ღვთის მადლიერება |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
ღვთის მადლიერება |
marine |
Jun 13 2020, 08:29 PM
პოსტი
#1
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,336 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
" - როგორ დავიმსახუროთ ღვთის მადლიერება?
- ადამიანის სათნოება მის ცოდვებთან შედარებით უმნიშვნელოა. ცოდვების მონანიება ღვთის კეთილგანწყობისა და მადლიერების მოპოვების საუკეთესო საშუალებაა". /მამა ვალენტინი (მორდასოვი)/ "მადლიერება უმთავრესი ქრისტიანული სათნოებათაგანია და მასთან დაკავშირებით ჩვენი დამახინჯებული დამოკიდებულებები აუცილებლად უნდა გამოვასწოროთ." "მოწყალების შემდეგ უდიდესი სათნოებაა მადლიერება ღვთისადმი და ადამიანებისადმი." "წმ. მამები ამბობენ, რომ მადლი მადლობის შეწირვისას, მადლიერებით აღვსებისას, თავმდაბლობის, მსხვერპლის გაღების, მოთმინებისა და სიმშვიდის გამოვლენისას გვეძლევა." /ილია მეორე/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
Mar 4 2021, 03:14 PM
პოსტი
#2
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,336 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
"ერთი ქრისტიანი კაცი პრობლემებმა დაამძიმა და მონასტერში ავიდა თავის მოძღვართან.
„სულ ამერია ცხოვრება… სამსახურიც დავკარგე… ოჯახიც დამენგრა… ბანკის ვალში ვიღრჩობი… ლამისაა თავი მოვიკლა…“ — შესჩივლა მან მღვდელს. მოძღვარმა გულისყურით მოისმინა სასოწარკვეთილის ჩივილი და ერთადერთი რამ ჰკითხა: „ამ ბოლო დროს რამე სასიხარულო თუ მომხდარა შენს ცხოვრებაშიო?“ „არაფერიო“, — უპასუხა კაცმა. „მადლობელი თუ ყოფილხარო“, — კვლავ ჰკითხა მოძღვარმა. „უბედური კაცი რისი მადლობელი უნდა იყოსო“, — თავი იმართლა კაცმა. მოძღვარმა ილოცა სულიერი შვილისთვის. მერე გარეთ გაიყვანა, ტაძარს გარშემო შემოატარა. იქვე ერთი პატარა კენჭი იპოვა, მიაწოდა და უთხრა: — ეს მადლმოსილი ქვაა, უბრალო არ გეგონოს, სულ თან უნდა ატარო და ყოველდღე, როცა სულ მცირე სიხარულს მაინც წააწყდები, ხელი მყარად მოუჭირე ამ კენჭს და მადლობა მოუხადე უფალს. — სიხარული სად ვიპოვო მამაო? — იკითხა გულმკვდარმა კაცმა. — აქ რომ ამოხვედი, ჩემი დანახვა ხომ გაგეხარდა? — დიახ, მამაო. — ჰოდა აი, ამით დაიწყე, ახლავე მაგრად მოჭირე ხელი მაგ ქვას და რა გულითაც გაგეხარდა ჩემი დანახვა, იმ გულით მადლობა გადაუხადე უფალს. კაცმა შეასრულა მოძღვრის რჩევა, მაგრად მოუჭირა მუჭში მომწყვდეულ ქვას და „მადლობა უფალოო“ — ჩურჩულით წარმოსთქვა. — ასე განაგრძე ამის შემდეგ — უთხრა მოძღვარმა — ნუ იქნები უმადური და თვალბინდიანი და თუ რამ სასიხარულო ნახო, ნუ დაგეზარება მადლობის თქმა. აქედან რომ მშვიდობიანად ჩახვალ სახლში, მადლობა თქვი; ბავშვი რომ შემოგეგებება ენის ტიკტიკით, გაიხარე და მადლობა თქვი; ვინმე რომ მადლობას გეტყვის სიკეთისთვის, ამაზეც ღმერთს ჰმადლობდე და თან ამ მადლმოსილ ქვას ნუ დაივიწყებ. მორჩილად შეასრულა კაცმა მოძღვრის კურთხევა. ზურგი შეაქცია უსიამოვნო ფიქრებსა და გრძნობებს. მადლიერების ტალღაზე განაწყო თავისი გონება, სული და გული. ჩვევად ექცა სამადლობელო საქმის ძიება და მოხდა უცნაური რამ: თანდათან გამრავლდა ისეთი ფაქტები, ისეთი მოვლენები და გარემოებები, რომლებსაც მართლა მოფქონდა მეტი და მეტი სიხარული; იმ სიხარულისთვის მადლიერება კი ორმაგად და სამმაგად ზრდიდა სიხარულსაც და ამ სიხარულის მიზეზებსაც, ხოლო მადლიერების ქვაზე უმიზეზოდ შეხებაც კი მის ტვინს მადლობისთვის განაწყობდა. ხოლო მისი გული მაგნიტივით იზიდავდა დადებით ემოციებს: სიხარულს, სიყვარულს და იმედს." კარგი იქნება, თითოეული ჩვენგანიც თუ გავაკეთებთ ამას, თითოეულმა ჩვენგანმა ავიღოთ მადლიერების ქვა, მუდამ ვატაროთ თან და აი, ნახავთ ჩვენთანაც რა მალე მოვა სიხარული და ბედნიერება". -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 23rd September 2024 - 01:43 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი