ყველაფერი რაც წმიდა სახარებას ეხება... |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
ყველაფერი რაც წმიდა სახარებას ეხება... |
marine |
Dec 27 2006, 11:35 AM
პოსტი
#1
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,336 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
"წმიდა სახარების ოდენ ხილვითაც კი ჩვენ უფრო თავშეკავებულნი ვხდებით ცოდვისადმი, ხოლო თუკი ამას მისი ყურადღებით წაკითხვაც დაერთვის, მაშინ სული თითქოს უხილავ განსაწმენდელში მოხვდაო, იწმინდება და კეთილშობილდება, ანუ უწინდელზე უმჯობესი ხდება, რადგან მას სწორედ ღმერთი ელაპარაკება წმიდა წიგნების მეშვეობით."
წმ. იოანე ოქროპირი - ძველი გადმოცემა უფლის მარჯვნივ ჯვარცმულ ავაზაკს უწოდებს დისმასოს, ხოლო მარცხნივ მყოფს - გესტასოს. - მართალი ვერონიკა, გადმოცემით ის სისხლმდინარე ქალია, რომელიც მაცხოვრის სამოსლის ფესვზე შეხებით განიკურნა. ვერონიკამ გოლგოთაზე მიმავალ ქრისტეს მიაწოდა ხელსახოცი, რომლითაც მან ოფლი შეიმშრალა და ზედ სასწაულებრივ თავისი პირისახის ანაბეჭდი დატოვა. (ხსენება 25 (12) ივლისი) -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
Feb 8 2021, 02:08 PM
პოსტი
#2
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,336 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
" - ხოლო თქუენ სთქუთ: უკუეთუ ჰრქუას კაცმან მამასა ანუ დედასა კორბან, რომელი არს ნიჭი, რომელი რაი ჩემგან სარგებელ გეყოს.
წმ. იოანე ოქროპირი: "ფარისევლებს სურდათ ეჩვენებინათ, რომ იესოს მოწაფეები არღვევდნენ მცნებას, ქრისტე კი პირიქით უჩვენებს, რომ ისინი თავად სცოდავნენ. ადამიანური გადმოცემა ხელის დაბანის აუცილებლობის თაობაზე არ ეწინააღმდგებოდა ღვთის მცნებას, ამიტომაც უფალი მიუთითებს მწიგნობრებს მათ სხვა გადმოცემაზე, რომელიც პირადპირ ეწინააღმდეგებოდა ამ მცნებას: ისინი ასწავლიდნენ ყრმებს, კეთილმოსაობის საბაბით, მოეძულებინათ მამები. თუ, მაგალითად, რომელიმე მშობელი ეუბნებოდა შვილს, მომეცი ეს ცხვარი ან სხვა რამეო, ისინი უპასუხებდნენ, - ის, რაც შენ გსურს ჩემგან ისარგებლო, მე მას ღმერთს მივართმევ ძღვნად, ამიტომაც არ შეიძლებაო შენგან მისი მიღება. აქედან წარმოდგებოდა ორმაგი ბოროტება: ისინი შეურაცხყოფდნენ მშობლებს ღვთის წინაშე მოვალეობის საბაბით, და გმობდნენ ღმერთსაც, მშობლების წინაშე მოვალეობის მიზეზით". -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 22nd September 2024 - 04:39 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი