ყველაფერი რაც წმიდა სახარებას ეხება... |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
ყველაფერი რაც წმიდა სახარებას ეხება... |
marine |
Dec 27 2006, 11:35 AM
პოსტი
#41
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,336 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
"წმიდა სახარების ოდენ ხილვითაც კი ჩვენ უფრო თავშეკავებულნი ვხდებით ცოდვისადმი, ხოლო თუკი ამას მისი ყურადღებით წაკითხვაც დაერთვის, მაშინ სული თითქოს უხილავ განსაწმენდელში მოხვდაო, იწმინდება და კეთილშობილდება, ანუ უწინდელზე უმჯობესი ხდება, რადგან მას სწორედ ღმერთი ელაპარაკება წმიდა წიგნების მეშვეობით."
წმ. იოანე ოქროპირი - ძველი გადმოცემა უფლის მარჯვნივ ჯვარცმულ ავაზაკს უწოდებს დისმასოს, ხოლო მარცხნივ მყოფს - გესტასოს. - მართალი ვერონიკა, გადმოცემით ის სისხლმდინარე ქალია, რომელიც მაცხოვრის სამოსლის ფესვზე შეხებით განიკურნა. ვერონიკამ გოლგოთაზე მიმავალ ქრისტეს მიაწოდა ხელსახოცი, რომლითაც მან ოფლი შეიმშრალა და ზედ სასწაულებრივ თავისი პირისახის ანაბეჭდი დატოვა. (ხსენება 25 (12) ივლისი) -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
Feb 6 2021, 07:12 PM
პოსტი
#42
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,336 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
ბართლომეს (იმავე ნათანაელის) შესახებ
"ფილიპეს შემდეგ სინოპტიკოსებთან (იგულისხმებიან მათე, მარკოზი და ლუკ. რედ) იხსენიება ბართლომე, ხოლო საქმეთა წიგნში (საქმ. 1.13) - თომა. სინოპტიკური სახარების არც ერთ ნუსხაში არ გვხვდება ნათანაელი, რის გამოც ზოგიერთი მამა (ნეტარი ავგუსტინე, წმინდა იოანე ოქროპირი) იმასაც ფიქრობდა, რომ ნათანელი არ იყო თორმეტ მოციქულთაგანი. გამოითქვა მოსაზრებაც, რომ იგი იყო მათე მოციქული. ცხადია, მათ საფუძველი არ გააჩნია. გავრცელებული ვერსიის თანახმად, ნათანაელი და ბართლომე ერთი და იგივე პიროვნებაა. ეს დასტურდება იმითაც, რომ წმინდა იოანე მახარებელი საერთოდ არ ახსენებს ბართლომეს, არამედ ნათანაელს (ინ. 1.46 - 50; 21-2). ბართლომე არ არის საკუთარი სახელი, არამედ მამისა (ბარ - ძე, შვილი, თოლმაი - საკუთარი სახელი კაცისა; აქედან ბართლომე - თალმაის შვილი) და, ამის შესაბამისად, მოციქულს ერქვა სხვა სახელი. წმინდა იოანე მახარებელი ფილიპესთან აკავშირებს ნათანაელს, ხოლო წმინდა მათე და მარკოზი - ბართლომეს, ამიტომაც ფიქრობდნენ, რომ ნათანაელი და ბართლომე ერთი და იგივე პიროვნება იყო. ზოგიერთის აზრით, ბართლომე-ნათანაელი იყო ფილიპეს ძმა, მაგრამ ეს მოსაზრება არაფრით არ მტკიცდება და ამდენად, არც სარწმუნოა. წმინდა იოანე მახარებელი ანდრიას შესახებ აღნიშნავს, რომ მან იპოვა "თავისი ძმა" სიმონი და მიიყვანა იესოსთან. მსგავსი მინიშნება არ გვხვდება ფილიპესთან, როდესაც მან ასევე იპოვა ნათანაელი და მიიყვანა იესოსთან". -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 27th September 2024 - 08:31 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი