რატომ ვუწოდებთ, მოძღვართ მამებს?, მათე 23; 8-12 |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
რატომ ვუწოდებთ, მოძღვართ მამებს?, მათე 23; 8-12 |
მნათე |
Apr 23 2007, 06:55 PM
პოსტი
#1
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 17,662 რეგისტრ.: 23-July 06 მდებარ.: Tbilisi წევრი № 4 |
ხოლო თქვენ ნუ იწოდებით: რაბი; რადგან ერთია მოძღვარი თქვენი, ქრისტე; ხოლო თქვენ ყველანი ძმები ხართ. და მამას ნურავის უწოდებთ თქვენ ქვეყანაზე, რადგან ერთია მამა თქვენი, რომელიც არის ზეცაში. ნურც იწოდებით წინამძღვრებად, რადგან ერთია წინამძღვარი თქვენი - ქრისტე. ხოლო უდიდესი თქვენ შორის იყოს თქვენი მსახური. ხოლო ვინც აიმაღლებს თავს, დამდაბლდება, და ვინც დაიმდაბლებს თავს, ამაღლდება.
====================================================== მოკლედ, გვერდზე ფორუმზე ერთმა ათეისტმა წამოჭრა ზემოთ ხსენებული და წითლად შეფერილი, საკითხი, რომელთან შესახვედრად გულწრფელად ვიტყვი - მოუმზადებელი აღმოვჩნდი, დიდი სიამოვნებით მოვისმენდი ეგზეგეზას -------------------- ანალოღია და ჯვარი მომიტანეთ, ვქადაგებ!
რომ გამრეცხავთ, გავიწევ :))))) |
ლეონტი |
Apr 23 2007, 08:05 PM
პოსტი
#2
|
ილოცე!!! ჯგუფი: Members პოსტები: 1,990 რეგისტრ.: 7-November 06 მდებარ.: ოთახი წევრი № 416 |
ჯერ ის უნდა გვახსოვდეს გამუდმებით, რომ რუსეთთან შეერთების მერე, ჩვენში ყველაფერი ძირეულად შეიცვალა.
განსაკუთრებით ეკლესიაში. და ადრე თუ ეს ცვლილება ეკლესიაში ,იერუსალიმურიდან ბერძნულზე , ჩვენივე წმინდა მამების წმინდა ღვაწლით ჩატარდა, რუსულ ეკლესიის იერზე გადასვლა ,ძალადობით და ყოველივე ქართულის აღმოფხვრით წარიმართა. შეიცვალა მთლიანი გარეგნული და ყოფითი ფორმა, რაც საუკუნეების მანძილზე მტკიცედ და უცვლელად მოდიოდა. როგორ გგონიათ ,რატომ ითვლება პიროვნებისადმი მრავლობითში ანუ თქვენობით მიმართვის მახინჯი ფორმა ზრდილობის და პატივისცემის ფორმად, როცა რუსების გაბატონებამდე საქართველოში მხოლოდ შენობით მიმართავდნენ თვით მეფესაც კი. რუსეთის ძალადობრივი გავლენით, თვიტთ ქართული ენის სინტაქსიც და აზროვნების და წინადადებათა წყობის ფორმაც კი შეიცვალა. უამრავი დღეს მართლწერულად მიღებული სიტყვა პირდაპირი ან ირიბი კალკაა რუსული სიტყვებისა. ძველ ქართულში მახინჯი სიტყვები კაცი და ქალი არ არსებობდა.(მუჯჩინა, ჟენშინა). არამედ იყო მამაკაცი და დედაკაცი, ანუ მამა და დედა. ძველ ტექსტებში შეხვდებით სიტყვებს: მამანი და დედანი და არსად, კაცები და ქალები. ანდა მამაი და დედაი. ანუ მამა არა სასულიერო პირის არამედ ზოგადად მამაკაცის შემოკლებული ფორმა იყო. ასევე დედა , დედაკაცისა. როცა ამბობდნენ წმინდაი მამაი ჩვენი ესა და ესო, ნიშნავდა არა "მამაოს" დღევანდელი გაგებით არამედ, კაცს, მამაკაცს. რუსულში "პადრეობის" მცნებაც დასავლეთიდან შეიჭრა და შემდეგ ჩვენც გაგვანათლეს. -------------------- tamarapaint.com აგრეთვე putkari.ge
|
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 4th June 2024 - 09:03 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი