რატომ ვუწოდებთ, მოძღვართ მამებს?, მათე 23; 8-12 |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
რატომ ვუწოდებთ, მოძღვართ მამებს?, მათე 23; 8-12 |
მნათე |
Apr 23 2007, 06:55 PM
პოსტი
#1
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 17,662 რეგისტრ.: 23-July 06 მდებარ.: Tbilisi წევრი № 4 |
ხოლო თქვენ ნუ იწოდებით: რაბი; რადგან ერთია მოძღვარი თქვენი, ქრისტე; ხოლო თქვენ ყველანი ძმები ხართ. და მამას ნურავის უწოდებთ თქვენ ქვეყანაზე, რადგან ერთია მამა თქვენი, რომელიც არის ზეცაში. ნურც იწოდებით წინამძღვრებად, რადგან ერთია წინამძღვარი თქვენი - ქრისტე. ხოლო უდიდესი თქვენ შორის იყოს თქვენი მსახური. ხოლო ვინც აიმაღლებს თავს, დამდაბლდება, და ვინც დაიმდაბლებს თავს, ამაღლდება.
====================================================== მოკლედ, გვერდზე ფორუმზე ერთმა ათეისტმა წამოჭრა ზემოთ ხსენებული და წითლად შეფერილი, საკითხი, რომელთან შესახვედრად გულწრფელად ვიტყვი - მოუმზადებელი აღმოვჩნდი, დიდი სიამოვნებით მოვისმენდი ეგზეგეზას -------------------- ანალოღია და ჯვარი მომიტანეთ, ვქადაგებ!
რომ გამრეცხავთ, გავიწევ :))))) |
athos |
Apr 23 2007, 09:29 PM
პოსტი
#2
|
Άγιον Όρος ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 1,846 რეგისტრ.: 8-January 07 წევრი № 816 |
"და მამით ნუვის ჰხადით ქვეყანასა ზედა:რამეთუ ერთ არს მამა თქვენი, რომელ არს ცათა შინა" - " ეს არ ნიშნავს იმას,- განმარტავს წმინდა ოქროპირი, - რათა არავინ იწოდოს მამად, არამედ რათა იცოდნენ, ვის უწოდონ მამა. როგორც მასწავლებელი არ არის მასწავლებელი თავის თავად, ასევე მამაც. ერთი ღმერთია მიზეზი ყველა მასწავლებლის და მამისა." "უფალი არ გვიზღუდავს მშობლის პატივისცემას, - წერს ნეტარი თეოფილაქტე, განსაკუთრებით კი სულიერი მამებისა, არამედ სიტყვებით მივყავართ ჭეშმარიტი მამის ცნობამდე, ანუ ღმერთამდე, რამდენადაც მამა საკუთარი მნიშვნელობით არის ღმერთი, ხოლო ხორციელი მშობლები მიზეზნი კი არ არიან ჩვენი არსებობისა, არამედ მხოლოდ თანამოქმედნი და მსახურნი ღვთისა" (ეგზეგეზადან ეს ვიპოვე)
საერთოდ სიტყვას შეიძლება რამოდენიმე მნიშვნელობა ქონდეს. უფალმა რომ ბრძანა ნუ იწოდებით მასწავლებლებადო, ამით მასწავლებლობა ხომ არ აკრძალა. მაშინ რა უნდა ეწოდოს ადამიანს რომელიც ასწავლის? მაშინ საჭირო გახდებოდა ახალი ტერმინის შემოღება რომელიც იდენტური იქნებოდა ცნება მასწავლებლის, იგივე შეიძლება ითქვას მამაზეც. ანუ უფალს ის კი არ უთქვამს ამ სიტყვას ნუ იხმართო, არამედ ნურავის მიიჩნევთ ჭეშმარიტ მამად და მასწავლებლად ღმერთის გარდაო. ეს სიტყვები მოწაფეების მიმართ იყო ნათქვამი და როგორც ეპისტოლეებიდან ჩანს, მათ ეს არც მიუღიათ პირდაპირ მნიშვნელობით, მაგ. "რადგანაც თავადაც იცით რომ როგორც მამა - შვილებს, სათითაოდ შეგაგონებდით" (1 თეს. 2. 11-12) სხვა მრავალ ადგილასაც უწოდებენ მოციქულები თავიანთ მოწაფეებს შვილებს, -------------------- და ესე უწყოდეთ ჟამი, რამეთუ აწვე არს ჟამი განღჳძებად ჩუენდა ძილისაგან. აწ უმახლობელეს არს ჩუენდა ცხორებაჲ, ოდესღა-ესე გურწმენა. ღამე იგი განგუეშორა, და დღე შემოგუეახლა; განვიშორნეთ უკუე საქმენი ბნელისანი და შევიმოსოთ საჭურველი ნათლისაჲ.
|
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 4th June 2024 - 02:06 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი