"იგავს უფალმა იესომ ახალი სული ჩაუდგა", ი გ ა ვ ე ბ ი |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
"იგავს უფალმა იესომ ახალი სული ჩაუდგა", ი გ ა ვ ე ბ ი |
marine |
Jan 29 2016, 08:48 PM
პოსტი
#1
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,336 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
"იგავი არის მოკლე ალეგორიული მოთხრობა, რომელიც მკითხველს ზნეობრივ-დამრიგებლურ დასკვნას სთავაზობს.
იგავის მეშვეობით ადამიანი გადაკვირით, ნართაულად, ქარაგმულად ამბობს თავის სათქმელს. იგავი მხოლოდ გონებასა და ჭკუაზე კი არ მოქმედებს, არამედ მსმენელის გულსა და წარმოსახვაზეც ახდენს გავლენას". "ნეტარი იერონიმე შენიშნავს, რომ აღმოსავლეთში იმ დროისთვის იგავი უკვე საყოველთაოდ აღიარებული, ყველაზე საყვარელი და რჩეული ფორმა იყო ზნეობრივი ჭეშმარიტების გამოსახატავად. სირიელები და პალესტინელები, თურმე, ყოველ სიტყვას იგავს დაურთავდნენ ხოლმე, რათა მსმენელს მსგავსებითა და მაგალითით იოლად დაემახსოვრებინა ის, რასაც ჩვეულებრივ თხრობით ძნელად იმახსოვრებდა. ჩვენმა უფალმა ახალი ფორმის ძიების ნაცვლად ნაცნობი და ყველასათვის ხელმისაწვდომი იგავური ფორმა გამოიყენა თავისი სათქმელის გარესამოსად". /სასულიერო აკადემიის პედაგოგი, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი მარიამ (დოდო) ღლონტი/ ვისაუბროთ უფლის ყველა იგავზე... -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
Feb 3 2021, 08:46 PM
პოსტი
#2
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,336 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
"თუ ხალხს ნაკლებად შეეძლო იგავის მეშვეობით გადმოცემული სწავლების გაგება, მაშინ უიგავოდ კიდევ უფრო ნაკლებად იქნებოდა იგი შემძლე რაიმეს გულისხმისყოფისა. მთელ თავის შეფარებულობასა და შეუცნობლობასთან ერთად, გადმოცემის იგავური სახე უბრალო ხალხს მისი ცხოვრებისეული გამოცდილებიდან აღებული შედარებებს სთავაზობდა დასახმარებლად, და ამავე დროს, აღაგზნებდა რა მსმენელის ყურადღებას, განამზადებდა და ხვეწდა მას სახარების უფრო განცხადებული ქადაგების აღსაქმელად და გასაგებად. ამასთანავე, იგავის მთავარი აზრის შეფარულობა საცთურის საბაბს მოაკლებდა ნაკლებად ყურადღებიან და ურწმუნო ადამიანებს და ქრისტეს სწავლების მოწინააღმდეგეებსაც ართმევდა შესაძლებლობას მისი გაკიცხვა-ყვედრებისათვის. მაგრამ, მეორე მხრივ, მაცხოვარი ყოველივე აუცილებელს აკეთებდა იმისათვის, რომ ადამიანებისათვის სახარების საღვთო ჭეშმარიტებათა პირდაპირი გულისხმისყოფა მოეცა. იგი თავადვე განუმარტავდა მოციქულებს თავის იგავებს იმ მიზნით, რომ მოციქულებს შემდგომში თავადაც შესძლებოდათ სხვებისათვის გადაეცათ ყოველივე ის, რაც უფლისაგან მოესმინათ. უფალი იესო ქრისტე იმისათვის განამზადებდა თავის მოწაფეებს, მოციქულებს, რომ ისინი ყოფილიყვნენ "ნათელი სოფლისა" (მთ. 5,14), როცა ამისათვის კეთილხელსაყრელი დრო დადგებოდა".
/მღვდელი გრიგოლ დიაჩენკო/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 25th September 2024 - 06:37 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი