სახიერება (სიკეთე) |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
სახიერება (სიკეთე) |
marine |
Feb 27 2019, 03:38 PM
პოსტი
#1
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 58,434 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
"მომავალ საუკუნეში, როგორც წმინდა მამები ამბობენ, ანგელოზები და წმინდა ადამიანები არასდროს შეწყვეტენ ნიჭთა წარმატებულ განმრავლებას და სულ უფრო და უფრო მეტი სიკეთისაკენ მსწრაფველნი იქნებიან. სიკეთეთა შემცირებასა თუ სათნოებათა მიდრეკას ცოდვისაკენ მომავალი მარადიული საუკუნე არ დაუშვებს."
/წმ. გრიგოლ სინელი/ "ადამიანი ვალდებული გახადა უფალმა იყოს სიკეთის მქმნელი". /დეკ. შიო პაიჭაძე/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
Aug 3 2020, 07:52 PM
პოსტი
#2
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 58,434 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
ერთი ჭიქა რძის საფასური
(ნამდვილი ამბავი) ერთხელ ერთი პატარა ბიჭი კარდაკარ დადიოდა და სხვადასხვა წვრილმანებს ყიდდა. სამწუხაროდ,დღეს ძალიან უიღბლო დღე ჰქონდა ვერაფრის გაყიდვა ვერ მოახერხა. იგი შიმშილისაგან ფეხზე ძლივს იდგა და გადაწყვიტა შემდეგ სახლში, როდესაც მივიდოდა საჭმელი ეთხოვა. კარი ახალგაზრდა გოგონამ გაუღო, ბიჭი დაიბნა, შერცხვა და საჭმლის ნაცვლად წყალი სთხოვა მას. გოგონა მიხვდა,რომ ბიჭი მშიერი იყო და მას წყლის ნაცვლად ერთი დიდი ჭიქა რძე გამოუტანა. ბიჭმა სულმოუთქმელად გამოსცალა ჭიქა და სული, რომ მოითქვა, გოგონას ჰკითხა? – გოგონა, რამდენი მმართებს თქვენი? – არაფერი – მიუგო ღიმილით გოგონამ. დედა მასწავლიდა, რომ არასოდეს მომეთხოვა რაიმე გაწეული სიკეთისათვის. – კარგით,მაშინ მთელი გულით გიხდით მადლობას – უპასუხა მადლიერმა ბიჭმა გოგონას და დაემშვიდობა. ამ ბიჭის სახელი და გვარი ჰოვარდ კელი გახლდათ და მიუხედავად იმისა, რომ უკიდურეს გაჭირვებაში ცხოვრობდა იგი ძალიან ბრძოლისუნარიანი და მიზანდასახული იყო. ამ ამბის შემდეგ უამრავი წელი გავიდა. ჩვენს კეთილ გოგონას ძლიერი და აქამდე უცნობი ავადმყოფობა შეეყარა და ადგილობრივი ექიმები ვერაფერს გახდნენ და იგი სხვა ქალაქში გაუშვეს სამკურნალოდ. ექიმ ჰოვარდ კელის კონსულტაციისათვის მიაკითხეს. გაიგო, თუ არა, რომ ახალი პაციენტი მისი ქალაქიდან იყო ,იგი დაფიქრდა და თვალებში უცნაური შუქი ჩაუდგა. ექიმმა სასწრაფოდ მოიცვა მოსასხამი და პაციენტის სანახავად წავიდა. და მან დანახვისთანავე იცნო პაციენტი. სიტყვაც არ დაუძრავს, სასწრაფოდ დაბრუნდა თავის კაბინეტში ჩაიკეტა და ფიქრი დაიწყო იმის შესახებ, თუ რა შეიძლება გაეკეთებინათ პაციენტის გადასარჩენად . . . და საკმაოდ დიდი ძალისხმევისა და მუშაობის შედეგად პაციენტი სიკვდილს ხელიდან გამოაცალეს. და როდესაც უკვე პაციენტის გაწერის დრო დადგა, ექიმ ჰოვარდს ჩეკის წიგნაკი მოუტანეს, რათა შიგ პაციენტის მკურნალობის საფასური დაეწერა. ექიმმა გადაშალა იგი,რამოდენიმე წამით დაფიქრდა და შიგნით რაღაც ჩაწერა. გოგონა გახარებული იყო იმ ფაქტით, რომ გადარჩა, მაგრამ მკურნალობის საფასური ძალიან ადარდებდა, რადგან ფიქრობდა, რომ მთელი ცხოვრება მოუწევდა ეხადა ეს ვალი. და როდესაც ჩეკი მოუტანეს ზუსტად ამ ფიქრებით გადაშალა იგი, თუმცა მისდა გასაოცრად ჩეკზე თანხის ნაცვლად შემდეგი სიტყვები ეწერა: სრულად გადახდილია – ერთი ჭიქა რძის საფასურით . . . შენიშვნა: ექიმი ჰოვარდ კელი – ცნობილია, როგორც ჯონ ჰობკინსის კლინიკისა და ამავე სახელის მქონე სამედიცინო უნივერსიტეტის ერთ–ერთი დამაარსებელი. -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 24th June 2024 - 08:56 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი