სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
| marine |
Nov 1 2007, 05:45 PM
პოსტი
#1
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 64,195 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
1. დემეტრე (დიმიტრი I), - დავით აღმაშენებლის ძე, მეფობდა 1125-1155 წწ. ბერად შედგა დანიელის სახელით, მონოზონობაში დაჰყო ერთი წელი, გარდაიცვალა 1156 წ.
წყაროები: ნიკორწმინდის სულთა მატიანეში იკითხება: "დიმიტრი მართლმადიდებელისა მეფისა, რომელმან მონაზონობისა ღვაწლთა შემოსვითა სრულყო საწუთო ესე. საუკუნოს იყავნ ხსენება." ლაშა-გიორგის დროინდელი მემატიანე: "წარვლო ცხოვრება და მიიწია სრულქმნილი სიბერესა, შეიმოსა ჩოხა და იკურთხა სქემითა, დაყო წელიწადი ერთი და მოკუდა." 2. თამარი, დავით აღმაშენებლის ასული, დაი კატაისი (ბიზანტიის იმპერატორის შვილის ბრიენის მეუღლე, და დიმიტრი I მეფისა, ცოლყოფილი აღსართან შირვან შაჰისა, ააშენა თიღვის ეკლესია. შემონოზონდა თომას სახელით, საფიქრებელია თიღვის მონასტერში. გარდაიცვალა 1156 წ. ნიკორწ. სულთა მატ.: "თამარ თომაი დასა დედოფლისა და მეფისა, მონაზონებისა ზეშთა განბრწყინვებულისა საუკუნოს იყავნ." ქართლის ცხოვრება: "ამასვე წელსა მეფე დემეტრე მოკუდა და დაი დემეტრესი თამარ, თიღვისა აღმშენებელი, იგიცა შემონაზონებული გარდაიცვალა და დაი მისი კატაი დედოფალი საბერძნეთს გათხოვილ იყო." 3. ალექსანდრე I დიდი, კონსტანტინე I-ის ძე, მეფობდა 1412 - 1443. ბერად შედგა 1443 წ. აბრაჰამის სახელით მცხეთას, სადაც ააშენა სადგომად სახლი მისი სამარხის, მთავარანგელოზის ეკვდერთან. ნიკორწ. სულთა მატ.: "ღვთივ გვირგვინოსნისა მეფეთ-მეფისა ალექსანდრე ყოფილისა აბრაამისი საუკუნოს იყავნ." ქართლის ცხ.: "ქორონიკონსა რლ (1443)... ხოლო თვით მეფემან ალექსანდრე სახე მონაზონებისა შეემოსა და უწოდეს სახელად ათანასე, და აღაშენა მისთვის სენაკნი და სახლნი დიდნი ქვიტკირისანი მცხეთას მისგან აშენებულს მთავარანგელოზის ეკუდერთან, და მუნ დადგა ვიდრემდის ცხოვრობდა სასოებით და მოღუაწებითა." ზემომოტანილ წყაროებში ალექსანდრეს მონოზნობის სახელი სხვადასხვაა: "აბრაჰამი და ათანასე, როგორც ექ. თაყაიშვილიც ფიქრობს, ნამდვილად უნდა მივიჩნიოთ აბრაჰამი. რადგან ეს ცნობა დოკუმენტური ხასიათისაა და უფრო ადრინდელიც, ვიდრე "ახალი ქართლის ცხოვრების" მეორე ტექსტი. (გაგრძელება იქნება) -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
![]() ![]() |
| marine |
Apr 5 2021, 08:48 PM
პოსტი
#2
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 64,195 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
"ალექსანდრე მეფეს თავისი სიყვარული ქრისტეს მიმართ იმითაც გამოუმჟღავნებია, რომ 1442 წელს, თავისი სიცოცხლის უკანასკნელ წლებში მეფობაზე უარი უთქვამს, ბერად შემდგარა და მონაზვნად აღკვეცილა თავის მიერ განახლებულ სვეტიცხოვლის ბნელ ეკვდარში ათანასე ბერის სახელით და სიკვდილამდე იქიდან არ გამოსულა. დასაფლავებულია სვეტიცხოველში".
/მიტროპოლიტი ანანია ჯაფარიძე, ლია ბარბაქაძე "საქართველოს საეკლესიო ისტორია (VIII კლასის სახელმძღვანელო)" გვ.107/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine ბერად აღკვეცილი ქართველი მეფეები და მათი ოჯახი წევრები Nov 1 2007, 05:45 PM
t.l. marine
ძალიან საინტერე... Nov 1 2007, 06:12 PM
solomony მეც მაინტერესებს ე... Nov 1 2007, 06:23 PM
ლილიანა ძალიან საინტერესოá... Nov 1 2007, 06:31 PM
marine t.l.
solomony
ლილიანა
პირიá... Nov 2 2007, 11:33 AM
ქავთარაძე ამათი დიდი ნაწილი áƒ... Nov 2 2007, 11:37 AM
marine
ამათი დიდი ნაწილი á... Nov 2 2007, 11:42 AM
ქავთარაძე marine
არა მე ინფო არ მა... Nov 2 2007, 11:49 AM
marine 6. დავითი, კონსტანტი... Nov 2 2007, 01:04 PM
marine
გიორგი IX
ქართლის მ... Dec 7 2007, 05:02 PM
ketino
მაინტერესებს სად áƒ... Nov 2 2007, 04:52 PM
marine
ხოდა, თუ ვინმემ უფრ... Nov 2 2007, 05:07 PM
staywhite
marine
არა მე ინფო არ მáƒ... Nov 2 2007, 07:01 PM
marine
მაინტერესებს ასეთ... Dec 7 2007, 03:57 PM
marine თეიმურაზ I იყო ფრიაá... Dec 12 2013, 10:40 AM
marine "ქორონიკონსა რლ, áƒ... Apr 3 2015, 03:36 PM
marine "თავდაპირველად აá... Oct 10 2016, 01:00 PM
marine "ესოდენ დიდებული ... Oct 27 2016, 02:54 PM
marine "მწირ ცნობებზე და... Apr 17 2017, 04:50 PM
marine "ნიკოლოზ კათოლიკá... Aug 16 2017, 11:38 AM
marine "1603 წელს თინათინიáƒ... Sep 5 2017, 06:44 PM
marine "დიდებულთათვის უá... Sep 6 2017, 06:31 PM
marine "ბავშვობიდან მოყá... Sep 14 2017, 10:27 AM
marine 1615-1716 წლებში მეფობდნ... Sep 19 2017, 09:47 PM
marine სამცხის ათაბაგ-ჯაყ... Sep 30 2017, 10:40 AM
marine "ბაგრატიონი ბაგრá... Feb 6 2018, 12:40 PM
marine "ის, რომ "არა ხოლá... Jul 18 2018, 09:50 PM
marine "1525 წელს ქართლის მá... Aug 3 2019, 09:19 PM
marine "[აშოთან მუხრანბა... Jun 20 2022, 07:05 PM
marine "თამარ ბაგრატიონá... Jun 20 2022, 07:30 PM
marine "ცნობილია რომ თინ... Jun 21 2022, 02:12 PM
marine "უკანასკნელი ანდá... Jun 22 2022, 11:50 AM
marine "მარიამი [ასული აáƒ... Jun 23 2022, 12:56 PM
marine "წმიდა დედათა დას... Apr 5 2023, 09:47 PM
marine "აღსანიშნავია, რო... Mar 19 2026, 04:28 PM
marine "შვილის გარდაცვაá... Mar 27 2026, 03:32 PM
marine "საბინინის ცნობიá... Apr 8 2026, 08:27 PM
marine "ვ. მინორსკის ვარáƒ... Apr 9 2026, 12:45 PM
marine "აქვე ნიშანდობლიá... Apr 10 2026, 03:57 PM![]() ![]() |
| მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 2nd November 2026 - 08:23 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი