ანგელოზები...., ანგელოზები და მათი ბუნება..... |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
ანგელოზები...., ანგელოზები და მათი ბუნება..... |
Zukazuka314 |
Mar 19 2015, 11:26 PM
პოსტი
#1
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 229 რეგისტრ.: 8-March 15 წევრი № 14,036 |
გავაკეთე ახალი თემა ანგელოზებზე.... გთხოვთ არ დაწეროთ რაიმე გარდა ანგელოზეზე და არც რაიმე გამამტყუნებელი ანგელოზებზე ან კიდე ღმერთზე.... ვისაუბროთ მხოლოდ ანგელოზებზე, რას ამბობენ წმინდა მამები და ასე შემდეგ
ერთერთ თემაზე ვნახე ასეთი რამ რომ თურმე არ აქვთ სინანული რომელზეც ვერ გავიგე რატო დავწერ ახლა იმ მონაკვეთს და თუ შეილება ცოტა განმიმარტეთ მოკლედ მაქვს ასეთი შეკითხვები 1.როგორც გავიგე ანგელოზებს არ აქვთ სინანული (რატომ ვერ გავიგე,რატომ არ არის სინანულის მიმღები?) და თუ აირჩია ანგელოზმა ცუდი გზა ვერასდროს მობრუნდება? 2.და რატო ვერ მობრუნდება მას ხომ აქვს თავისუფალი ნება? და ანურასაც უნდა იმას აკეთებს? 3.და თუ შეილება ანგელოზი კიდევ დაეცეს დღეს? 4.როგორც გავიგე, ანგელოზი მიისწრაფვის და მტკიცდება მის ნებაში და მაშინ ეშმაკი თავიდანვე ლისწრაფოდა ბოროტებისკენ ან კიდე რა იყო მიზეეი მისი დაცემის? ეს დაწერა KAIROS და იქ დაწერას აზრი არ ქონდა მარა მაინც დავწერე რადგან ძველია და არამგონია რომ უპასუხონ და აქ დავწერე არამგონია ეს მისი აზრი იყოს და ქრისტიანობის აზრია და აქ იმიტომ ვწერ ომთქვენც გეცოდინებათ განმარტება ამის შესახებ "მოდი ჯერ დამასკელს მოვუსმინოთ ვინაა ანგელოზი, იგია: "მოაზროვნე და გონისმიერი, თვითუფლებრივია, ხოლო როგორც ქმნილი, - ცვალებადი, აქვს რა უფლებამოსილება დარჩეს და წარემატოს სიკეთეში, ანდა უარესისკენ შეიცვალოს. იგი, როგორც უსხეულო, სინანულის ვერმიმღებია, მაშინ როცა ადამიანმა სხეულის უძლურების გამო ჰპოვა სინანული", აქ აშკარაა ორი რამ მაქ აქვს თავისუფლება და მას არა აქვს/ექნება სინანული; აქედან გამომდინარე თავისთავად გამოირიცხება ის, რომ ეშმაკმა შეინანოს, იდეაში რომ შეინანოს, მაშინ ეპატიება, მაგრამ არ შეინანებს, იგივე სინანულის უქონლობის გამო, უფრო კარგად ეს "რატომ" გამოჩნდება, თუკი კარგად გავიაზრებთ რაა ნეტარება და რაა ტანჯვა, ვნახოთ იგივე დამასკელი, როგორ გვინმარტავს: "პირველი განდგომილი სიკეთისგან, ბოროტებაში ჩავარდა, რადგან ბოროტება სხვა არაფერია, თუ არა სიკეთის ნაკლებობა, ისევე როგორც სიბნელე ნაკლებობაა სინათლისა." ე.ი. გამოდის რომ ეშმაკი მოაკლდა ნათელს, მაგრამ როგორ ხდება ამ ნათლისადმი მოკლება, ის ისეთივე მოკლებას განიცდის ამ ნათლისა, როგორც მაშინ, თუ იზრდება ან აკლდება? აქედან შეგვიძლია განვავითაროთ საპირისპირო კითხვაც, ანგელოზები რომლებიც ნეტარებაში არიან, ისეთივე ნეტარებაში არიან, როგორშიც კეთილი არჩევანის დროს იყვნენ თუ მეტში ( ნაკლებში რომ არა ეგ ნათელია)? ცოტათი გადავუხვევ, ორიგენეს ქონდა ასეთი მცდარი სწავლება "მოყირჭების" შესახებ, სადაც ვარაუდობდა, რომ ანგელოზთა ნაწილის დაცემა გამოიწვია ნეტარების ერთფეროვნების "მოყირჭებამ"(აქედან განავითარა მოძღვრება "ყველაზე ბოლოს ეშმაკთა სამოთხეში დაბრუნების შესახებ" რაც ასევე დაგმობილია), მაშინვე დაიგმო ეს მამათა მიერ, კერძოდ ნოსელის მიერ განვითარდა ძალიან ღრმა თეოლოგიური სწავლება ნეტარების შესახებ, სადაც მას მოყავს მაგალითი დაქანებული ფერდობისა და მასზე დაგორებული ლოდისა, ლოდი ყოველწამს სიჩქარეს უმატებს, ახლა წარმოვიდგინოთ, რომ ფერდობი მუდმივად დაქანებულია და ლოდი მუდმივად აჩქარებაშია; მიახლოებით ასევეა ნეტარება, სანამ ამ სიტყვას დავწერდი ანგელოზნი ნეტარების ერთ საფეხურზე იყვნენ, და როცა გავასრულე კიდევ წარემატნენ და ა.შ. ეს ნიშნავს, რომ არანაირი ერთფეროვანება და მოყირჭება არ შეიძლება იყოს, ამავდროულად ეს ნიშნავს სიკეთეში წარმატებას, კეთილ არჩევანში გამყარებას, ამიტომაც მიუხედავად თავისუფალი ნებისა და დაცემის იდეური შესაძლებლობისა, არ დაეცემიან, რადგან უფროდაუფრო ძლიერნი ხდებიან და უფროდაუფრო გამოცდილები და ნეტარები არიან და ასე მუდმივად; და პირიქით ხდება ეშმაკთან, ისევ დამასკელი: "გვმართებს ვიცოდეთ, რომ რაც არის ადამიანებისთვის სიკვდილი, იგივეა ანგელოზებისთვის დაცემა, რადგან დაცემის შემდეგ არ არის მათთვის სინანული, ისევე როგორც არც ადამიანებისთვის - სიკვდილის შემდეგ. " ე.ი. ეშმაკთან ის მდგომარეობაა რაც ადამიანთან სიკვდილის შემდეგ, ეშმაკი მუდმივად შორდება სიკეთეს,სინათლეს, იგი მუდმივად იძირება ბნელში და მასში მუდმივად იზრდება ამპარტავნება ანუ ესაა სწორედ ის გამყარება, რაც დავწერე, ამიტომაა რომ მიუხედავად თავისუფალი ნებისა და შენანების შესაძლებლობისა, იგი არ შეინანებს, რადგან უფროდაუფრო ბოროტდება და უფროდაუფრო იძირება ტანჯვაში..." და ამ წინადაადბებზე ჩემი ზევით დანაწერი კითხვებია... 5.აქ წერია რომ (ზევით) ადამიანმა სინდისი სხეულის უძლუების გამო იპოვა სინდისიო და ვერ გავიგე ასევე 6.და რა არის "მოყირჭება" ? და თუ შეილება მითხრათ ვინ იყო ორიგენე... მოკლედ როგორც დავასკვენი არ ესმოდა კარგად ყველაფერი... და ერთსაც მერე დავამატებ.... ღვრთისმშობელზეა კათოლიკური აზრი.... |
marine |
Jun 28 2021, 08:25 PM
პოსტი
#2
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,336 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
"ღვთის წმინდა მონებს ანგელოზები ჯერ კიდევ ამქვეყნიურ ცხოვრებაში გარს ეხვევიან და აქ იცავენ. როცა ისინი სხეულს ტოვებენ, ამ სამშვინველებს ანგელოზური სახეები თავიანთ სფეროში მიაქანებენ და ამგვარად, წმინდა სივრცეში, თავად უფალთან გადაიყვანენ".
/წმ. მაკარი დიდი/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 26th September 2024 - 01:29 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი