პირველი საუკუნეების ეკლესია, დევნებიდან კონსტანტინე დიდამდე ( I - IV სს.) |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
პირველი საუკუნეების ეკლესია, დევნებიდან კონსტანტინე დიდამდე ( I - IV სს.) |
KAIROS |
Apr 19 2007, 11:17 PM
პოსტი
#41
|
იხარეთ! ჯგუფი: საფინანსო პოსტები: 9,492 რეგისტრ.: 9-November 06 მდებარ.: Aurea mediocritas წევრი № 438 |
ეს ეპოქა ყველაზე წმიდაა და ყველაზე სათუთი, ახალდაბადებული და თავგანწირული, ეს არის ღვთის სასწაულის ისტორია, ჭეშმარიტების ქადაგების ისტორია... შევეცადოთ დავუბრუნდეთ ფესვებს, ვისწავლოთ მათგან, გავიგოთ მათი ისტორიები, მათი ცხოვრება, აქ მოვყვეთ მოწამეთა ისტორიები, მოციქულთა ღვაწლი, აქვე დავდოთ წიგნები და სტატიები ( რომელიც შესაბამისად იქნება ასევე ღვთისმეტყველების ბიბლიოთეკაში) რომლებიც პირველი ოთხი საუკუნის ქრისტიანობაზე ისაუბრებს... აბა გთხოვთ იაქტიუროთ, მოძებნოთ და აქ თავი მოვუყაროთ ყველა ინფორმაციას, რომელიც ამ საუკუნეებზე მოგვიყვება: აქ ახლა პირველ საეკლესიო ისტორიკოსს გთავაზობთ: ევსები კესარიელს http://www.4shared.com/file/13075045/3d408...KL_ISTORIA.html ეს კი პირველ ქრისტიანულ ღვთისმსახურებას შეეხება: http://www.4shared.com/file/11631280/d93f2...__LITURGIA.html აბა, გელით პატივისცემით, კაიროსი! -------------------- ...მართლმადიდებლობა ყოველგვარი უკიდურესობებისგან გამიჯნული სამეუფეო გზაა. აქედან გამომდინარე, მისთვის დამახასიათებელია თავგანწირვა, მაგრამ მიუღებელია ფანატიზმი, დამახასიათებელია შემწყნარებლობა, მაგრამ მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი (ყველაფრის დაშვებულობა)-
ილია II- სააღდგომო ეპისტოლე, 2008 წელი |
athos |
Apr 23 2007, 07:45 PM
პოსტი
#42
|
Άγιον Όρος ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 1,846 რეგისტრ.: 8-January 07 წევრი № 816 |
ვაგრძელებ ნაწყვეტებს ზემოთაღნიშნული წიგნიდან ქართულად
თემში მიღება განხილულ ეპოქაში ქრისტიანული თემი, თუ ის არ იყო დიდ ქალაქში, შეიძლებოდა დატეულიყო ერთ სტუმართმოყვარე სახლში. ძმობის ცნება აქ კონკრეტულ აზრს იძენდა. ყველა ძმა და და ერთმანეთს კარგად იცნობდნენ სახეზე და ერთმანეთს სახელებით მიმართავდნენ დურა-ევროპოსის ბაზილიკა, რომელიც ჩვენამდე მოღწეულთა შორის ყველაზე ძველია პირველი ქრისტიანების შეკრების ადგილასაა აღმოცენებული. დურა-ევროპოსი პატარა ქალაქი იყო მცხოვრებთა საშუალო რაოდენობით, ქრისტიანული თემი აქ დაახლოებით სამოცამდე ადამიანს შეადგენდა. "სირიულ დიდასკალიებში" აღწერილია ქრისტიანული თემი, სადაც ეპისკოპოსი თვითონ უნაწილებს დახმარებას, რადგან კარგად იცნობს ყველა გაჭირვებულს. თუ გზად მიმავალი ძმა შემოუერთდებოდა დროებით თემს, უნდა ეჩვენებინა რომ ცარიელი ხელებით მოვიდა. რჩევები რომელიც მოცემულია დიდასკალიაში შთამბეჭდავია თავისი პატრიარქალური და ასევე პიროვნული ხასიათით. არავითარი მინიშნება რაიმე სახის ბიუროკრატიაზე ან ადმინისტრაციაზე. დიაკონი დგას კარებთან და ხვდება ყველა შემოსულს. ის ყველას იცნობს. მან იცის ვინ არის მდიდარი და ვინ ღარიბი. არჩევს კეთილმსახური მშობლების ბავშვებს და ობლებს, ადამიანებს, რომელთაც არა აქვთ სამუშაო და ქვრივებს. მან იცის რას ნიშნავდა თითოეულისთვის ნათლობა, მრავალმა უარი თქვა თავის ძველ ცხოვრებაზე და ეხლა ერთადერთი დასაყრდენი ეს ახალი ოჯახია, რომელთან შეერთებისთვის მათ უარი თქვეს ყველაფერ დანარჩენზე "დიაკონი უნდა იყოს ეპისკოპოსის ყურები, მისი ბაგეები, მისი გული და სული" წერია "დიდასკალიაში". ამ რეკომენდაციებს უდიდესი მნიშვნელობა ქონდა დიაკვნისთვის. "მისი გული" და "მისი სული" ეკუთვნოდა მთელ ძმებს და დებს, ყველას გააჩნდა თავისი ისტორია, მატერიალური და სულიერი მოთხოვნილებები. ამ დროს არ იყო არც ართი ადამიანი ვისთვისაც რწმენა არ იქნებოდა დაკავშირებული რისკთან, ვინც არ თქვა უარი ძველ ცხოვრებაზე ახლის მოლოდინში დიაკვნები დღეღამის ნებისმიერ დროს მიდიოდნენ ციხეებში რომ შეემსუბუქებინათ ქრთამის საშუალებით ტუსაღთა ხვედრი. ასეთი იყო სახე ურთიერთძმობისა და დახმარებისა -------------------- და ესე უწყოდეთ ჟამი, რამეთუ აწვე არს ჟამი განღჳძებად ჩუენდა ძილისაგან. აწ უმახლობელეს არს ჩუენდა ცხორებაჲ, ოდესღა-ესე გურწმენა. ღამე იგი განგუეშორა, და დღე შემოგუეახლა; განვიშორნეთ უკუე საქმენი ბნელისანი და შევიმოსოთ საჭურველი ნათლისაჲ.
|
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 27th September 2024 - 10:52 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი