მამა, "გადაზომილი მამის ბეჭებით" |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
მამა, "გადაზომილი მამის ბეჭებით" |
marine |
Feb 9 2016, 07:58 PM
პოსტი
#1
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 58,395 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
თუკი არსებობს თემა "დედა", რატომ არ უნდა არსებობდეს თემა "მამა"?
"მაშინ ოცნებაც იყო იოლი, თავაწყვეტილი ბავშვის ეჭვებით, როცა მიყვარდა კავკასიონი გადაზომილი მამის ბეჭებით". 2007 წ. "თითქოს გამეხსნა ყველა იარა, ასე მეგონა, მე პატარა ვარ, წავიდა მამა - თავი კი არა, მთელი სამყარო მეპატარავა!" იანვარი, 2016 წ. /თემურ ჩალაბაშვილი/ ამ თემას ჩემი ძალიან-ძალიან-ძალიან ძვირფასი მამიკოს ხსოვნას ვუძღვნი მამა “გაფრინდნენ ჩემი ბუდის მერცხლები, სახლის კუნჭულშიც კარგად ვეტევი, და იმ ნატვრისთვალს, მე რომ ვეძებდი, სხვები ეძებენ თავგამეტებით.” /ფრიდონ გელაშვილი/ სულსპეტაკი და გულბავშვი მამა მოულოდნელად გამისუდარდა, მე დამაობლა თვემ თებერვლისამ და უმამობა მექცა სულ დარდად. ცხოვრება მაშინ იოლი იყო, თან ვიგულებდი როდესაც მამას, მოგონებებით დაღლილ თვალთაგან ტკივილნარევი ცრემლები მნამავს. * * * ახალგაზრდას და მაინც ჭაღარას, მამი, გნატრულობ გადამეტებით და იმ ნატვრისთვალს, შენ რომ ეძებდი, ახლა მე ვეძებ თავგამეტებით. /მაკა გელაშვილი/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
Aug 16 2020, 11:13 PM
პოსტი
#2
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 58,395 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
"მამა?
მამა-შვილის საყრდენი ძალაა.. მამას არ უტარებია შვილი 9 თვე მუცლით ,მაგრამ მთელი ცხოვრება ხელის გულზე ატარებს!.. მამობა პატივია ,და ვინც ამას აცნობიერებს პასუხისმგებლობით სავსე მშობელი ხდება... მამას შვილისთვის გაზაფხული მოაქვს, თუკი ქალიშვილი თუნდაც ერთ პატარა ყვავილს სთხოვს.. მამა ცდილობს მთელი ზღაპრული სამყარო რეალურად უქციოს თავის ასულს! მამა-შვილობა ისევე როგორც დედა-შვილობა უდიდესი აღმავლობაა... მამა- შვილის გენეტიკაა.... მამა ვერ იტანს ქალიშვილის თვალებზე ცრემლებს და მუდამ ცდილობს მზესავით გაანათოს შვილის სიხარულისათვის, ამიტომაც უყვართ გოგონებს მამები! სანამ მამა გვერდით გყავს, ვერასდროს ვერავინ დაგჩაგრავს! თვით სახელი,, მამაც "კმარა,რომ თავი ძლიერად იგრძნო... კარგი მამა მთელ სამყაროს იტევს შვილისათვის... სანიმუშო მამა შვილთან ერთადაც გაათევს ღამეს! საოცარი სიყვარული შეუძლიათ მამებს, რამეთუ უფალმა ისინიც დააჯილდობა იმ პატივით ,რომელსაც მშობლად ყოფნა ჰქვია! ჩვენც ვიცხოვროთ მათთვის და არ დავუკარგოთ მათ ეს ენით აუწერელი ამაგი! გვიყვარდეს მშობლები!" -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 21st June 2024 - 05:51 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი