სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
| ვალერი |
Jan 18 2007, 07:06 PM
პოსტი
#1
|
![]() ვაკო გელოვანი ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 395 რეგისტრ.: 2-August 06 მდებარ.: Tbilisi, Georgia წევრი № 35 |
ამ თემაში დავდოთ ის საინტერესო დოკუმენტები თუ ჩანაწერები რომელიც ჩვენი ქვეყნის წარსულს, ისტორიას ეხება და არა მარტო ჩვენ ისტორიას, საერთოდ მსოფლიო ისტორიას.
”ქართლის ცხოვრებაში” დაცული გადმოცემით ქართლი თავდაპირველად ეწოდებოდა ქართველთა ლეგენდარული წინაპრის, ქართლოსის მიერ მცხეთის პირდაპირ მთაზე აშენებულ სიმაგრეს და რეზიდენციას. აქედან მისი სახელი ეწოდა ჯერ მთას და შემდეგ-მთელ ქვეყანას, რომლის ცენტრიც ეს ადგილი იყო: ”ერქვა მთასა მას ქართლი. და ამის გამო ეწოდა ყოველსა ქართლსა ქართლი”. მართლაც, ძველად ქართ-ი(ქართა) ეწოდებოდა შემოზღუდულ, გამაგრებულ ადგილს. მეგრულში და ზოგიერთ დასავლურ ქართულ დიალექტში(მაგ.: იმერულში, გურულში) დღესაც ქართა აღნიშნავს შემოფარგლულ ადგილს, რომელშიც ათავსებენ შინაურ ცხოველებს. სავსებით შესაძლებელია, რომ ადრე სიმაგრის, გამაგრებული ადგილის აღმნიშვნელმა ამ სიტყვამ მოგვიანებით მხოლოდ ცხოველთათვის შემოზღუდული ნაგებობის მნიშვნელობა შეინარჩუნა, ე.ი. ქვეყნის ცენტრს ერქვა ქართლი ანუ გამაგრებული ადგილი და შემდეგ ეს სახელწოდება მთელ ქვეყანაზე გავრცელდა. ო.ჯაფარიძე, რ. მეტრეველი, მ. ლორთქიფანიძე და სხვ.-საქართველოს ისტორია X კლასისათვის. გამომც. ”ცისარტყელა”. -------------------- დამარხულ არს ენაჲ ქართული დღემდე მეორედ მოსვლისა მისისა საწამებლად, რაჲთა ყოველსა ენასა ღმერთმა ამხილოს ამით ენითა.
და ესე ენაჲ მძინარე არს დღესამომდე, და სახარებასა შინა ამას ენასა ლაზარე ჰრქჳან! |
![]() ![]() |
| marine |
Aug 10 2020, 09:20 PM
პოსტი
#2
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 64,195 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
"მოგეხსენებათ, ქემალ ათათურქი როგორ უყვართ თურქეთში, რომელიც არა მხოლოდ თურქეთისთვის, ყველა ქვეყნისთვის მისაბაძი უნდა იყოს.
ოსმალეთის იმპერია უძველესი იყო, მაგრამ პირველი მსოფლიო ომის დროს დამარცხდა, წინა ომებშიც მარცხი განიცადეს. პირველი მსოფლიო ომის შემდეგ ათათურქი სათავეში ჩაუდგა ახალგაზრდა პოლიტიკოსთა თაობას, მათ იმსჯელეს და გააანალიზეს ის შეცდომები, რამაც სახელმწიფო დაასუსტა. დაადგინეს, რომ ჩვენი სისუსტის მიზეზი ის არის, რომ სახელმწიფო კოსმოპოლიტურიაო და აი, რას გულისხმობდნენ: მათი შეფასებით, თურქული კულტურა კი არ იყო წარმმართველი ოსმალური იმპერიისა, არამედ ყველა ეთნიკური ჯგუფს ჰქონდა მიცემული თავისუფლება, განევითარებინათ თავიანთი ავტონომიურობა, აქედან გამომდინარე, ახალი პოლიტიკური ძალა ათათურქის ხელმძღვანელობით მოითხოვდა, შეექმნათ ერთიანი ნაციონალური თურქული სახელმწიფო, მათ მიზნებში შედიოდა ზრუნვა თურქულ ენაზე. როდესაც თურქული სიტყვების მოძიება დაიწყეს, აღმოჩნდა, რომ თურქულ ენაში 50 პროცენტზე მეტი სხვა ენებიდან ნასესხები არათურქული სიტყვები აღმოჩნდა. სოფელ-სოფელ დადიოდნენ, რომ მიეკვლიათ ძველი თურქული სიტყვებისთვის, დაამკვიდრეს ეს სიტყვები თავიანთ ენაში, გააღვივეს ხალხში ის გრძნობა, რომ ყველა, ვინც თურქეთში ცხოვრობს, თურქია. ეს ყველას ჩაუნერგეს. და დღესაც, იქაურ ქართველს თუ შეეკითხები, ქართველი ხარ თუ თურქიო, გეტყვის, - ადრე გურჯი ვიყავი, ახლა თურქი ვარო. რადგან ის უკვე გათურქებულია თავისი შემეცნებით და სარწმუნოებით. არა მარტო ქართველთა ტომები, სხვა ეთნოსებიც ამ გაგების არიან, არადა, რიცხობრივად ნაღდი თურქული წარმოშობისანი ცოტანი არიან. მათმა კონსულმა მითხრა, - ათი კაცი რომ შეიკრიბება, აქედან ნაღდი თურქი შეიძლება მხოლოდ სამი კაცი აღმოჩნდეს, დანარჩენები სულ სხვადასხვა ეროვნული წარმოშობისანი არიანო. მათ სკოლებში თურქული ჰიმნი თუ არ აჟღერდა, გაკვეთილი ისე არ დაიწყება, ყველა ბავშვს პატარაობიდანვე ეუბნებიან და აჩვევენ, შენ თურქი ხარ, რადგან ამ სახელმწიფოს მოქალაქე ხარო, ამიტომ იქ ქართველიც, სომეხიც, ბერძენიც, თარაქამაც, ირანელიც და სხვა ეთნოსები, ბავშვობიდან თურქული სულისკვეთებით იზრდებიან და როცა 17-18 წლი ასაკში სკოლას ამთავრებენ, ყველას თურქი ჰგონია თავი, რადგან თურქული ნაციონალიზმია თურქეთის სახელმწიფოს საძირკველი. ამ სახელმწიფომ ასე მოიგერია ევროპის შემოტევა" /მეუფე ანანია ჯაფარიძე "კარიბჭე" N16, 2014, გვ.64/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
ვალერი ისტორიის ფურცლებიდან Jan 18 2007, 07:06 PM
mr_morrison კარგია ეს თემა რომ á... Jan 18 2007, 07:47 PM
ვალერი
კარგია ეს თემა რომ ... Jan 19 2007, 12:12 AM
მარიამი რა ვიპოვე!!!
წმ. ... Feb 24 2007, 11:25 PM
KAIROS
მეც მაგრად გამიხაá... Jan 26 2008, 06:26 AM
sable
ნახეთ შესაბამისი ... Jan 26 2008, 05:02 PM
KAIROS
რათქმაუნდა ძმაო, áƒ... Jan 26 2008, 06:47 PM
sable
ლენუს,
სხვაგან კი ... Jan 26 2008, 07:49 PM
KAIROS ლეონტი მროველის შე... Jan 26 2008, 10:08 PM
sable
ლეონტი მროველის შáƒ... Jan 26 2008, 11:15 PM
mazaka [quote name='KAIROS' date='Jan 26 2008... Oct 13 2016, 04:43 PM
A.V.M კიდევე რთი იდიოტურ... Sep 12 2014, 05:51 PM
marine "ასეთ ამბავს ინახ... Dec 16 2014, 09:43 PM
marine "...უძველეს შუმერუá... Apr 2 2015, 09:42 PM
marine "1750-იანი წლების იმá... Sep 6 2016, 12:34 PM
marine "საფრანგეთში ჩასá... Sep 8 2016, 10:31 AM
marine "არც შალვა ამირან... Sep 12 2016, 11:57 AM
marine "ესეც ირკვევა, როáƒ... Sep 12 2016, 05:39 PM
marine "ქსნის ერისთავებá... Sep 27 2016, 12:36 PM
marine "1776 წელს, როცა ეს სáƒ... Sep 29 2016, 01:19 PM
marine "ლეკთა შემოსევებá... Oct 5 2016, 06:29 PM
marine mazaka
მოგესალმებით დá... Oct 13 2016, 10:14 PM
marine "სოლომონ ლიონიძე ... Dec 21 2016, 05:51 PM
marine "საქართველოს ამიá... Feb 7 2017, 12:11 PM
marine "ქართველ მთიელებá... Feb 15 2017, 10:00 PM
marine "ოსმალობის", "ყ... Apr 9 2017, 11:31 AM
marine "1737 წელს ყიზილბაშáƒ... Apr 20 2017, 06:54 PM
marine "წმიდა ელიას ქართ... Jul 9 2017, 01:42 PM
marine "წინაპარი ხომ წინ... Jul 19 2017, 11:18 AM
marine "ისტორიკოსი ასე ა... Jul 26 2017, 03:07 PM
marine "კარგად განსაზღვá... Jul 28 2017, 11:06 AM
marine "სოფელ დოესში, საáƒ... Aug 2 2017, 12:24 PM
marine თქმულება სტეფანწმá... Aug 14 2017, 10:42 PM
marine "ბათო ყაენმა ურდო... Aug 21 2017, 10:49 AM
marine "ივანე ზურაბიშვიá... Aug 29 2017, 11:15 AM
marine "ქართლის ცხოვრებá... Sep 12 2017, 01:08 PM
marine "1805 წელს ანტონ II კაá... Sep 19 2017, 01:38 PM
marine "ჩვენთან სამარცხá... Nov 16 2017, 12:20 PM
marine "[ბახტრიონის აჯან... Dec 20 2017, 08:43 PM
marine "მეგოდრეთუხუცესáƒ... Jan 6 2018, 10:22 AM
marine "ბახტრიონის აღებá... Jan 9 2018, 03:01 PM
marine "ცხავატის ნაცვალá... Feb 21 2018, 11:54 PM
marine "აშოტ კურაპალატიá... Jul 9 2018, 04:58 PM
marine "ჩაებმებოდნენ ქაá... Jul 11 2018, 04:14 PM
marine "ვახუშტი ბაგრატიá... Jul 18 2018, 09:44 PM
marine "[ზემო იმერეთში, ჭá... Aug 20 2018, 03:03 PM
marine "გენერალ-მაიორი გ... Sep 14 2018, 10:32 PM
marine "როგორც ცნობილია,... Oct 16 2018, 07:28 PM
marine "ქართველთა ძველი ... Feb 17 2019, 07:39 PM
marine "საქართველოს აროá... Aug 7 2019, 08:43 PM
marine შაჰ-აბასის ხმალი
... Feb 2 2020, 07:53 PM
marine "ლეგენდის თანახმá... Mar 28 2020, 06:13 PM
marine "ყურადსაღები ფაქá... Apr 28 2020, 09:14 PM
marine "ზურაბ ავალიშვილá... May 1 2020, 07:21 PM
marine "ლომისის წმინდა გ... Jul 18 2020, 12:49 PM
marine "თავისი წარსულით ... Aug 26 2020, 05:34 PM
marine "ქართლის ცხოვრებá... Nov 26 2020, 08:55 PM
marine "ხეობიდან წასულეá... Dec 1 2020, 08:34 PM
marine "შემთხვევით არ და... Dec 14 2020, 08:43 PM
marine "მონღოლები აღმოსá... Apr 12 2021, 08:08 PM
marine "[ვახტანგ] გორგასáƒ... Dec 16 2021, 07:12 PM
marine "უწმიდესი ლეონიდá... Feb 3 2022, 08:15 PM
marine "ვარაუდობენ, რომ áƒ... Mar 8 2022, 03:12 PM
marine "სამეცნიერო ლიტეá... Apr 8 2022, 04:25 PM
marine "ძველად, საუკუნეე... Jun 3 2022, 12:32 PM
marine "XIX საუკუნის შუა პáƒ... Jun 12 2022, 08:42 PM
marine "ქრისტეფორე დე კა... Jul 30 2022, 12:31 PM
marine "თუ ერეკლეს ეპოქა... May 18 2023, 08:11 PM
marine "არავინ იცის, როდáƒ... Apr 1 2025, 07:20 PM
marine მართა-მარიამის ოქრ... Oct 22 2025, 06:56 PM![]() ![]() |
| მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 25th November 2026 - 10:47 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი