პირველი საუკუნეების ეკლესია, დევნებიდან კონსტანტინე დიდამდე ( I - IV სს.) |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
პირველი საუკუნეების ეკლესია, დევნებიდან კონსტანტინე დიდამდე ( I - IV სს.) |
KAIROS |
Apr 19 2007, 11:17 PM
პოსტი
#1
|
იხარეთ! ჯგუფი: საფინანსო პოსტები: 9,492 რეგისტრ.: 9-November 06 მდებარ.: Aurea mediocritas წევრი № 438 |
ეს ეპოქა ყველაზე წმიდაა და ყველაზე სათუთი, ახალდაბადებული და თავგანწირული, ეს არის ღვთის სასწაულის ისტორია, ჭეშმარიტების ქადაგების ისტორია... შევეცადოთ დავუბრუნდეთ ფესვებს, ვისწავლოთ მათგან, გავიგოთ მათი ისტორიები, მათი ცხოვრება, აქ მოვყვეთ მოწამეთა ისტორიები, მოციქულთა ღვაწლი, აქვე დავდოთ წიგნები და სტატიები ( რომელიც შესაბამისად იქნება ასევე ღვთისმეტყველების ბიბლიოთეკაში) რომლებიც პირველი ოთხი საუკუნის ქრისტიანობაზე ისაუბრებს... აბა გთხოვთ იაქტიუროთ, მოძებნოთ და აქ თავი მოვუყაროთ ყველა ინფორმაციას, რომელიც ამ საუკუნეებზე მოგვიყვება: აქ ახლა პირველ საეკლესიო ისტორიკოსს გთავაზობთ: ევსები კესარიელს http://www.4shared.com/file/13075045/3d408...KL_ISTORIA.html ეს კი პირველ ქრისტიანულ ღვთისმსახურებას შეეხება: http://www.4shared.com/file/11631280/d93f2...__LITURGIA.html აბა, გელით პატივისცემით, კაიროსი! -------------------- ...მართლმადიდებლობა ყოველგვარი უკიდურესობებისგან გამიჯნული სამეუფეო გზაა. აქედან გამომდინარე, მისთვის დამახასიათებელია თავგანწირვა, მაგრამ მიუღებელია ფანატიზმი, დამახასიათებელია შემწყნარებლობა, მაგრამ მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი (ყველაფრის დაშვებულობა)-
ილია II- სააღდგომო ეპისტოლე, 2008 წელი |
athos |
Apr 23 2007, 08:49 PM
პოსტი
#2
|
Άγιον Όρος ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 1,846 რეგისტრ.: 8-January 07 წევრი № 816 |
თემში შესვლა არ იყო ადვილი. როგორც წესი ერთერთი ქრისტიანი წარუდგენდა თემს ნათლობის მსურველს. წარმართი, რომელიც მიიზიდა ქრისტეს სწავლებამ იწყებდა იმით, რომ დაყვებოდა თავის ქრისტიან მეგობარს, რომელიც განუმარტავდა ქრისტიანულ სწავლებას. ქრისტიანობის მიღებისთვის მოსამზადებელ პერიოდს კატეხუმინატი ეწოდებოდა. ეკლესია ფრთხილი და მომთხოვნი იყო ახალი წევრების მიღებისას, ამ სიფრთხილითა და ხანგრძლივი გამოსაცდელი პერიოდითაა განპირობებული იმ მრავალი მოწამის არსებობა, რომლებმაც ვერ მოასწრეს წყლით ნათელღება და სისხლით მოინათლნენ. იმ დროს უკვე არსებობდა გარკვეული ფორმულა "მრწამსი" რომელსაც მორწმუნე წარმოთქვავდა ნათლობისას.
"დიდახე" ასე მოგვითხრობს ნათლობის შესახებ: "ასე მონათლეთ:როცა წარმოთქვამთ ყველაფერ ამას, სახელითა მამისა, ძისა და სულიწმიდისა მდინარი წყლით ნათელი ეცით. თუ არა გაქვთ მდინარი წყალი, მონათლე სხვა წყლით. თუკი ვერ ძალგიძს რომ ცივში იყოს, თბილში მონათლე. თუ არც ერთი გაქვს და არც მეორე, სამგზის დაასხი თავზე წყალი სახელითა მამისა, ძისა და სულიწმიდისა. ნათლისღებამდე უნდა იმარხულონ ნათლისმცემელმა და ნათლულმაც, ასევე სხვებმაც, თუკი ძალუძთ. ნათლულს უბრძანე იმარხულოს ერთი-ორი დღე" დაახლოებით 150 წელს იუსტინმა აღწერა თავის აპოლოგიაში ნათლობის წესი. კათაკმეველი ემზადებოდა ლოცვით და მარხვით, ნათლობაში მონაწილეობდა მთელი თემი, რადგან ის მომზადებული უნდა დახვედროდა ახალ წევრებს "შემდეგ ჩვენ ისინი მიგვყავს იმ ადგილას სადაც არის წყალი. და იქ იმის მსგავსად როგორც ჩვენ უკვე განვიცადეთ აღორძინება, ისინიც აღორძინდებიან. სახელითა ღმრთისა, მამისა და უფლისა ყოვლისა არსებულისა და იესო ქრისტესი მხსნელისა ჩვენისა, და წმიდისა სულისა, ისინი განიბანებიან წყალში. ამ განბანვას განათლვაც ეწოდება, რადგან ვინც იღებს ქრისტიანულ სწავლებას იღებენ ნათლით სავსე სულს. რაც შეგვეხება ჩვენ, განბანვის შემდეგ ჩვენთან ახალ შემოერთებულები მიგვყავს იქ, სადაც უკვე არიან შეკრებილი ისინი, ვისაც ჩვენ ძმებს ვუწოდებთ და იქ ჩვენ მთელი გულმოდგინებით აღვავლენთ ერთობლივ ლოცვებს ჩვენთვის, ახლად ნათელღებულთათვის და ყველა სხვისთვის." წყლიდან ამოსული ახლად მონათლული იმოსებოდა თეთრი სამოსით. რა დროიდან ხდებოდა ნათელღებულისთვის თაფლის და რძის მირთმევა ძნელი სათქმელია, თუმცა ნათელია რომ ეს ჩვეულება აღთქმულ ქვეყანაში შესვლის სიმბოლო იყო -------------------- და ესე უწყოდეთ ჟამი, რამეთუ აწვე არს ჟამი განღჳძებად ჩუენდა ძილისაგან. აწ უმახლობელეს არს ჩუენდა ცხორებაჲ, ოდესღა-ესე გურწმენა. ღამე იგი განგუეშორა, და დღე შემოგუეახლა; განვიშორნეთ უკუე საქმენი ბნელისანი და შევიმოსოთ საჭურველი ნათლისაჲ.
|
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 26th September 2024 - 12:58 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი