![]() |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
![]() |
ann_ann9 |
![]()
პოსტი
#1
|
![]() ana L ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 72 რეგისტრ.: 23-November 07 წევრი № 3,233 ![]() |
გამიგია ცოდვები 7 თაობაზე გადადისო მოდი ამაზე ვისუბროდ( ტუ მსგავსი თემა გახსნილია მაშინ ადმინისტრაციას მოუხდი ბოდიშსს და შეუძლია გააუქმოს)
|
![]() ![]() |
marine |
![]()
პოსტი
#2
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 61,813 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
"– მამაო, ბიბლიაში წერია, რომ უფალი მამათა ცოდვებს მათ შვილებსა და შვილიშვილებს მოჰკითხავს. ხშირად გაიგონებთ, რომ ცოდვა შთამომავალზე გადადის... რამდენად შეესაბამება ეს აზრი ქრისტიანულ კანონიკას?
– წინაპრის მიერ ჩადენილ ცოდვაზე შთამომავალი პასუხს არ აგებს. მაგრამ ეს ცოდვა ერთგვარად მაინც აისახება მის სულზე. ცნობილი ხალხური გამოთქმა – პაპის ნაჭამმა ტყემალმა შვილიშვილს მოსჭრა კბილიო, სწორედ იმას ნიშნავს, რომ წინაპრის ცოდვა აზარალებს და აბრკოლებს ადამიანს. ქრისტეს ჯვარცმის შემდეგ ადამიანი მონათვლის შედეგად წინაპრების ყველა ცოდვისაგან თავისუფლდება, მაგრამ მიდრეკილებები მაინც რჩება, რადგან თითოეულ ჩვენგანს წინაპრებისგან უამრავი დადებითი და უარყოფითი თვისება გადმოეცემა. უფალმა არ გაწირა თავისი საყვარელი ქმნილება და ცოდვათა გამოსასყიდად იესო ქრისტე მოუვლინა. იესომ ჯვარცმით გამოისყიდა ჩვენი ცოდვები და მოგვცა სინანულის საშუალება, რათა სასუფეველში პირნათელი წარვდგეთ მის წინაშე. ამდენად, თუ ადამის ცოდვისგან ვთავისუფლდებით, მით უფრო შეიძლება დავძლიოთ ჩვენში საკუთარი წინაპრის ცოდვების მიმართ მიდრეკილება ლოცვით და ქრისტიანული ცხოვრების წესით. ცოდვები, როგორც უფლის წინაშე პირადი პასუხისმგებლობა, არ გადადის მემკვიდრეობით, მაგრამ ისინი გადაეცემა გარკვეული განწყობის სახით, რაც ამძიმებს ადამიანის სულიერ ცხოვრებას." /მამა გიორგი სხირტლაძე/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 29th June 2025 - 06:37 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი