პირველი საუკუნეების ეკლესია, დევნებიდან კონსტანტინე დიდამდე ( I - IV სს.) |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
პირველი საუკუნეების ეკლესია, დევნებიდან კონსტანტინე დიდამდე ( I - IV სს.) |
KAIROS |
Apr 19 2007, 11:17 PM
პოსტი
#1
|
იხარეთ! ჯგუფი: საფინანსო პოსტები: 9,492 რეგისტრ.: 9-November 06 მდებარ.: Aurea mediocritas წევრი № 438 |
ეს ეპოქა ყველაზე წმიდაა და ყველაზე სათუთი, ახალდაბადებული და თავგანწირული, ეს არის ღვთის სასწაულის ისტორია, ჭეშმარიტების ქადაგების ისტორია... შევეცადოთ დავუბრუნდეთ ფესვებს, ვისწავლოთ მათგან, გავიგოთ მათი ისტორიები, მათი ცხოვრება, აქ მოვყვეთ მოწამეთა ისტორიები, მოციქულთა ღვაწლი, აქვე დავდოთ წიგნები და სტატიები ( რომელიც შესაბამისად იქნება ასევე ღვთისმეტყველების ბიბლიოთეკაში) რომლებიც პირველი ოთხი საუკუნის ქრისტიანობაზე ისაუბრებს... აბა გთხოვთ იაქტიუროთ, მოძებნოთ და აქ თავი მოვუყაროთ ყველა ინფორმაციას, რომელიც ამ საუკუნეებზე მოგვიყვება: აქ ახლა პირველ საეკლესიო ისტორიკოსს გთავაზობთ: ევსები კესარიელს http://www.4shared.com/file/13075045/3d408...KL_ISTORIA.html ეს კი პირველ ქრისტიანულ ღვთისმსახურებას შეეხება: http://www.4shared.com/file/11631280/d93f2...__LITURGIA.html აბა, გელით პატივისცემით, კაიროსი! -------------------- ...მართლმადიდებლობა ყოველგვარი უკიდურესობებისგან გამიჯნული სამეუფეო გზაა. აქედან გამომდინარე, მისთვის დამახასიათებელია თავგანწირვა, მაგრამ მიუღებელია ფანატიზმი, დამახასიათებელია შემწყნარებლობა, მაგრამ მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი (ყველაფრის დაშვებულობა)-
ილია II- სააღდგომო ეპისტოლე, 2008 წელი |
მარიამი |
Apr 23 2007, 12:09 PM
პოსტი
#2
|
+ + + ჯგუფი: Senators პოსტები: 12,615 რეგისტრ.: 23-July 06 მდებარ.: თბილისი წევრი № 6 |
ფაბრიციო მანჩინელი რომის კატაკომბები და ქრისტიანობის სათავეები გაგრძელება წმ. სებასტიანეს კატაკომბა წმ. სებასტიანეს ეკლესია, ძველად basilica postolorum, აღმართულია ვია აპიას მარჯვენა მხარეს. ეს ადგილი ღრმა ტაფობს წარმოადგენდა, რადგან აქ იყო პოცოლანის - რბილი ტუფის კარიერი და ეწოდებოდა ad catacombas, რაც „მიწისქვეშა სასაფლაოს“ სინონიმია. ამ კარიერის მიტოვებულმა გვირაბებმა, შესაძლოა I საუკუნეშივე, სათავე დაუდეს წმ. სებასტიანეს კატაკომბას, რომელიც შემდეგ, განსაკუთრებით III ს. ჩრდილოეთის და აღმოსავლეთის მიმართულებით გავრცელდა. ამ ზონის უძველესი ნაგებობა იყო I ს. ვილა და მის ირგვლივ ორ სართულბე განლაგებული ნაგებობები. უფრო გვიანდელი, ე.წ. „პატარა ვილა“, რომელიც ბაზილიკის ქვეშ აღმოაჩინეს, შემკულია იმ პერიოდის კედლის მხატვრობისათვის დამახასიათებელი დეკორით. II ს. ტაფობის ცენტრი მიწით ამოავსეს (ბაზილიკის ქვეშ 9 მ. სიღრმეზე) და შექმნეს ბაქანი, რომლის განაპირას სამი მავზოლეუმი ააშენეს (სურ.1). III ს. ეს ბაქანი მიწით კიდევ 6 მ. აამაღლეს და ზედ აღმართეს წმ. პეტრე და პავლე მოციქულთა მემორიალური ნაგებობა. თავდაპირველი ქრისტიანული ბაზილიკა IV ს. I ნახევარში აშენდა მემორიალისა და ადრევე არსებული ნეკროპოლის ზონაში. ბაზილიკის ცენტრალური და ორი მცირე ზომის გვერდითა ნავი ერთმანეთს უკავშირდებოდა გარშემოსავლელით აფსიდის მხარეს. თავიდან იატაკი მიწისა იყო, რაც, ალბათ, იმით აიხსნება, რომ ნაგებობა სასაფლაოსთვის იყო განკუთვნილი. წმ. სებასტიანეს კრიპტა ეკლესიაზე ადრინდელი უნდა იყოს. ის, ალბათ, წარმოიქმნა კატაკომბის ერთ-ერთი გვირაბის გაფართოების ხარჯზე. ადგილი, სადაც თავიდანვე საფლავი იყო წმინდა მოწამისა, ვის სახელზეც შემდეგ ტაძარი იკურთხა, დღეს კატაკომბის შესასვლელს წარმოადგენს. ბაზილიკის სამხრეთით IV ს. აგებული მრავალი მავზოლეუმია, რომელთა შორის აღსანიშნავია ურანიუსების როტონდა (349 წ.). დასავლეთით პაპი დამასეს (366-380) მიერ აშენებული მავზოლეუმია წმ. პეტრეს და პავლეს სახელზე, როგორც ეს ტრადიციულად მიაჩნდათ. სინამდვილეში ეს არის რომში მცხოვრები პანონიელების (უნგრელების) ასოციაციის სასაფლაო, სადაც V ს-ში დაიკრძალა პანონიელი მოწამის, კვირინეს, წმინდა ნაწილები. სურ. 1 წმ. კალისტოს კატაკომბა წმ. კალისტოს კატაკომბა რომის ქრისტიანული თემის ყველაზე ძველი ოფიციალური სასაფლაოა. ის სათავეს იღებს ცეცილიუსების ოჯახის კუთვნილი ღია სასაფლაო უბნიდან. სახელი ეწოდა პაპ კალისტოსაგან (217-222), რომელმაც მნიშვნელოვნად გააფართოვა იგი. III ს-ში ცხრა მწყემსმთავარმა განისვენა ამ სასაფლაოზე. კრიპტას, სადაც მათი წმინდა ნაწილები დაიკრძალა, ასავე ეწოდება, „პაპების კრიპტა“ (სურ.2). სასაფლაოს კომპლექსი ზოგ ადგილას ხუთ სართულამდე ვრცელდება, გვირაბების სიგრძე 10 კმ-ზე მეტია. ამ კატაკომბის ადგილმდებარეობა, ისევე როგორც სხვებისა, აღარავინ იცოდა მას შემდეგ რაც წმინდა მოწამეთა ნაწილები ქალაქის გალავნის შიგნით მდებარე ეკლესიებში გადაასვენეს. მთელი ვია აპიას უბნის მემორიალური კერა შემოიფარგლა ერთადერთი ადგილით, წმ. სებასტიანეთი, სადაც ხალხი ძველებურად დადიოდა. წმ. კალისტოს კატაკომბა შემთხვევით აღმოაჩინა ერთმა მეცნიერმა 1849 წელს, როდესაც წააწყდა პაპი კორნელიუსის ეპიტაფიის ნატეხებს. პაპმა პიუს IX-მ სასწრაფოდ შეისყიდა ეს მიწები და გათხრები გაგრძელდა. 1854 წ. აღმოაჩინეს პაპების კრიპტა, ხოლო 1856 წ. დიაკონ სევეროსის სამარხი კუბიკოლი. პაპების კრიპტაში განისვენებდნენ 230-283 წლებში მოღვაწე მღვდელმთავრები: პონტიანე, ანტეროტე, ფაბიანე, ლუკიუსი, სტეფანე, სიქსტე III, დიონისე, ფელიქსი, ევტიქიანე, ასევე რომში მოგზაურობის დროს გარდაცვლილი სამი აფრიკელი ეპისკოპოსი: ურბანი, ნუმიდიანე, ოქტატი. პაპების კრიპტა წარმოადგენს მართკუთხა ფორმის სივრცეს, რომელიც ერდოდან ნათდება. საფლავის და სარკოფაგის ნიშები გვერდითა კედლებშია გამოჭრილი. სიღრმეში მდებარე კედელზე მოთავსებულია მარმარილოს ფილა, რომელმეც ამოტვიფრულია პაპი დამასეს მიერ შედგენილი (IV ს.) კატაკომბაში დაკრძალულ ეპისკოპოსთა და მოწამეთა სახოტბო ტექსტი. დიაკონ სევეროსის კუბიკოლში, რომელიც მან პაპი მარკელინეს (296-304) ნებართვით თავისი ოჯახის სამარხად გაათხრევინა, მარმარილოს ტიხარზე არის წარწერა, სადაც რომის ეპისკოპოსი პირველად იწოდება პაპად. დიაკონ სევეროსის კუბიკოლის პირდაპირ 5 მოწამის კუბიკოლია, ფრესკით შემკული. ფრესკაზე გამოსახულია 6 ფიგურა ორაბტის პოზით, გვერდით მიწერილია სახელი და „განუსვენე“. ფრესკა IV საუკუნისაა და ფიგურები დახატულია თავისებური ტექნიკით, მხოლოდ ძირითადი შტრიხებით. სურ. 2 წმ. კალისტოს სასაფლაო კომპლექსის ყველაზე ძველი ბირთვია ლუკინას კრიპტა, საიდანაც დაიწყო კატაკომბის დანარჩენი სივრცის ხელახლა აღმოჩენა. აქ დაკრძალული იყო პაპი კორნელიუსი. ის გადასახლებაში გარდაიცვალა და ამ კატაკომბაში მოგვიანებით გადმოასვენეს. მის საფლავზე იკითხება გვიანდელი მინაწერი „მარტვილი“. ფრესკაზე გამოსახული „მწყემსი კეთილი“ III საუკუნისაა. ასევე უძველესია „საიდუმლოთა კუბიკოლი“, ამგვარად წოდებული ნათლისღებისა და ევქარისტიის გამომსახველი სცენების გამო. ფრესკებბე გამოსახულია იონა წინასწარმეტყველი, განრღვეულის განკურნება, აბრაამის მსხვერპლშეწირვა, მაცხოვრის ნათლისღება და ევქარისტიული პურის განტეხა, სადაც შვიდკაციანი გრაპეზის გვერდით გამოსახულია თევზი და რამდენიმე გოდორი, რომელიც მიანიშნებს პურის გამრავლების სასწაულზე (სურ.3). (ამ ფოტოზე მხოლოდ ფრაგმენტია, მთლიანად ვერ ვიპოვე - მარიამი) სურ. 3 გაგრძელება იქნება -------------------- ნუ მივატოვებთ ერთმანეთს, როცა ერთმანეთს ვჭირდებით...
|
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 24th June 2024 - 10:58 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი