ღვთის მადლიერება |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
ღვთის მადლიერება |
marine |
Jun 13 2020, 08:29 PM
პოსტი
#41
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 58,230 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
" - როგორ დავიმსახუროთ ღვთის მადლიერება?
- ადამიანის სათნოება მის ცოდვებთან შედარებით უმნიშვნელოა. ცოდვების მონანიება ღვთის კეთილგანწყობისა და მადლიერების მოპოვების საუკეთესო საშუალებაა". /მამა ვალენტინი (მორდასოვი)/ "მადლიერება უმთავრესი ქრისტიანული სათნოებათაგანია და მასთან დაკავშირებით ჩვენი დამახინჯებული დამოკიდებულებები აუცილებლად უნდა გამოვასწოროთ." "მოწყალების შემდეგ უდიდესი სათნოებაა მადლიერება ღვთისადმი და ადამიანებისადმი." "წმ. მამები ამბობენ, რომ მადლი მადლობის შეწირვისას, მადლიერებით აღვსებისას, თავმდაბლობის, მსხვერპლის გაღების, მოთმინებისა და სიმშვიდის გამოვლენისას გვეძლევა." /ილია მეორე/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
Apr 7 2021, 08:40 PM
პოსტი
#42
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 58,230 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
ხშირად იმეორებენ, სიკეთე გავუკეთე, გადავყევი, არაფერს ვიშურებდი და არ დააფასა, მადლობაც არ მითხრაო...
ჰმ, მადლობას ვინ ჩივის, შეიძლება მოგიბრუნდეს და ლანძღვა-გინება დაგიწყოს... უნდა შევეგუოთ იმას, რომ მადლიერებაც ნიჭია, როგორც სხვა ბევრი რამ, რაც შეიძლება ყველას არ აღმოაჩნდეს... ლანძღვა კი უბრალოდ უტაქტობა და უზრდელობაა. შესაბამისად არ უნდა გეწყინოს. სიკეთის კეთების გზაზე მაინც არ უნდა დავბრკოლდეთ. არ უნდა ვიყოთ დამოკიდებული იმაზე, ამას ვინ დაინახავს და მადლობას როდის გადაიხდის... ყველაფრის მიუხედავად ჩვენ იგივე გზით განვაგრძოთ სიარული. იკითხოს მან, ვისაც მადლიერება არ შეუძლია!.. /მამა პეტრე კვარაცხელია/ კარგი მოხდება თუ ცუდი, ორივესთვის მადლიერი იყავი. პირველი სიხარულს განიჭებს, მეორე გაძლიერებს და ცხოვრებას გასწავლის!.. /მამა პეტრე კვარაცხელია/ ისე ვერავინ ვერავის დასჯის, როგორც უმადური საკუთარ თავს!.. /მამა პეტრე კვარაცხელია/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 7th June 2024 - 02:08 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი