თვითმკვლელობა ანუ სუიციდი |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
თვითმკვლელობა ანუ სუიციდი |
tekla2007 |
Dec 11 2008, 06:07 PM
პოსტი
#1
|
Newbie ჯგუფი: Members პოსტები: 33 რეგისტრ.: 28-April 07 წევრი № 1,777 |
მოგესალმებით ყველას ეს არის ჩემი სადიპლომო თემა და ძალიან გთხოვთ მომეხმაროთ მართმადიდებლური ლიტერატურის მოძებნაში სადაც ამ თემაზე რაიმე იქნება დაწერილი და მომწეროთ თქვენი აზრით როდის მიდის ადამიანი ამ მდგომარეობამდე და რატომ? წინასწარ გიხდით მადლობას
|
marine |
Sep 3 2020, 03:37 PM
პოსტი
#2
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,336 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
„მოქალაქეობრივი გმირობის“ წოდება ადამიანებისადმი სიყვარულისათვის!
"ამ რამდენიმე წლის წინ ავსტრალიის „მოქალაქეობრივი გმირობის“ წოდება მოიპოვა იმხანად 85 წლის დონ რიჩიმ. დონ რიჩი მაშველია, მაგრამ ის ჩვეულებრივ სამაშველო სამსახურში არ მსახურობს – თითქმის ნახევარი საუკუნეა ადამიანთა სულების სამსახურში დგას. ნახევარი საუკუნის წინ, გაზეთის კითხვისას, იგი მოულოდნელად წააწყდა ერთ შემაძრწუნებელ სტატისტიკურ ციფრს, რამაც გულის სიღრმემდე შეძრა. სიდნეისთან, უოტსონსის ყურის თავზე აღმართული ავადსახსენებელი ქარაფი „The Gap“ თურმე მაგნიტივით იზიდავდა თვითმკვლელებს. ყოველ წელს 50–ზე მეტი ადამიანი მიდიოდა ამ ქარაფებთან, რათა იქიდან თავის მოსაკლავად გადაშვებულიყვნენ წყალში. დონმა გადაწყვიტა, რადაც უნდა დაჯდომოდა, თუნდ მცირე ნაწილი გამოეხსნა უეჭველი სიკვდილისაგან – მიატოვა სამსახური და უოტსონსის ყურის მახლობლად დასახლდა. როგორც კი დაინახავდა ჩაფიქრებულ და მელანქოლიურ ფიგურას, რომელიც ამკრძალავ ზღუდეებზე გადაალაჯებდა, მაშინვე მისკენ მიემართებოდა –გამოელაპარაკებოდა უცნობს, ჩაიზე ან ლუდზე დაპატიჟებდა, დაუყვავებდა, მოეფერებოდა და შედეგად, ზოგს ადვილად დაიყოლიებდა, ზოგის დახსნაც ძალით უხდებოდა. ხუთი ათეული წლის მანძილზე დონ რიჩმა ოფიციალური მონაცემებით 160–ზე მეტი ადამიანი იხსნა უეჭველი სიკვდილისაგან – არაოფიციალური მონაცემებით კი ციფრი 400–საც უწევს. „ვინ იცის, რამდენ შესანიშნავ ადამიანს შევხვდი!“–ჰყვება დონ რიჩი –„ბედნიერებაა იმის შეგნება, რომ „იქიდან “ მობრუნებულ ადამიანებთან მქონდა ურთიერთობა“. დონ რიჩის საქციელი ნებისმიერ ადამიანს აფიქრებინებს, რომ შესანიშნავია, არსებობდეს სრულიად უცნობი პირი, რომელსაც შეუძლია, შენი სატკივარი გულთან მიიტანოს – აკი, ზოგჯერ კეთილი სიტყვა და ღიმილიც საკმარისია, რომ გადაათქმევინო თვითმკვლელობა სიცოცხლეზე ხელჩაქნეულ ადამიანს!" -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 20th September 2024 - 01:13 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი