IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

> ისტორიის ფურცლებიდან, დოკუმენტები, ჩანაწერები
ვალერი
პოსტი Jan 18 2007, 07:06 PM
პოსტი #1


ვაკო გელოვანი
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 395
რეგისტრ.: 2-August 06
მდებარ.: Tbilisi, Georgia
წევრი № 35



ამ თემაში დავდოთ ის საინტერესო დოკუმენტები თუ ჩანაწერები რომელიც ჩვენი ქვეყნის წარსულს, ისტორიას ეხება და არა მარტო ჩვენ ისტორიას, საერთოდ მსოფლიო ისტორიას.

”ქართლის ცხოვრებაში” დაცული გადმოცემით ქართლი თავდაპირველად ეწოდებოდა ქართველთა ლეგენდარული წინაპრის, ქართლოსის მიერ მცხეთის პირდაპირ მთაზე აშენებულ სიმაგრეს და რეზიდენციას. აქედან მისი სახელი ეწოდა ჯერ მთას და შემდეგ-მთელ ქვეყანას, რომლის ცენტრიც ეს ადგილი იყო: ”ერქვა მთასა მას ქართლი. და ამის გამო ეწოდა ყოველსა ქართლსა ქართლი”. მართლაც, ძველად ქართ-ი(ქართა) ეწოდებოდა შემოზღუდულ, გამაგრებულ ადგილს. მეგრულში და ზოგიერთ დასავლურ ქართულ დიალექტში(მაგ.: იმერულში, გურულში) დღესაც ქართა აღნიშნავს შემოფარგლულ ადგილს, რომელშიც ათავსებენ შინაურ ცხოველებს. სავსებით შესაძლებელია, რომ ადრე სიმაგრის, გამაგრებული ადგილის აღმნიშვნელმა ამ სიტყვამ მოგვიანებით მხოლოდ ცხოველთათვის შემოზღუდული ნაგებობის მნიშვნელობა შეინარჩუნა, ე.ი. ქვეყნის ცენტრს ერქვა ქართლი ანუ გამაგრებული ადგილი და შემდეგ ეს სახელწოდება მთელ ქვეყანაზე გავრცელდა.

ო.ჯაფარიძე, რ. მეტრეველი, მ. ლორთქიფანიძე და სხვ.-საქართველოს ისტორია X კლასისათვის. გამომც. ”ცისარტყელა”.



--------------------
დამარხულ არს ენაჲ ქართული დღემდე მეორედ მოსვლისა მისისა საწამებლად, რაჲთა ყოველსა ენასა ღმერთმა ამხილოს ამით ენითა.
და ესე ენაჲ მძინარე არს დღესამომდე, და სახარებასა შინა ამას ენასა ლაზარე ჰრქჳან!


User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
 
Reply to this topicStart new topic
გამოხმაურებები
marine
პოსტი Aug 10 2020, 09:20 PM
პოსტი #2


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 58,268
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"მოგეხსენებათ, ქემალ ათათურქი როგორ უყვართ თურქეთში, რომელიც არა მხოლოდ თურქეთისთვის, ყველა ქვეყნისთვის მისაბაძი უნდა იყოს.

ოსმალეთის იმპერია უძველესი იყო, მაგრამ პირველი მსოფლიო ომის დროს დამარცხდა, წინა ომებშიც მარცხი განიცადეს. პირველი მსოფლიო ომის შემდეგ ათათურქი სათავეში ჩაუდგა ახალგაზრდა პოლიტიკოსთა თაობას, მათ იმსჯელეს და გააანალიზეს ის შეცდომები, რამაც სახელმწიფო დაასუსტა.

დაადგინეს, რომ ჩვენი სისუსტის მიზეზი ის არის, რომ სახელმწიფო კოსმოპოლიტურიაო და აი, რას გულისხმობდნენ: მათი შეფასებით, თურქული კულტურა კი არ იყო წარმმართველი ოსმალური იმპერიისა, არამედ ყველა ეთნიკური ჯგუფს ჰქონდა მიცემული თავისუფლება, განევითარებინათ თავიანთი ავტონომიურობა, აქედან გამომდინარე, ახალი პოლიტიკური ძალა ათათურქის ხელმძღვანელობით მოითხოვდა, შეექმნათ ერთიანი ნაციონალური თურქული სახელმწიფო, მათ მიზნებში შედიოდა ზრუნვა თურქულ ენაზე.

როდესაც თურქული სიტყვების მოძიება დაიწყეს, აღმოჩნდა, რომ თურქულ ენაში 50 პროცენტზე მეტი სხვა ენებიდან ნასესხები არათურქული სიტყვები აღმოჩნდა. სოფელ-სოფელ დადიოდნენ, რომ მიეკვლიათ ძველი თურქული სიტყვებისთვის, დაამკვიდრეს ეს სიტყვები თავიანთ ენაში, გააღვივეს ხალხში ის გრძნობა, რომ ყველა, ვინც თურქეთში ცხოვრობს, თურქია. ეს ყველას ჩაუნერგეს. და დღესაც, იქაურ ქართველს თუ შეეკითხები, ქართველი ხარ თუ თურქიო, გეტყვის, - ადრე გურჯი ვიყავი, ახლა თურქი ვარო. რადგან ის უკვე გათურქებულია თავისი შემეცნებით და სარწმუნოებით.

არა მარტო ქართველთა ტომები, სხვა ეთნოსებიც ამ გაგების არიან, არადა, რიცხობრივად ნაღდი თურქული წარმოშობისანი ცოტანი არიან. მათმა კონსულმა მითხრა, - ათი კაცი რომ შეიკრიბება, აქედან ნაღდი თურქი შეიძლება მხოლოდ სამი კაცი აღმოჩნდეს, დანარჩენები სულ სხვადასხვა ეროვნული წარმოშობისანი არიანო. მათ სკოლებში თურქული ჰიმნი თუ არ აჟღერდა, გაკვეთილი ისე არ დაიწყება, ყველა ბავშვს პატარაობიდანვე ეუბნებიან და აჩვევენ, შენ თურქი ხარ, რადგან ამ სახელმწიფოს მოქალაქე ხარო, ამიტომ იქ ქართველიც, სომეხიც, ბერძენიც, თარაქამაც, ირანელიც და სხვა ეთნოსები, ბავშვობიდან თურქული სულისკვეთებით იზრდებიან და როცა 17-18 წლი ასაკში სკოლას ამთავრებენ, ყველას თურქი ჰგონია თავი, რადგან თურქული ნაციონალიზმია თურქეთის სახელმწიფოს საძირკველი. ამ სახელმწიფომ ასე მოიგერია ევროპის შემოტევა"

/მეუფე ანანია ჯაფარიძე
"კარიბჭე" N16, 2014, გვ.64/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

პოსტი ამ თემაში
ვალერი   ისტორიის ფურცლებიდან   Jan 18 2007, 07:06 PM
mr_morrison   კარგია ეს თემა რომ ...   Jan 18 2007, 07:47 PM
ვალერი   კარგია ეს თემა რომ ...   Jan 19 2007, 12:12 AM
მარიამი   რა ვიპოვე!!! წმ. ...   Feb 24 2007, 11:25 PM
KAIROS   მეც მაგრად გამიხა...   Jan 26 2008, 06:26 AM
sable   ნახეთ შესაბამისი ...   Jan 26 2008, 05:02 PM
KAIROS   რათქმაუნდა ძმაო, ...   Jan 26 2008, 06:47 PM
sable   ლენუს, სხვაგან კი ...   Jan 26 2008, 07:49 PM
KAIROS   ლეონტი მროველის შე...   Jan 26 2008, 10:08 PM
sable   ლეონტი მროველის შ...   Jan 26 2008, 11:15 PM
mazaka   [quote name='KAIROS' date='Jan 26 2008...   Oct 13 2016, 04:43 PM
A.V.M   კიდევე რთი იდიოტურ...   Sep 12 2014, 05:51 PM
marine   "ასეთ ამბავს ინახ...   Dec 16 2014, 09:43 PM
marine   "...უძველეს შუმერუ...   Apr 2 2015, 09:42 PM
marine   "1750-იანი წლების იმ...   Sep 6 2016, 12:34 PM
marine   "საფრანგეთში ჩას...   Sep 8 2016, 10:31 AM
marine   "არც შალვა ამირან...   Sep 12 2016, 11:57 AM
marine   "ესეც ირკვევა, რო...   Sep 12 2016, 05:39 PM
marine   "ქსნის ერისთავებ...   Sep 27 2016, 12:36 PM
marine   "1776 წელს, როცა ეს ს...   Sep 29 2016, 01:19 PM
marine   "ლეკთა შემოსევებ...   Oct 5 2016, 06:29 PM
marine   mazaka მოგესალმებით დ...   Oct 13 2016, 10:14 PM
marine   "სოლომონ ლიონიძე ...   Dec 21 2016, 05:51 PM
marine   "საქართველოს ამი...   Feb 7 2017, 12:11 PM
marine   "ქართველ მთიელებ...   Feb 15 2017, 10:00 PM
marine   "ოსმალობის", "ყ...   Apr 9 2017, 11:31 AM
marine   "1737 წელს ყიზილბაშ...   Apr 20 2017, 06:54 PM
marine   "წმიდა ელიას ქართ...   Jul 9 2017, 01:42 PM
marine   "წინაპარი ხომ წინ...   Jul 19 2017, 11:18 AM
marine   "ისტორიკოსი ასე ა...   Jul 26 2017, 03:07 PM
marine   "კარგად განსაზღვ...   Jul 28 2017, 11:06 AM
marine   "სოფელ დოესში, სა...   Aug 2 2017, 12:24 PM
marine   თქმულება სტეფანწმ...   Aug 14 2017, 10:42 PM
marine   "ბათო ყაენმა ურდო...   Aug 21 2017, 10:49 AM
marine   "ივანე ზურაბიშვი...   Aug 29 2017, 11:15 AM
marine   "ქართლის ცხოვრებ...   Sep 12 2017, 01:08 PM
marine   "1805 წელს ანტონ II კა...   Sep 19 2017, 01:38 PM
marine   "ჩვენთან სამარცხ...   Nov 16 2017, 12:20 PM
marine   "[ბახტრიონის აჯან...   Dec 20 2017, 08:43 PM
marine   "მეგოდრეთუხუცეს...   Jan 6 2018, 10:22 AM
marine   "ბახტრიონის აღებ...   Jan 9 2018, 03:01 PM
marine   "ცხავატის ნაცვალ...   Feb 21 2018, 11:54 PM
marine   "აშოტ კურაპალატი...   Jul 9 2018, 04:58 PM
marine   "ჩაებმებოდნენ ქა...   Jul 11 2018, 04:14 PM
marine   "ვახუშტი ბაგრატი...   Jul 18 2018, 09:44 PM
marine   "[ზემო იმერეთში, ჭ...   Aug 20 2018, 03:03 PM
marine   "გენერალ-მაიორი გ...   Sep 14 2018, 10:32 PM
marine   "როგორც ცნობილია,...   Oct 16 2018, 07:28 PM
marine   "ქართველთა ძველი ...   Feb 17 2019, 07:39 PM
marine   "საქართველოს არო...   Aug 7 2019, 08:43 PM
marine   შაჰ-აბასის ხმალი ...   Feb 2 2020, 07:53 PM
marine   "ლეგენდის თანახმ...   Mar 28 2020, 06:13 PM
marine   "ყურადსაღები ფაქ...   Apr 28 2020, 09:14 PM
marine   "ზურაბ ავალიშვილ...   May 1 2020, 07:21 PM
marine   "ლომისის წმინდა გ...   Jul 18 2020, 12:49 PM
marine   "მოგეხსენებათ, ქე...   Aug 10 2020, 09:20 PM
marine   "თავისი წარსულით ...   Aug 26 2020, 05:34 PM
marine   "ქართლის ცხოვრებ...   Nov 26 2020, 08:55 PM
marine   "ხეობიდან წასულე...   Dec 1 2020, 08:34 PM
marine   "შემთხვევით არ და...   Dec 14 2020, 08:43 PM
marine   "მონღოლები აღმოს...   Apr 12 2021, 08:08 PM
marine   "[ვახტანგ] გორგას...   Dec 16 2021, 07:12 PM
marine   "უწმიდესი ლეონიდ...   Feb 3 2022, 08:15 PM
marine   "ვარაუდობენ, რომ ...   Mar 8 2022, 03:12 PM
marine   "სამეცნიერო ლიტე...   Apr 8 2022, 04:25 PM
marine   "ძველად, საუკუნეე...   Jun 3 2022, 12:32 PM
marine   "XIX საუკუნის შუა პ...   Jun 12 2022, 08:42 PM
marine   "ქრისტეფორე დე კა...   Jul 30 2022, 12:31 PM
marine   "თუ ერეკლეს ეპოქა...   May 18 2023, 08:11 PM


Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 14th June 2024 - 04:46 AM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი