი თაყვანს სცემდა ერთიან, პიროვნულ ღმერთს, ქვეყნის შემოქმედს, ხოლო მას შემდეგ, რაც მათ სინას მთაზე უფლისაგან მოსეს ხელით ცხოვრების კანონი (ათი მცნება) მიიღეს, ღმერთთან ცოცხალი კავშირი დამყარდა და ხალხს "ღვთის ხალხი" ეწოდა.

ძველი აღთქმა
უფლისა და ებრაელი ხალხის ურთიერთობის ისტორია წინასწარმეტყველთა მიერ, ღვთის სიტყვის გაცხადებით, საუკუნეების მანძილზე იქმნებოდა და წმინდა წერილის სახე ეძლეოდა. სწორედ ეს ისტორიები შეადგენენ ძველ აღთქმას. იუდაიზმში ამ წიგნებს ეწოდება თანახი, რაც კანონებად (თორა), წინასწარმეტყველებად და წერილებად იყოფა.

ძველ აღთქმაში მოთხრობილია, რომ აბრაამის შთამომავლები ეგვიპტელთა უღელქვეშ აღმოჩნდნენ. ღმერთმა დაავალა მოსეს ეს ხალხი ფარაონის მონობიდან დაეხსნა და იმ აღთქმულ მიწაზე მიეყვანა, რომელიც უფალმა აბრაამს აღუთქვა. გზად ეგვიპტიდან აღთქმულ მიწამდე უფალმა ხალხს ურთიერთთანაცხოვრებისა და ღმერთისადმი დამოკიდებულების კანონები დაუდგინა. ახალ მიწაზე თავდაპირველად უშუალოდ უფალი მართავდა რჩეული ხალხის ცხოვრებას, მაგრამ დროთა განმავლობაში ადამიანებს დაავიწყდათ წარსული, ღვთაებრივ მოწოდებებს ზურგი შეაქციეს და ჩვეულებრივი, მეზობელი ქვეყნების სადარი მიწიერი მმართველი - მეფე მოისურვეს. რიგით მესამე მეფემ, სოლომონმა, ააშენა იერუსალიმის ტაძარი. იმ დროიდან ღვთისმსახურება მხოლოდ ამ ტაძარში ტარდებოდა ღმერთთან ურთიერთობის ძირითად ფორმად ცხოველთა მსხვერპლშეწირვა მიიჩნეოდა.

ისრაელი - (სიტყვასიტყვით: ღმერთი იბრძვის) - ღვთისგან ბოძებული იაკობის წოდებაა (დაბ. 35,10,20; 43,8; 50,2), რომლის 12 შვილთაგანაც ებრაელი ხალხი წარმოიშვა და იაკობ პატრიარქის წოდება ისრაელი დაერქვა.

ბაბილონის მეფე ნაბუქოდონოსორმა (604-562 წწ. ქრ.შ-მდე) დაანგრია იერუსალიმის ტაძარი და ებრაელი ხალხი ტყვედ წაასხა. ტყვეობისას ებრაელებს სოლომონის ტაძარში შეკრებისა და უფლისათვის მსხვერპლის შეწირვის შესაძლებლობა არ ჰქონდათ. მათ ისღა დარჩენოდათ, რომ უფლის კანონებზე ეფიქრათ და შეძლებისდაგვარად დაეცვათ ისინი. ქრ.შ-მდე 538 წელს სპარსეთის მთავარმა პირმა ნება დართო ებრაელებს დაბრუნებულიყვნენ სამშობლოში. შინ დაბრუნებულმა ებრაელებმა დანგრეულის ადგილზე ახალი ტაძარი ააშენეს. ქრ.შ-მდე IV ს-ში ებრაელები ბერძნებმა დაიპყრეს, ხოლო ქრ. შ-მდე I ს-ში მათ რომაელები დაეუფლნენ.

I ს-ში ებრაელთა შორის საკმაოდ მოჭარბებული მესიანური მოლოდინები შეინიშნებოდა. ისინი ფიქრობდნენ, რომ მესია ძლიერი მიწიერი მეფის სახით მოევლინებოდა და მთელ ქვეყანაზე მათ სიძლიერესა და დიდებას აღადგენდა. სწორედ ამიტომაც იყო, რომ ებრაელებმა ვერ მიიღეს იესო ქრისტე, რომლის "...მეუფება არ არის ამქვეყნიური; ამქვეყნიური რომ იყოს, ჩემი მსახურნი იბრძოლებდნენ, რომ ხელში არ ჩავვარდნოდი იუდეველებს. მაგრამ აწ ჩემი მეუფება არ არის ამქვეყნიური" (იოან, 18:36).

იუდაიზმის ჩამოყალიბების ეტაპები
ქრისტეს ჯვარცმიდან 37 წლის შემდეგ რომაელმა მხედართმთავარმა ტიტუსმა ტაძარი დაანგრია, რის შემდეგაც ებრაელი ხალხი მთელ დედამიწაზე გაიბნა.

მიუხედავად ამისა, ებრაელი ხალხის ისტორია ძველ აღთქმას, როგორც ღვთაებრივ გამოცხადებას, მჭიდროდ უკავშირდება. ბაბილონის ტყვეობიდან მოყოლებული (ქრ. შ-მდე VI ს.) ებრაელების რელიგიურ სისტემაზე გარკვეული ზეგავლენა მოახდინა სპარსეთის რელიგიურმა დუალიზმმა, ელინისტურმა ფილოსოფიამ და ა.შ. ელინიზმის ეპოქაში ალექსანდრია წარმოადგენდა იუდეური ფილოსოფიის ერთ-ერთ უძლიერეს ცენტრს. ფილონ ალექსანდრიელი, რომელმაც იუდეური სარწმუნოება შეაკავშირა ბერძნულ ფილოსოფიასთან, უდიდეს იუდეველ ფილოსოფოსად მოიხსენიება.

იუდაიზმში ჩნდება ფარისევლის (განყენებული) ფიგურა - რომელიც სიბრძნისა და რელიგიური ადათ-წესების მასწავლებელია. ქრ. შ-ის შემდეგ 70 წელს იერუსალიმის უკანასკნელი ტაძრის დანგრევა რაბინისტული იუდაიზმის საწყისად იქნა მიჩნეული. აღნიშნულისთვის დამახასიათებელია სინაგოგაში ერთობლივი ლოცვა და რაბინის ხელმძღვანელობით თორას ტექსტების ერთობლივად შესწავლა. ამიერიდან ებრაელების მთავარი ლოცვა ტაძრის აღდგენას, ებრაელთა კვლავ "ღვთის რჩეულ" ერად მოქცევას, მეფე-მესიის თაოსნობით და სამართლიანი პოლიტიკურად გამართული სახელმწიფოს შექმნას შეეხებოდა. ლოცვა ერთგვარი მსხვერპლშეწირვა იყო დროებით არარსებულ ტაძარში.

დაიწყო "ძველი აღთქმის" დეტალური კომენტირება, რომელიც მიმართული იყო ყოველდღიური ცხოვრების რეგლამენტირებისა და "თორასთან" შესაბამისობაში მოყვანისათვის. თავდაპირველად შეიქმნა მიშნა - საკრალური სტატუსის მატარებელი კანონებისა და ნორმატივების კრებული. IV-V სს-ში გაჩნდა იერუსალიმური და ბაბილონური თალმუდები - მიშნას დეტალური ახსნა-განმარტებები. მომდევნო საუკუნეებში რაბინების განმარტებითი მუშაობა არ შეწყვეტილა. საქმიანობის მიზანს თორას არასრულყოფილების დასაბუთება და მისი მუდმივი სრულყოფის, "ამაღლებულთა" მიერ მისი კვლავ განმარტების აუცილებლობა წარმოადგენდა, სინამდვილეში კი ეს თითოეული იუდეველის ცხოვრების მრავალი მარეგლამენტირებელი ნორმით შემოეფარგვლის მცდელობა იყო (სულ 613). ამ ნორმების შემოღება ერში მოსეს კანონების სიწმინდეს ვერ იცავდა, მაგრამ საჭირო გახდა იმისათვის, რათა ხელი შეშლოდა ებრაელი ხალხის სხვა ხალხებთან აღრევის პროცესს. ძირითადი მოთხოვნები იყო შაბათის - როგორც ღმერთისადმი მიძღვნილი, ლოცვებითა და სიმშვიდით აღსავსე დღის - სიწმინდის შენახვა, ებრაელებისა და ღმერთის კავშირის სიმბოლოს - წინდაცვეთის წესის დაცვა, "სუფთა საკვების" (კაშრუტის) მიღება და ა.შ. გალახის წესების დამცველი კეთილშობილების ნიმუშად აღიქმებოდა. მასორეტი კომენტატორების არენაზე გამოსვლამ VII-XI სს-ში გამოიწვია რაბინული ბიბლიის გაჩენა, რომელიც ასევე მრავალგზის იყო კომენტირებული და განმარტებული.

შუა საუკუნეებში იუდეიზმის განსაკუთრებული აღმავლობა ესპანეთში შეინიშნებოდა. იუდაიზმის იმ პერიოდის წარმატებული წარმომადგენელი იყო მოშე ბენ მაიმონი ან მაიმონიდი (1135-1204), მან იუდეული ფილოსოფია არისტოტელეს ფილოსოფიის საფუძველზე განავითარა.

მაიმონიდის ფილოსოფიური ხედვების საფუძველზე ტანახის ტექსტებში ორი დონე გამოიკვეთა: ერთი ბუკვალური - უმრავლესობისათვის და მეორე ფილოსოფიური - რჩეულთათვის. დროთა მანძილზე საქმე იქეთკენ წავიდა, რომ რაბინებმა თორაში დაფარული იდეების არსებობის შესახებ გამოაცხადეს. დაიწყო ამ იდუმალების ამოცნობის სხვადასხვა მეთოდებზე ფიქრი და მუშაობა. მათ შორის იყო მედიტაცია, სხვადასხვა მაგიური ხერხები, ბოლოს ეს ყველაფერი ოკულტურ სწავლება - კაბალაში გაერთიანდა. კაბალა წარმოადგენს იუდაიზმის, გნოსტიციზმის და ნეოპლატონიზმის ნაზავს. მის საკრალურ ტექსტში - ზოხარის წიგნში იყო დაუნჯებული. ის XIII ს-ში პორტუგალიაში გამოიცა და იუდაიზმის მონოთეისტობიდან დაშორების ნიმუშის სახე მიიღო. ზოხარის წიგნი სამყაროს პანთეისტურ შესაქმეზეა მოთხრობილი, სადაც სამყარო ღმერთის ემანაციას წარმოადგენს.

XV ს-ის შემდეგ, როდესაც ესპანურმა ინკვიზიციამ ებრაელების დევნა დაიწყო, ბევრი მათგანი ოსმანეთის იმპერიაში, იტალიაში, გერმანიაში, პოლონეთში გადაიხვეწა, ხოლო უკვე XX ს-ის დასაწყისისათვის მათი დიდი უმრავლესობა რუსეთში ცხოვრობდა.

XVIII საუკუნეში პოლონეთისა და უკრაინის ტერიტორიაზე ებრაელებს გამოეყო გარკვეული ჯგუფი და წარმოიშვა ახალი - ღვთისმოსავი ხასიდების მოძრაობა. მისი დამაარსებელი ელ ბენ ელიეზერი (1700-1760) იყო, ის არ უარყოფდა თალმუდს, ებრაული კულტურის ათასწლოვან ტრადიციებსა და რიტუალებს, მაგრამ თვლიდა, რომ შესაძლებელია, მათ გარეშეც აღმოაჩინოს ადამიანმა ღვთის ნაპერწკალი, რომელიც მეტ-ნაკლებად თითოეულ პიროვნებაში მოიძებნება. ხასიდიზმში მნიშვნელოვანი ადგილი ქარიზმატულ მასწავლებლებს ცადიკებს უკავიათ, რომლებიც მორწმუნეთა ღმერთთან შუამავლობის პრეტენზიას აცხადებდნენ.

1897 წელს თეოდორ ჰერცლიმ ორგანიზება გაუკეთა პირველ სიონისტურ ყრილობას, დაწერა წიგნი "ებრაელთა სახელმწიფო", რითაც ფაქტობრივად სიონიზმის მამა გახდა. 1947 წლის 14 მაისს ფაშიზმის კოშმარის დასრულებისთანავე, რომელსაც მილიონობით ებრაელი ემსხვერპლა, შეიქმნა დამოუკიდებელი სახელმწიფო ისრაელი. ბევრი თვალსაზრისით ეს ახალი სახელმწიფო უჩვეულოა. მოსახლეობის დიდი ნაწილის ცხოვრების მნიშვნელოვანი მომენტები: დაბადება, ქორწინება, გარდაცვალება და ა.შ. რაბინების ზედამხედველობით ხორციელდება. სიონიზმის მიზანია მსოფლიოში გაბნეულ ებრაელთა ისრაელის სახელმწიფოში თავმოყრა. ისრაელი განვითარების საშუალებას აძლევს იუდაიზმის ყველა ტიპის მიმდინარეობას, რომლებიც სხვადასხვა დიასპორაში ჩამოყალიბდა: როგორც ორთოდოქსებს, ისე რეფორმატორებს. რეფორმატორული მიმდინარეობები ამერიკელ ებრაელებში ჩამოყალიბდა, მისი მიზანია იუდაიზმის თანამედროვე დასავლურ ღირებულებებთან ინტეგრირება.

იუდაისტური სარწმუნოების ძირითადი თავისებურებანი
* ღმერთი ერთია. მან შექმნა სამყარო და ყველა სირთულის დაძლევაში ისრაელის რჩეულ მამებს ღმერთი ეხმარებოდა

* უფალი უსაზღვროა, მას არ აქვს სახე, ის მიუწვდომელია და მიუხედავად ამისა თავს მუდმივად ახსენებს ყველაფერ ცოცხალს

* უფალი ადამიანებს წინასწარმეტყველთა საშუალებით ესაუბრებოდა, მათგან უდიდესი იყო მოსე, მოსეს მიეცა ყველა კანონი და არ იქნება სხვა კანონები

* რწმენა პირველ რიგში კანონების მორჩილებაში ვლინდება, ხოლო შემდეგ კეთილ საქმეებში

* ბოროტება იმდენად ვრცელდება, რამდენადაც მას უფალი დაუშვებს. უფალი აჯილდოებს მართლმორწმუნეს და სჯის უკეთურს

* უფალმა შექმნა ადამიანი, ქმნილება, რომელიც სხვა უფლის ქმნილებებისაგან გამოირჩევა. ადამიანს აქვს სული და სხეული.

* იუდაიზმს ქრისტიანობისაგან განსხვავებით არ მიაჩნია, რომ ადამიანის ცოდვით დაცემის შემდეგ მისი ბუნება დაზიანდა, მან დაკარგა უკვდავება

* ისრაელის რჩეული ხალხის გარდა არსებობს სხვა ხალხებიც. მათი გამართლება მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიძლება, თუ ისინი იუდაიზმის ჭეშმარიტებას აღიარებენ

* თემის ცხოვრების ცენტრს სინაგოგა წარმოადგენს (სინაგოგა - ბერძ. კრებული)

* მცნებების შესრულებისათვის ჯილდოს არა მხოლოდ კონკრეტული ადამიანი ღებულობს, არამედ ეს მოქმედებს ერის ცხოვრებაზეც

* დროთა სასრულისას უფალი თითოეულს საქმეთა მიხედვით განსჯის

ღვთისმსახურება
ამჟამად იუდაისტური ღვთისმსახურება რელიგიურ დღესასწაულებზე სინაგოგაში საერთო მსახურებით შემოიფარგლება. დღესასწაულებს ავსებს საოჯახო შეკრებები, რომლებიც ასევე რელიგიურ ხასიათს ატარებს. თუმცა არსებობს ინდივიდუალური ლოცვებიც. შაბათი, როგორც სადღესასწაულო, უქმე დღე, რელიგიური ცხოვრების ცენტრს წარმოადგენს. სხვა დღესასწაულებია:

1. როშ ჰაშანა (ახალი წელი) – "წლის საწყისი", განჭვრეტისა და სიმშვიდის დღე

2. იომ კიპურ (მოწყალების დღე) - გასული წლის უკანასკნელი დღე, განვლილი წლის გააზრების დღე, მარხვა

3. სუკოტ (ქუში) – 8 დღის მანძილზე სიხარულით იხსენებენ ეგვიპტიდან გამოსვლას

4. ხანუკა (განახლება) - მღვდელმსახური მატაფიას აღასრულებს სოლომონის ტაძრის შეურაცხმყოფელი სირიელების წინააღმდეგ ამბოხების გასახსენებლად

5. პურიმ - აღინიშნება გაზაფხულზე და უკავშირდება ბაბილონის ტყვეობიდან ესთერის მიერ ებრაელების გამოხსნას

6. ფესახი (გამოსვლა) - ყველაზე დიდი დღესასწაული, უკავშირდება ებრაელების ეგვიპტიდან გამოსვლის გახსენებას

7. შავუოთი (გამოსვლიდან ორმოცდამეათე დღე) - თორის მიღების დღესასწაული

8. სადღეისოდ იუდაისტური ღვთისმეტყველება სინაგოგების ხელმძღვანელი და კანონების მასწავლებელი რაბინების მიერ ვითარდება."


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is online!Profile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

პოსტი ამ თემაში
marine   რამეთუ დაგივიწყო შენ, იერუსალჱმ...   Aug 14 2017, 10:29 PM
marine   "საქართველოში მო...   Sep 13 2017, 11:06 AM
marine   "იერუსალიმში მიმ...   Sep 14 2017, 09:53 PM
marine   * * * იერუსალიმ! ქრი...   Sep 18 2017, 11:02 AM
marine   "ქართველებსა და ქ...   Sep 18 2017, 11:27 AM
marine   "ებრაელებს ეგონა...   Sep 24 2017, 12:22 PM
marine   "ჯეკ ფიტრის "იერ...   Oct 2 2017, 10:44 AM
marine   "ბიბლიის" კიდევ ...   Oct 3 2017, 11:53 AM
marine   "წმინდა ათანასე [...   Oct 9 2017, 08:32 PM
marine   "ქართულ-ებრაული უ...   Oct 25 2017, 10:02 AM
marine   "სახელი "იერუსა...   Nov 2 2017, 10:52 AM
marine   "თავი მეოთე 30. გწა...   Nov 15 2017, 03:31 PM
marine   "დავით დადიანის მ...   Dec 6 2017, 09:56 AM
marine   "იერუსალამი ღვთი...   Dec 30 2017, 12:49 PM
marine   "საპატრიარქოს ფო...   Jan 9 2018, 02:36 PM
marine   "სუჯუნაში [სამეგრ...   Jan 12 2018, 02:26 PM
marine   ფსალმუნი 146 2. "აღა...   Jan 15 2018, 02:05 PM
marine   "სუჯუნა იყო უძველ...   Jan 15 2018, 07:36 PM
marine   "მე ვხატავ სინაგო...   Jan 21 2018, 06:28 PM
marine   "ერთხელ, ქუჩაში ს...   Jan 22 2018, 09:09 PM
marine   "ბიბლიური რელიგი...   Jan 31 2018, 09:24 PM
marine   "გ. ავალიშვილის ...   Feb 2 2018, 10:44 AM
marine   "იერუსალიმი - ესა...   Feb 11 2018, 07:05 PM
marine   "I საუკუნემდე მთე...   Feb 20 2018, 11:18 AM
marine   ბზის ხალიჩებზე ღიმ...   Apr 1 2018, 07:07 PM
marine   ფსალმუნი 20 9. "რამე...   Jul 16 2018, 10:22 PM
marine   "ინგლისელი ბერის ...   Oct 23 2018, 06:09 PM
marine   პატრიარქის შეგონე...   Oct 23 2018, 06:38 PM
marine   მშვიდობის ქალაქი ...   Feb 26 2019, 09:31 PM
marine   "რომის მიერ იერუს...   Feb 27 2019, 03:22 PM
marine   "ებრაელები ამბობ...   Mar 4 2019, 03:11 PM
marine   "თელ-ავივიდან გზა...   Mar 4 2019, 03:25 PM
marine   "იერუსალიმი გული...   Mar 5 2019, 09:02 PM
marine   "ჩვენ დავბრუნდებ...   Mar 6 2019, 07:18 PM
marine   "იერუსალიმში ქარ...   Mar 7 2019, 06:13 PM
marine   "წმინდა მამა დავი...   Mar 12 2019, 08:12 PM
marine   "სიყვარულის ორგვ...   Mar 13 2019, 08:15 PM
marine   "იერუსალიმის ეკლ...   Mar 15 2019, 01:06 PM
marine   "თხზულებაში "ძე...   Mar 20 2019, 04:13 PM
marine   "ვახუშტი ბატონიშ...   Mar 20 2019, 04:26 PM
marine   "იმ დროს ოქროს ხა...   Mar 22 2019, 08:10 PM
marine   XIX საუკუნის დამდეგს...   Mar 22 2019, 08:41 PM
marine   "იერუსალიმის ახლ...   Mar 24 2019, 06:40 PM
marine   "წლის დიდმარხვაშ...   Mar 24 2019, 07:03 PM
marine   "გასული საუკუნის ...   Mar 30 2019, 07:25 PM
marine   "ერთხელ ნოვგოროდ...   Apr 2 2019, 08:51 PM
marine   "დეკანოზ პეტრე კო...   Apr 20 2019, 11:46 AM
marine   "ქართველთა დაუდე...   May 4 2019, 12:31 PM
marine   "ებრაული ქუდი - კი...   Jun 26 2019, 08:45 PM
marine   "იერუსალიმში 100-კი...   Jul 18 2019, 11:22 AM
marine   "კითხვა: ცნობილია...   Aug 10 2019, 01:37 PM
marine   "იმპერატორ ადრია...   Aug 17 2019, 10:32 PM
marine   "კითხვა: როგორც ც...   Sep 17 2019, 11:20 PM
marine   "იერუსალიმიდან დ...   Oct 10 2019, 04:32 PM
marine   "ებრაელი ერის სახ...   Dec 21 2019, 09:20 PM
marine   "ებრაული ანდაზა: ...   Jan 30 2020, 07:02 PM
marine   "იერუსალიმი გახდ...   Feb 23 2020, 10:21 PM
marine   "უფალს არ უანდერძ...   Feb 24 2020, 07:31 PM
marine   "როგორც ყოველი ქრ...   May 11 2020, 03:43 PM
marine   "იუდაიზმმა თავის...   Jul 28 2020, 09:27 PM
marine   "იერუსალიმი ებრა...   Sep 20 2020, 03:19 PM
marine   "22. ქალწული ასული ...   Nov 18 2020, 10:11 PM
marine   "1. ვაი არიელს - არი...   Nov 20 2020, 09:16 PM
marine   "სიონი და იერუსალ...   Dec 27 2020, 09:39 PM
marine   "გოდების კედელი - ...   Jan 12 2021, 07:56 PM
marine   "ანტისემიტიზმი - ...   Jan 12 2021, 08:20 PM
marine   "გილგალი - ეგვიპტ...   Jan 15 2021, 08:33 PM
marine   "ებრაელებს ურიებ...   Jan 18 2021, 05:09 PM
marine   "1948-1949 წლებში არაბ-...   Jan 18 2021, 05:28 PM
marine   "იერუსალიმი - როგ...   Jan 18 2021, 05:47 PM
marine   "1331-41 წლებში იერუს...   Jan 18 2021, 09:16 PM
marine   "ებრაელებს ძალია...   Mar 1 2021, 05:37 PM
marine   "სინაგოგების რაო...   Mar 1 2021, 07:56 PM
marine   " - ხედავთ ამას? მო...   Mar 24 2021, 08:22 PM
marine   "იუდეველთა ადათი...   Mar 26 2021, 08:41 PM
marine   "ებრაელები იყვნე...   Mar 27 2021, 09:29 PM
marine   "რაბინების სწავლ...   Apr 29 2021, 02:33 PM
marine   "იერუსალიმის მის...   May 12 2021, 10:53 PM
marine   "ეზრა წინასწარმე...   May 16 2021, 09:44 PM
marine   "იუდეველებს წესა...   May 17 2021, 03:35 PM
marine   "ზეშთა ამაღლდეს უ...   Jun 1 2021, 12:10 PM
marine   "1950 წელს ისრაელის ...   Jun 20 2021, 08:24 PM
marine   "ერთ სახეში ერთბა...   Jul 7 2021, 08:08 PM
marine   "სახელი "იერუსა...   Aug 24 2021, 12:22 PM
marine   "ორი სახის სიყვარ...   Sep 18 2021, 05:47 PM
marine   "აბიბი ("თავთავე...   Nov 7 2021, 02:52 PM
marine   "არიელი ("ღმერთი...   Nov 9 2021, 08:46 PM
marine   "ებრაელი, ებრაული...   Nov 18 2021, 06:56 PM
marine   "მამაკაცები ზოგჯ...   Dec 25 2021, 12:58 PM
marine   "ნაზარეთის ბერძე...   Jan 31 2022, 12:12 PM
marine   "ბოლო ხანებში რამ...   Feb 3 2022, 07:47 PM
marine   "სინაგოგა თბილის...   Mar 22 2022, 01:57 PM
marine   "იერუსალიმი სამი ...   Mar 22 2022, 02:24 PM
marine   "ღმერთმა ამოირჩი...   Mar 22 2022, 03:10 PM
marine   "1948-49 წლებში არაბ-ი...   Mar 27 2022, 04:32 PM
marine   " ქართველ ებრაელე...   Mar 28 2022, 03:22 PM
marine   "საქართველოს არა...   Apr 2 2022, 04:59 PM
marine   "ლეგენდარული "გ...   May 14 2022, 07:53 PM
marine   "XIII საუკუნის დასა...   Jun 9 2022, 02:17 PM
marine   "მდინარე იორდანე...   Jun 11 2022, 08:17 PM
2 გვერდი V  1 2 >


Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 23rd May 2024 - 11:00 AM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი