ბოროტება, რა არის? |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
ბოროტება, რა არის? |
ulvashi |
Jul 6 2007, 04:13 PM
პოსტი
#1
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 439 რეგისტრ.: 14-December 06 მდებარ.: guria, ozurgeti წევრი № 688 |
რა არის ბოროტება?
არსებობს თუ არა ბოროტება, როგორც ასეთი თუ ბოროტება ადამიანის სულის თვისება, ესე იგი გაჩნდა ადამიანთან ერთად, არა? მაგრამ ადამის სამოთხიდან გამოძვებამდე შეიძლებოდა არსებულიყო? რა იყო ის ძალა, რამაც ერთ-ერთ ანგელოზს ღმერთისადმი თავის გატოლება გააბედინა? ძალიან მაინტერესებს ამ კითხვებზე პასუხები, რომლებიც გამაგრებული იქნება შესაბამისი საღვთისმეტყველო არგუმენტებით |
marine |
Nov 5 2020, 01:17 PM
პოსტი
#2
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,336 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
"ზოგჯერ მგონია, სოციალურ ქსელებს ადამიანები საკუთარი აგრესიის რეალიზებისთვის იყენებენ.
ნუთუ მხოლოდ ცუდი გააჩნია მას, ვისაც ასე ვლანძღავთ და დაუნდობლად ვექცევით. ან როგორ ვისვენებთ, როცა ამდენ ცილისწამებას, ტყუილებს, ბოროტებას ვუწევთ ანგარიჟებას. სული როგორ არ მძიმდება, ადამიანების ასეთი დამცირებით და ლანძღა-გინებით. არავინ ზარალდება, გარდა იმისა, ვინც დაუსრულებელ სიძულვილს და ბოროტებას აფრქვევს. ცხოვრების დაუწერელი კანონია, ყველაფერი, რასაც გავცემთ, უკან ბუმერანგივით გვიბრუნდება. გავიგე, რომ ყველა მოსაწონი ვერ იქნება, მაგრამ გაუგებარია, ვინც არ მოგვწონს, ის რატომ უნდა გავანადგუროთ. არ მოგწონდეს, გაატარე, მაგრამ ხშირად ისე ხდება, სწორედ რომ ვინც ძალიან მოგვწონს, მას ვცხებთ ჩირქს. იმიტომ ვაკნინებთ, რომ სხვებსაც ასეთ ადამიანზე ცუდი წარმოდგენა შევუქმნათ. ამაზე დიდი სულმდაბლობა არ არსებობს... დრო მხოლოდ ერთმანეთის დაპირისპირებაში გადის. ამიტომაც ხდება ამდენი ტრაგედია, მკვლელობა... იქნებ შევძლოთ, მოვინდომოთ მაინც, სხვაში მეტი მ ყურადღება კარგზე გადავიტანოთ, ჩვენს შიგნით კი ცუდს უფრო ვებრძოლოთ... სხვისი ცხოვრების დალაგება არა, საკუთარი მოგვეკითხება... საკუთარზე ვაგებთ პასუხს... ვიცხოვროთ ისე, თითქოს ბოლო დღეს ვატარებთ დედამიწაზე... ვინ იქნება ის უჭკუო,ვინც იმ ერთ დღეს ბოროტებას დაუთმოს!.." /მამა პეტრე კვარაცხელია/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 23rd September 2024 - 09:47 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი