ღვთის ნება |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
ღვთის ნება |
ninca |
Nov 15 2006, 11:06 PM
პოსტი
#1
|
ninca ჯგუფი: Members პოსტები: 192 რეგისტრ.: 11-November 06 წევრი № 450 |
მშვიდობა თქვენ სულს!
ამ ქვეყნად ყველაზე მთავარია, ადამიანმა იცოდეს, თუ რა არის ღვთის ნება და საღვთო მოშურნოებით იღვწოდეს მის შესასრულებლად. თქვენ როგორ ფიქრობთ, როგორ უნდა მივხვდეთ ამათ თუ იმ ცხოვრებისეულ სითოაციაში, თუ რა არის ღვთის ნება? |
marine |
Apr 2 2021, 04:45 PM
პოსტი
#2
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 58,204 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
"უფალი ამბობს: "ნეტარ იყვნენ მშვიდობისმყოფელნი". ვიფიქრე: "ნაწილობრივ მდუმარებას შევინახავ, ხოლო ნაწილობრივ ადამიანებს შორის მშვიდობის ჩამოგდებას ვემსახურები". ავდექი და დავსახლდი ერთი შფოთიანი ძმის, სქემონაზვნის ახლოს, ვესაუბრებოდი და ვცდილობდი დამერწმუნებინა, რომ ყველასთან მშვიდობა ჰქონოდა და ყველასათვის მიეტევებინა. ცოტა ხანს მითმინა, მერე კი ისე მომდგა, რომ სენაკიც მივატოვე და ძლივს გამოვასწარი ცოცხალმა. ბევრი ვიტირე მაშინ უფლის წინაშე, რომ მშვიდობა დავკარგე. და მივხვდი, რომ ღვთის ნება უნდა ეძიო და ისე იცხოვრო, როგორც ღმერთს ნებავს, და არა ისე, რომ თვითონ გამოიგონო ღვაწლი შენი თავისთვის. ძალიან ვცდებოდი ამ მხრივ.
ვკითხულობ რაღაცას და მგონია, რომ კარგი იქნება ასე მოვიქცე, სინამდვილეში კი სულ სხვანაირად გამოდის. ძნელია მოძღვრის გარეშე ცხოვრება. გამოუცდელი სული ვერ იგებს ღვთის ნებას და მრავალი მწუხარების დათმენა უწევს, სანამ სიმდაბლეს ისწავლიდეს". /ღირსი სილუანე ათონელი/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 4th June 2024 - 02:46 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი