ეგოიზმისა და შურის გამოვლინებები |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
ეგოიზმისა და შურის გამოვლინებები |
marine |
Oct 29 2019, 07:47 PM
პოსტი
#41
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,336 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
"ეგოიზმია, როდესაც გვსურს, რომ სხვები თავაზიანად გვესაუბრონ. დაე, ნუ დაგვამწუხრებს ამის საპირისპირო. ვაცალოთ სხვებს, გვესაუბრონ ისე, როგორც ამას გრძნობენ. ნუ მოვითხოვთ სხვებისგან სიყვარულს. ვესწრაფოთ იმას, რომ გვიყვარდეს სხვები და მთელი გულით ვლოცულობდეთ მათთვის. მაშინ დავინახავთ, რომ ყველა შეგვიყვარებს, ჩვენი მხრიდან რაიმე მისწრაფებისა და მოთხოვნის გარეშე. შეგვიყვარებენ გულწრფელად და თავისუფლად, მთელი გულით, ყოველგვარი იძულების გარეშე. როცა სხვები გვიყვარს, არ ვესწრაფვით რა მათგან სიყვარულის მიღებას, მაინც ყველა ფუტკრებივით ჩვენს ირგვლივ შემოიკრიბება. ეს ყველა ჩვენთაგანს ძალუძს".
/წმ. პორფირი კავსოკალიველი/ "ადამიანს ასაკი არა, შური, ბოღმა და სიძულვილი აბერებს... გაიღიმეთ და საკუთარი ჯვარი ღირსეულად ზიდეთ..." /მამა პეტრე/ "ერთ შემთხვევას მოგიყვებით და გაოცდებით. რასაც გეტყვით, სრული ჭეშმარიტებაა, ჩემი ფანტაზიის ნაყოფი არ გეგონოთ. ერთხელ, ნაშუადღევს, ერთი ქალბატონი თავის მეგობარს ეწვია. სასტუმრო ოთახში ქალბატონმა ერთი მშვენიერი, ძვირადღირებული იაპონური ლარნაკი შენიშნა, რომელიც ყვავილებით იყო სავსე. - რა მშვენიერი ლარნაკია! როდის იყიდე? - ჩემმა ქმარმა მომიტანა, - უპასუხა მან. მეორე დღეს, დილის რვა საათზე, ქალბატონი, რომელიც თავის მეგობარს ეწვია, თავის ქმართან ერთად ყავას სვამდა. ამ დროს გაახსენდა ლარნაკი, რომელმაც მასზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა და აღტაცებით უთხრა ქმარს: - იცი რა უნდა გითხრა? ჩემს მეგობარს ქმარმა ისეთი მშვენიერი, ფერადი, იაპონური ლარნაკი მოუტანა, რომ მთელ სასტუმრო ოთახს ამშვენებდა. იმავე დღეს ქალი ისევ ესტუმრა მეგობარს რაღაც საქმეზე. ხედავს, ლარნაკი აღარ დევს ადგილას. მან ჰკითხა მეგობარს: - რა უყავი ლარნაკი? - რა გითხრა. დღეს, დილით ადრე, რვა საათზე, ჩემს ოთახში წყნარად ვიჯექი, როცა ძლიერი მტვრევის ხმა გავიგონე. გავედი და ლარნაკი ნამსხვრევებად იყო ქცეული. არავის ხელი არ უხლია, არც ნიავს დაუბერავს, თავისით დაიფშვნა! ქალს თავიდან ხმა არ ამოუღია. შემდეგ უთხრა: - არ ვიცი, რა გითხრა... რვა საათზე ჩემს ქმართან ერთად ყავას ვსვამდით და დიდი აღტაცებით და სიხარულით აღვუწერე შენი ლარნაკი. დიდი მონდომებით ვუყვებოდი. რა გითხრა, ვითომ რაიმე ბოროტმა ძალამ იმოქმედა? ეს მაშინ მოხდებოდა, რომ არ მყვარებოდი. თუმცა, მიზეზი ეს იყო. ეს ქალი ვერ მიხვდა, რომ შინაგანად ბოროტება ჰქონდა. ეს იყო შური, გათვალვა. რაც უფრო შორს ვიმყოფებოდეთ ერთმანეთისგან, ბოროტი ძალა მაინც მოქმედებს. ეს საიდუმლო რამ არის. მანძილი არ არსებობს. ამიტომაც დაიმსხვრა ლარნაკი". /წმ. პორფირი კავსოკალიველი/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
Aug 9 2020, 10:57 PM
პოსტი
#42
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,336 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
"მაინც რა არის ცხოვრება, რისთვის იბრძვის ადამიანი, ვის ეჯიბრება, რატომ იტვირთავს გულსა და გონებას ათასგვარი შურით და ჯიბრით. არ სჯობია, თავისი ცხოვრება მშვიდად განვლოს, თავისი საკუთარი გზა იპოვოს?"
/გურამ ფანჯიკიძე/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 23rd September 2024 - 04:19 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი