![]() |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
![]() |
marine |
![]() ![]()
პოსტი
#1
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 61,837 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
"წმიდა სახარების ოდენ ხილვითაც კი ჩვენ უფრო თავშეკავებულნი ვხდებით ცოდვისადმი, ხოლო თუკი ამას მისი ყურადღებით წაკითხვაც დაერთვის, მაშინ სული თითქოს უხილავ განსაწმენდელში მოხვდაო, იწმინდება და კეთილშობილდება, ანუ უწინდელზე უმჯობესი ხდება, რადგან მას სწორედ ღმერთი ელაპარაკება წმიდა წიგნების მეშვეობით."
წმ. იოანე ოქროპირი - ძველი გადმოცემა უფლის მარჯვნივ ჯვარცმულ ავაზაკს უწოდებს დისმასოს, ხოლო მარცხნივ მყოფს - გესტასოს. - მართალი ვერონიკა, გადმოცემით ის სისხლმდინარე ქალია, რომელიც მაცხოვრის სამოსლის ფესვზე შეხებით განიკურნა. ვერონიკამ გოლგოთაზე მიმავალ ქრისტეს მიაწოდა ხელსახოცი, რომლითაც მან ოფლი შეიმშრალა და ზედ სასწაულებრივ თავისი პირისახის ანაბეჭდი დატოვა. (ხსენება 25 (12) ივლისი) -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
![]() ![]() |
marine |
![]()
პოსტი
#2
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 61,837 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
" - და იხილა ლეღვი ერთი შორით, რომელსა ესხა ფურცელი, და მოვიდა, უკუეთუმცა რაიმე პოვა მას შინა. და მოვიდა რაი მისა, არარაი პოვა, გარნა ფურცელი ხოლო, რამეთუ არ იყო ჟამი ლეღვისაი. და ჰრქუა მას: ნუღარამცა ვინ ჭამს უკუნისამდე შენგან ნაყოფსა. და ესმოდა ესე მოწაფეთა მისთა.
უნაყოფო ლეღვის ხე უფლის საუბრებში ადრეც იყო მოჩნეული ცოდვილი კაცის სახედ. ლუკა მახარებელმა შემოგვინახა მთელი იგავი, რომელიც ლეღვის ხეს ეხება. ამ იგავში იგი ლეღვის ხეს ინდობს მომავალში ნაყოფის გამოღების იმედით, მას მისჯილი ჰქონდა მოკვეთა და გადაგდება, რითაც გამოიხატება ღვთის დიდი მოთმინება ცოდვილთა მიმართ. ახლა კი ლეღვის ხე დაწყევლილია უნაყოფობის გამო მართლმსაჯულების ნიშნით, რომელიც, ადრე თუ გვიან, სჯის მოუნანიებლებს. ამრიგად, უწინდელი იგავი ქრიტეს მოწაფეთათვის უნდა ყოფილიყო კარგი განმარტება ლეღვის ხეზე უფლის მსჯავრისა, ეს განაჩენი კი ავსებდა იმ გაკვეთილს, რომელშიც იგავი იყო მოცემული, რაც აჩვენებდა, რომ უფლის შემწყნარებლობას აქვს თავისი დრო და დასასრული, რომ მოუნანიებლობა, განსაკუთრებით კი პირმოთნეობა, ყველაზე ადრე დაატეხს უსინანულო კაცს ზეციურ რისხვას". /მთავარეპისკოპოსი ინიკენტი ბორისოვი/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 1st July 2025 - 11:12 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი