![]() |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
![]() |
ლილიანა |
![]()
პოსტი
#1
|
![]() Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Moderator პოსტები: 4,439 რეგისტრ.: 18-August 06 წევრი № 78 ![]() |
როგორ გესმით ჭეშმარიტი სიმდაბლე ? სიმდაბლე რომელიც თავისი არსით უფლისთვის სათნოა ?
სრულ სიმდაბლეში "საკუთარი თავის განუწყვეტელი განსჯა და ყვედრება " თქვენ რეალობაში ხო არ ამცირებს თქვენსავე ღირსებას და რამდენაც მიღწევადი ნადმვილი სიმდაბლის შეძენა მოხვეჭა ? ბევრიგან მსმენია სიმდაბლე როცა მუდამ თავს განიკითხავ და საკუთარ უსუსურობას დანაშაულს ხედავ ნებისმიერი სიტუაციაში ასეთი ადამიანი კარგავს კეთილგონიერებას განსჯის უნარს ის ვინც მუდამ თავს განიკითხავს ? რეალურად ყველას დღესდღეობით ესაჭიროება თვიდაჯერებულობა საკუთარი ღირსების უპირატესობის განცდა სხვაგვარად უჭირთ თავის დამიკვირდება ესეთი ტენდენცია და ამაზე არავინ კამათობს ხალხს უყვარს საქმის ხმამღლა კეთებს თავის აფიშირება არადა მე თუ მკითხავ სიმდაბლით ჩუმად ნაკეთები საქმე პროფესიული ზრდა უფრო ნაყოფიერი და უფლისთვის სათნოა ვიდრე საკუთარ თავში უპირატესობის აღმოჩენისთანავე აჟიტირება და სახალხოდ გახმიანების მცდელობა ეს ბევრ ჩვენგანს ახასიათებს ცოდნას გამოცდილებს თავდაბალი და ჩუმი მოღვეჭა უხდება უბრალოება ეს ბევრად ესეთი გზა უფრო უწყობს ხელს ადამიანი განვითარდეს გაუჩერებლად ის ვინც საკუთარ თავს არ არგებს ღირსებას სტატუს და არ ამბობს რო მე ჩემ მივაღწიე მუდამ განვითარებადია და არც ცოდნის შეძენის მოხვეჭის სურვილი კარგავს სიტკბოს და მობეზრებადი არ ხდება ზემოთ გამოთქმული მოსაზრებები ისე ზოგად ![]() ![]() აბა თუ ტრადიციულად მოკვდება ეს თემა წავშლი ![]() -------------------- 21. შემიწყალეთ მე, შემიწყალეთ მე, ჵ მეგობარნო ჩემნო, რამეთუ ჴელი უფლისაჲ შეხებულ არს ჩემდა.
|
![]() ![]() |
ninca |
![]()
პოსტი
#2
|
ninca ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 192 რეგისტრ.: 11-November 06 წევრი № 450 ![]() |
kato
მსურს, ჩემი გამოცდილება გაგიზიარო, იქნებ გამოგადგეს მსგავს სიტუაციაში. მამაომ მირჩია: თუ რამეში გადანაშაულებენ, ეცადე, მიიღო ყვედრება, ასეთად დაინახო თავი და ეცადო გამოსწორებას. თუ მართლა ჰპოვე დანაშაული საკუთარ თავში, მიტევებას მიიღებ. თუ ხედავ, რომ უსამართლოდ გადანაშაულებენ, გსაყვედურობენ, შენი რაღაც დავიწყებული ან შეუმჩნეველი ცოდვის საპატიებლად, გამოსასყიდად დაუშვა ღმერთმა. იღუმენი ნიკონი გვირჩევს, რომ მუდამ საკუთარ თავს ვადანაშაულებდეთ, თუნდაც მართალნი ვიყოთ. გულში ასე თქვითო: "ჩემი უწინდელი შეცოდებების გამო მომეზღო." როგორი აუცილებელია ცხოვნების საქმეში სიმდაბლე, გულის შემუსვრა. წმ. სვიმეონ ახალი ღვთისმეტყველი წერს:" არის ორი მსხვერპლი, რომელსაც იწირავს ღმერთი და მამა ჩვენი უფლისა იესუ ქრისტესი, რისთვისაც შეიწყალებს ყოველსა კაცსა და მთელ სამყაროს. მათგან ერთ-ერთია თავად უფალი ჩვენი იესუ ქრისტე, განკაცებული , და მეორე - მისი მორწმუნე ყოველი ადამიანის დამდაბლებული და შემუსვრილი გული." "ადამიანს არ მოეთხოვება თავისი სულის სანაცვლოდ სხვა რამის გაღება, გარდა იმის აღიარება, რომ ის არარაობაა, მხოლოდ ამ შემთხვევაში ძალუძს მას, რომ ღმერთს მიუტანოს გული შემუსვრილი და დამდაბლებული -ერთადერთი მსხვერპლი, რომელსაც უფალი არ შეურაცხყოფს, რამეთუ იცის, რომ ადამიანს არაფერი აქვს საკუთარი ისეთი, რაც შეეძლო ღვთისათვის მიეტანა.. |
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 7th September 2025 - 04:42 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი