![]() |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
![]() |
iveria. |
![]() ![]()
პოსტი
#1
|
![]() ივერია ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 23 რეგისტრ.: 18-March 09 წევრი № 6,677 ![]() |
![]() -------------------- ,,ითხოვეთ და მოგეცემათ; ეძებეთ და ჰპოვებთ; დააკაკუნეთ და გაგიღებენ'' (მათ.7,7)
|
![]() ![]() |
marine |
![]()
პოსტი
#2
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 61,931 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
"ალექსანდრე მაკედონელი შევიდა სპარსეთში, დაამარცხა მხედართმთავარნი, მერე თვითონ სპარსეთის მეფე დარიოს კოდომანი, დაიპყრო მცირე აზია, დამასკო, სიდონი და გარეშემოადგა ტვიროსს: "ალექსანდრე მაკედონელი გამოვიდა ხეთელთა ქვეყნიდან, დაამარცხა სპარსთა და მიდიელთა მეფე დარიოსი და გამეფდა მის ნაცვლად, თავდაპირველად საბერძნეთზე" (1 მაკაბ. 1.1).
ტვიროსიდან მან გაუგზავნა იუდეველების მღვდელმთავარს ადუის დესპანი და მოსთხოვა, თავისი ხალხით დამორჩილებოდა მას, დახმარებოდა ჯარით და გაეგზავნა მისი ჯარისთვის საზრდო. მღვდელმთავარმა შეუთვალა, - ფიცი მაქვს დადებული სპარსეთის მეფის, დარიოსის ერთგულებაზე და ვერ გავტეხო. პასუხმა ალექსანდრე ძალიან განარისხა. მან დაიმორჩილა ტვიროსში, ღაზა და იუდეველების დასასჯელად გაემართა. იერუსალიმს ალყა შემოარტყა, იმ დროს ქალაქის ტაძარში მღვდელმთავარი და მთელი ისრაელის ერი ლოცულობდა. მღვდელმთავარს უფალმა განუცხადა, უბრძოლველად დანებებოდნენ მაკედონელს და თეთრი სამღვდელო შესამოსლით შეგებებოდა. მან ქალაქის კარი გახნსა და ალექსანდრეს მიეგება მღვდლების, ლევიანელების და ხალხის თანხლებით შემოსილი თეთრი შესამოსლით. ამ მოულოდნელი სანახაობით გაოცებულმა მეფემ დაიჩოქა და თაყვანი სცა მღვდელმთავარს. მხედრებს გაუკვირდათ და ჰკითხეს, - იუდეველ მღვდელმთავარს როგორ ეთაყვანებიო? ალექსანდრემ მიუგო, - მე მას კი არ ვეცი თაყვანი, არამედ ღმერთს, რომელსაც ის ემსახურება. ჯერ კიდევ როდესაც მაკედონიაში ვიყავი და ვფიქრობდი სპარსელებზე გალაშქრებას, სიზმარში გამომეცხადა სწორედ ამ შესამოსელში გამოწყობილი კაცი, რომელმაც მიწინასწარმეტყველა გამარჯვება. ეს თქა ალექსანდრე მაკედონელმა და მღვდელმთავარს მისცა მარჯვენა ხელი, შევიდა ტაძარში და შესწირა ღმერთს მსხვერპლი. აქ მას აჩვენეს დანიელის წინასწარმეტყველება მასზე, რომ საბერძნეთის სამეფო დაიმორჩილებს სპარსეთის სამეფოს. გამხნევებულმა ნება დართო ებრაელებს, ეცხოვრათ თავიანთი რჯულის თანახმად. პალესტინიდან წასულმა ალექსანდრე მაკედონელმა დაიპყრო ეგვიპტე, მთელი სპარსეთის იმპერიაც დაიმორჩილა". /"ბიბლია განმარტებებით" ტ. 15, გვ.502/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 7th July 2025 - 06:34 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი