რა არის ისტორია?, პასუხი კითხვაზე |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
რა არის ისტორია?, პასუხი კითხვაზე |
marine |
Jan 4 2016, 05:06 PM
პოსტი
#1
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,336 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
"სიტყვა "ისტორია" ლათინურია და ქართულად ქვეყნის ამბავს ნიშნავს". /"კარიბჭე" N9, 2015, გვ. 62/ "ყველა ადამიანისთვის აუცილებელია იცოდეს თავისი ქვეყნის ისტორია, რადგან წარსულის გარეშე აწმყო და მომავალი უსაფუძვლოა". /"კარიბჭე" N10, 2015, გვ. 26/ „ისტორია არის წინასწარმეტყველება წარსულში, შესაბამისად, მომავალშიც“. /მამა გიორგი (სხირტლაძე) „კარიბჭე“ N27, 2015, გვ.60/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
Nov 1 2020, 07:37 PM
პოსტი
#2
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,336 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
"ხშირად გვქონდა ლაპარაკი ჩვენს წარსულს ცხოვრებაზედ. ერთ საღამოს, [ნიკოლოზ] ბარათაშვილის სახლში გადავწყვიტეთ, რომ რადგან არა გვაქვს ქართული რიგიანი ისტორია, გავიყოთ მეხუთის საუკუნიდგან დაწყებული, თითო-თითო საუკუნე აიღოს და შეადგინოს ისტორია იმ საუკუნისა. პლატონ იოსელიანს მიანდეს აღწერა ძველის საუკუნოების ისტორიისა ქრისტეს წინათ და შემდეგ მეხუთის საუკუნოემდისინ.
მაშინ ძნელი იყო ამისთანა საქმის აღსრულება, რადგანაც მშრომელნიც ცოტანი ვიყავით და საქართველოს ისტორიის მატიანები დაფანტული იყო. არ იყო ჯერ შეკრებილი არც ძველი საეკლესიო გუჯრები, არც ჩვენი საისტორიო სიგელები თავადებისა და აზნაურების სახლებში. მარტო მატიანეთ იყო "ქართლის ცხოვრება". /"კარიბჭე" N11, 2020, გვ.49/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 26th September 2024 - 10:28 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი