მოციქულები და მათი ღვაწლი |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
მოციქულები და მათი ღვაწლი |
marine |
Jul 2 2016, 09:59 AM
პოსტი
#1
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,336 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
მოციქულებზე თემა ვერ ვიპოვე, ამიტომ აქ ვხსნი ახალ თემას დიდი მოწიწებით
"[წმ. პავლე მოციქული] ყველაზე ენერგიული მდევარი ქრისტიანებისა იქცა ყველაზე ენერგიულ მოციქულად, ოცდაათ წელიწადს ქრისტეს ნათელს ჰფენდა ევროპასა და ახლო აღმოსავლეთის ხალხებს... ოცდაათი წელი სიბნელეში, ოცდაათი - სინათლეში (მთლიანად სამოცი წელი იცოცხლა). ესაა კლასიკური მაგალითი ქრისტეს მოძღვრების თვალშეუდგამი სიმაღლისა - როგორ შეიძლება უწმინდური იქცეს უწმინდესად". "როდესაც მოციქულ პავლეს როზგავდნენ, რამდენადაც სტკიოდა სხეულს, აამებდა სულს, რადგან მასში ძველი ცოდვების საზღაურს გრძნობდა, სული თავისუფლდებოდა ცოდვისაგან". /დეკ. რაფაელ ხაჭაპურიძე/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
Jul 12 2021, 06:21 PM
პოსტი
#2
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,336 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
"გამოცხადებანი, რომლებიც პავლეს ჰქონდა, იყო ისეთი უჩვეულო, რომ შეიძლებოდა იძულებულიყო და გაამაყებულიყო. და აი, სიამაყისგან თავის დასახსნელად ღმერთმა მოუვლინა სნეულება, რომელიც ხშირად შეახსენებდა,რომ იყო სუსტი და უძლური ადამიანი. ავადმყოფობას მოციქული ამას უწოდებს: "ნესტარი ხორცში, სატანის ანგელოზი". პირველი ("ნესტარი ხორცში") აღნიშნავს საკუთრივ მსუსხავ ეკალს, რომელიც ღრმად აღწევს სხეულში, არათუ ცოტათი შედის კანში (შდრ.: ეზეკ. 28,24). ეს გამოხატავს მოციქულის მეტისმეტად დაუძლურებულ მდგომარეობას. მეორე ("სატანის ანგელოზი") მიუთითებს სატანის განსაკუთრებულ მსახურებაზე, რომელიც მოციქულთან ღვთის დაშვებით მოივლინა, როგორც მუდმივი თანამგზავრი მოგზაურობისას. სატანი ეს ანგელოზი უნდა იყოს მოციქულის დამამწუხრებელი - კონკრეტულად: იგი პირდაპირ სახეში ურტყამს მუშტებს და მით ტანჯავდა. ის მუდმივად იყო მოციქულთან, რასაც უჩვენებს ის გარემოება, რომ მოციქული ღმერთს სთხოვდა მის მოცილებას (მე-8 მუხლი)/ როგორც ჩანს, ეს იყო სნეულება, მაგრამ თუ რომელი, მოციქული ამას არ ხსნის. ასე რომ, ეპისტოლეს მკითხველისთვის ეს, როგორც ჩანს, ცნობილი იყო...
აქ არ შეიძლება დავინახოთ რომელიღაც განსაცდელი ხორციელი ხასიათისა (ნეტარი იერონიმე) ან მოწინააღმდეგეთა მხირდან დევნა (წმ. იოანე ოქროპირი), ან უწინდელი ცხოვრების მტანჯველი მოგონებები (მოსხეიმი). რჩება კიდევ ერთი მოსაზრება, რომ მიხედვითაც, აქ უნდა ვიგულისხმოთ დევნა და სხეულებრივი ვნება, რაშიც ვარდებოდა ზოგჯერ წმიდა პავლე მდევნელებისგან. მაგრამ ამ დევნის შესახებ მოციქულმა უკვე ილაპარაკა მე-11 თავში, აქ კი, ჩანს, მას სურს აჩვენოს რაღაც ახალი. ამიტომ ყველაზე მართებულია, აქ დაენახათ ავადმყოფობის გამო მუდმივად დატანჯული სახე მოციქულისა. რაც შეეხება იმას, თუ რა სახის იყჰო ეს სნეულება, ამის თაობაზე არსებობს სხვადასხვა შეხედულება. 1. ერთნი ამბობენ, რომ ეს იყო ეპილეფსია; 2. სხვები აქ თვალების ჩირქოვან ანთებას ხედავენ, რომელიც ხშირად განუახლდებოდა ხოლმე მოციქულს; 3. მესამენი ამ სნეულებაში ხედავენ დროდადრო გამწვავებულ ნევრასთენიას. რაც შეეხება პირველ მოსაზრებას [ეპილეფსიის თაობაზე], ის მას არ შეიძლება ჰქონოდა, რადგან ეპილეფსიის [გადასვლის] შემდეგ ამ სნეულებით დატანჯულებს არ რჩებათ მოგონებაც კი მასზე, ხოლო პავლე ლაპარაკობს თავის სნეულებაზე, როგორც მტანჯველ ეკალზე, როგორც ისეთზე, რომლის შემოტევებსაც მტკივნეულად განიცდიდა. რაც შეეხება თვალის დაავადებას (რაზეც ზოგჯერს პოულობენ მინიშნებას კიდევ გალ. 4.15-თან), არც ეს შეიძლება აქ ვიგულისხმოთ, რადგან მოციქული თავის სნეულებას წარმოადგენს, როგორც ისეთს, რომელიც უეცრად ესხმის თავს (და მუშტებით სცემს). ამიტომ ყველაზე სარწმუნოა, რომ აქ მოციქული გულისხმობს ნევრასთენიის მწვავე შეტევებს, რომლებიც მას მოულოდნელად უძლურსა და უნებისყოფოს ხდიდა, სახელდობრ მაშინ, როდესაც მას უწევდა საზოგადოდ გამოსვლა სახარების საქადაგებლად". /თეოლოგი ალექსანდრე ლოპუხინი "ბიბლია განმარტებებით, ახალ აღთქმა" ტ. 23, გვ. 335/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 27th September 2024 - 12:51 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი