სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
| მარიამი |
Nov 29 2007, 12:32 AM
პოსტი
#1
|
![]() + + + ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Senators პოსტები: 12,615 რეგისტრ.: 23-July 06 მდებარ.: თბილისი წევრი № 6 |
მარკოზის სახარებას ვკითხულობდი ახლა და ამ საკითხზე ჩავფიქრდი:
"ხოლო მეორე დღეს, ბეთანიიდან წამოსულს მოშივდა; შორიდან დაინახა გაფოთლილი ლეღვის ხე და მივიდა, იქნებ ზედ რამე ვიპოვოო, მაგრამ მისულმა ვერაფერი ნახა ფოთლების გარდა, ვინაიდან ჯერ კიდევ არ მოეწია ლეღვის მწიფობას. და უთხრა მას: აღარავის ეგემოს შენი ნაყოფი უკუნისამდე" (თავი 11) მართალი გითხრათ, დიდხანს არ მიძებნია განმარტება, ახლო-მახლო მოვიძიე და კარგად მაინც ვერ გავიგე. როგორც ვხვდები, უნაყოფო ლეღვის ხეს შედარებულია ის ადამიანი, ვისაც თავისი ცხოვრებით კეთილი ნაყოფი არ მოაქვს. მაგრამ სახარებაში წერია, რომ არ იყო ნაყოფის გამოღების დრო. რატომ ელოდა უფალი ნაყოფს დროზე ადრე? აქვე მეორე ეპიზოდი გამახსენდა ასევე უნაყოფო ხეზე, რომლის მოჭრაც უნდოდა ბატონს და მსახურის თხოვნით გადადო ნაყოფის მოლოდინში. ანუ, აქ თითქოს უფალი საწინააღმდეგოდ იქცევა. იქნებ გამარკვიოთ, ვინმემ თუ იცის განმარტება. -------------------- ნუ მივატოვებთ ერთმანეთს, როცა ერთმანეთს ვჭირდებით...
|
![]() ![]() |
| marine |
May 16 2021, 09:52 PM
პოსტი
#2
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 63,162 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
"უფალმა დაწყევლა ლეღვის ხე, რათა ეს მოყვასისთვის ქცეულიყო მაგალითად, ხოლო მტრებისთვის - გაფრთხილებად. მან გაახმო ლეღვის ხე, რათა ეჩვენებინა, რომ უკვე აღარ იყო საჭირო ლეღვის ის ფურცლები, რითაც იმოსებოდა ადამი, რადგან იგი ამაღლებულ იქნა ძველ დიდებაში, რომლის დროსაც მას არ სჭირდებოდა, არც ფოთლებით შემოსვა და არც სხვა ტანსაცმელი".
/წმ. ეფრემ ასური/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
მარიამი უნაყოფო ლეღვის ხე Nov 29 2007, 12:32 AM
m16
ვერ გავიგე უფალი წ... Nov 29 2007, 01:16 AM
მამა ირაკლი
მარკოზის სახარება... Nov 29 2007, 01:27 AM
მარიამი მამა ირაკლი
დიდი მ... Nov 29 2007, 01:48 AM
მნათე
wooooooow
მართლა არასდრ... Nov 29 2007, 01:59 AM
Genesis
მარკოზის სახარება... Nov 29 2007, 03:00 AM
მარიამი
მანდ იმან დაგაინტ... Nov 29 2007, 10:54 AM
ბოლქვაძე
აჰა ახლა გასაგები... Nov 29 2007, 11:18 AM
neo სჯულსაც ვადაზე ადრ... Nov 29 2007, 01:40 PM
.nino მე პირადად ასე გავ... Nov 29 2007, 02:14 PM
მამა ირაკლი
მე პირადად ასე გავ... Nov 29 2007, 08:46 PM
seminaristi
მარკოზის სახარება... Apr 8 2008, 03:15 PM
marine "იესომ ცეცხლით არ... May 13 2021, 08:09 PM
marine "თუმცა არსებობს ქ... Aug 12 2024, 09:34 PM
marine "ლეღვის ხის შეჩვე... Aug 18 2025, 08:08 PM![]() ![]() |
| მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 12th December 2025 - 08:32 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი