წმინდანების დამოკიდებულება ბუნების ქმნილებათა მიმართ |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
წმინდანების დამოკიდებულება ბუნების ქმნილებათა მიმართ |
marine |
Nov 15 2017, 02:51 PM
პოსტი
#1
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,336 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
მოგეხსენებათ, რომ ადამი ჰარმონიულ დამოკიდებულებაში იყო ბუნებასთან, მაგრამ სამოთხიდან განდევნის შემდეგ მოხდა დაპირისპირება, თუმცა წმინდანთა ცხოვრებაში გვხვდება შემთხვევები, როცა ცხოველები არათუ ერჩიან წმინდა ადამიანებს, არამედ მეგობრობენ, ემორჩილებიან და თაყვანსაც კი სცემენ მათ.
"განსაცდელის შემდგომ სერგის [რადონეჟელი] ველური მხეცების აღარ ეშინოდა, მისი სენაკის სიახლოვეს ხშირად მოდიოდა მგლების ხროვა და ხან ისე უახლოვდებოდნენ, სამოსსა და ხელებს უყნოსავდნენ ხოლმე". -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
Dec 14 2020, 08:09 PM
პოსტი
#2
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,336 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
" - ალბათ, ათონის მწვერვალზე ასვლა არ გაგიჭირდებოდათ, რადგან არანაკლებ მაღალზეა ველისციხის ხარების სახელობის მონასტერიც.
- კი, ძალიან მაღალზეა, აქ სამხიდიან მანქანებსაც კი უჭირთ ამოსვლა და ამასაც მხოლოდ მშრალ ამინდში ახერხებენ. ჩემი სკიტი თრიალეთის ქედზეა და პირდაპირ კავკასიონს უყურებს, გარს ნადირ-ფრინველით სავსე ულამაზესი ტყე აკრავს. ხშირად მაკითხავენ შვლები, რომლებსაც ქვამარილს ვუდებ, იმას ლოკავენ და იქვე, ჩემი ონკანიდან სვამენ წყალს. თუმცა ეს ძირითადად ღამით ხდება ხოლმე, უკვე მომეჩვივნენ. ცხოველები გრძნობენ ადამიანების დამოკიდებულებას და განწყობას მათდამი. იციან, რომ მტერი არ ვარ მათი, პირიქით, მოყვარე. ჩემს ახლოს ბინადრობს ძალიან დიდი დათვი, მისი კვალის მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, თავისი ბილიკი და მარშრუტი აქვს და მასზე მოძრაობს. მგელიც შემხვედრია რამდენჯერმე, მაგრამ არაფერს მერჩიან, შეხვედრის დროს ბილიკიდან გადაუხვევიათ და წასულან". /მამა დანიელი (გიორგობიანი)/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 27th September 2024 - 12:29 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი