წმინდა ნიკოლოზი და მისი სასწაულები |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
წმინდა ნიკოლოზი და მისი სასწაულები |
marine |
Aug 15 2018, 06:48 PM
პოსტი
#81
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,336 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
"დიაკვანმა სპირიდონმა სოფელ კაპუჩოდან (ლუმუმბაშის რაიონი, კატანგის პროვინცია, კონგო) მოგვითხრო: "ეს მოხდა 1998 წელს. ჩვენს სოფელში წმინდა ნიკოლოზ სასწაულთმოქმედის ხატი მივაბრძანე და ეზოში აღვმართე. იმ დღეს გარეთ არ გამოვსულვარ. ერთი ქალი სხვებთან ერთად მინდვრისკენ გაემართა სამუშაოდ.
ხატი რომ დაინახა, დაცინვით თქვა: - ეს ვინ არის?! ყაჩაღს ჰგავს! შეხედეთ მის მახინჯ სახეს! სხვებმა, თუმცა მართლმადიდებელი ქრისტიანები არ იყვნენ, უთხრეს: - ნუ შეურაცხყოფ იმ წმინდანს, რომლის ხატიც მოიტანა მამა სპირიდონმაო! მაგრამ არ დაუჯერა და წმინდა ნიკოლოზის ლანძღვა განაგრძო. ღამე ძილში მას ლამაზი სამოსით მოსილი, ჭაღარა ბერიკაცი გამოეცხადა და უსაყვედურა: - რისთვის გამლანძღეო. არ გამილანძღიხარო, - უპასუხა ქალმა. მაშინ წმინდანმა უთხრა: - მე ის ვარ, ვინც შენ გუშინ შეურაცხყავი. ხომ ხედავ, გამოგეცხადე, შენ კი გუშინდელივით უხეშად მექცევიო. ქალი მის წინ მუხლებზე დაეცა: - ჰოი, წმინდანო, მაპატიე, აღარ გაგაბრაზებ! გაფრთხილდი, მეტად აღარ დამცინოო, - უთხრა წმინდანმა და უჩინო შეიქმნა. ქალი მეორე დღეს მამა სპირიდონთან მივიდა და შენდობა სთხოვა." -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
Aug 24 2021, 01:06 PM
პოსტი
#82
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,336 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
როგორ გადაარჩინა წმ. ნიკოლოზმა მფრინავი
"ყოფილი სამხედრო მფრინავი იხსენებდა, თუ როგორ გადაარჩინა იგი სიკვდილს წმ. ნიკოლოზმა დიდი სამამულო ომის დროს. ამ მფრინავის დედა იყო მორწმუნე. შვილი კი შორს იყო ეკლესიისგან, მაგრამ დართო ნება დედას, რომ სამხედრო ფორმაში მისთვის ჩაეკერებინა რაღაც მედალიონი. ეს მფრინავი ჩრდილოეთში იბრძოდა. ერთხელ ბრძოლისას მფრინავის თვითმფრინავი დაცხრილეს, ის კი პარაშუტით გადახტა. მფრინავი განწირული იყო: ჩაძირვით არ ჩაიძირებოდა, მაგრამ ბარენციის ზღვაში ისეთი ყინულოვანი წყალი იყო, რომ ის სულ მალე მოკვდებოდა. უცებ მან გაიგო ნიჩბების ხმა. ხედავს - პატარა ნავი, მასში კი მოხუცებული, რომელმაც მფრინავი ნავზე აათრია, მერე ნაპირამდე მიიყვანა და გადმოსვა. იქიდან უკვე მოჩანდა დასახლება, საიდანაც უკვე მორბოდა ხალხი დასახმარებლად. მფრინავი გაათბეს, დააპურეს. ძალიან გაუკვირდათ, თუ როგორ მიაღწია მან ნაპირს - არც ნავი და არც მოხუცი, რომელზედაც ის ჰყვებოდა, არსად იყო. როცა მფრინავს დაუბრუნეს სველი ტანსაცმელი, მასში აღმოჩნდა მედალიონი, რომელზეც გამოსახულ წმინდანში მფრინავმა მისი გადამრჩენელი მოხუცი შეიცნო. ეს იყო წმ. ნიკოლოზი, რომლის მიმართაც დედა მთელი ომის განმავლობაში ლოცულობდა შვილის გადარჩენისთვის - და ის ფრონტიდან ცოცხალი დაბურნდა". -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 23rd September 2024 - 11:00 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი