სიზმარი და სიზმრის მართვა |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
სიზმარი და სიზმრის მართვა |
mstovari |
Dec 7 2011, 09:37 PM
პოსტი
#1
|
Newbie ჯგუფი: Members პოსტები: 7 რეგისტრ.: 7-December 11 წევრი № 11,829 |
მოგესალმებით ფორუმელებო! იმედს ვიქონიებ რომ ვინმე კომპეტენტურ პასუხს და ინფორმაციას მომაწვდის სიზმრის მართვასთან დაკავშირებით( სიზმარში ცნობიერად მოქმედება ), გთხოვთ ვინმეს რაიმე გამოცდილება თუ გაქვთ დაპოსტეთ
|
marine |
Aug 31 2021, 07:31 PM
პოსტი
#2
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,599 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
" - მართალია, წმინდა მამები ძალიან დიდი სიფრთხილით უდგებოდნენ სიზმრებს, მაგრამ ხომ გვაქვს ბიბლიური სიზმრები, რომლებიც ღვთივგამოცხადებულადაა აღიარებული, თუნდაც მართალი იოსები, ფარაონის, ნაბუქოდონოსორ მეფის სიზმარი გავიხსენოთ..
- პირველ რიგში, ყურადღება უნდა მივაქციოთ, რომ ეს იყო ძველი აღთქმის პერიოდი. ძველ აღთქმაში ორი ათეული საუკუნი წინ მომხდარი მოვლენებია აღწერილი, როდესაც ადამიანები ჯერ კიდევ არ იყვნენ გამოხსნილნი. ახალი აღთქმის ადამიანები გამოხსნილნი არიან და ჩვენ ვიცით გზა, როგორ უნდა ვიცხოვროთ, რათა სული გადავირჩინოთ. თუ ადამიანი ფიქრობს - მე თუ ღვთისგან რაიმე გამომეცხადება ან დამესიზმრება, ამის შემდეგ ვიცხოვრებ ქრისტიანულად და გავყვები უფლის გზასო, ეს არის სიცრუე და თავის გამართლება მცნებების შეუსრულებლობისათვის. ღვთივგამოცხადებული სიზმრები ბიბლიაშიც იშვიათი მოვლენაა. სულ რამდენიმე ფაქტია მოთხრობილი. უფრო ცნობლია ფარაონის სიზმარი იოსების განმარტებით, ასევე მეფე ნაბუქოდონოსორის სიზმარი, რომელიც მას დანიელ წინასწარმეტყველმა განუმარტა და კიდევ რამდენიმე სიზმარი. არ უნდა დაგვავიწყდეს, ვინ არიან ეს ადამიანები, - ქვეყნის მეფეები და მათ ეს სიზმრები, პირველ რიგში, იმის გამო ესიზმრათ, რომ პირველ შემთხვევაში იოსების, ხოლო მეორე შემთხვევაში, დანიელ წინასწარმეტყველის ღვთივრჩეულობა გაცხადებულიყო. ფარაონსა და ნაბუქოდონოსორს არავითარი კავშირი არ ჰქონდათ ჭეშმარიტ სარწმუნოებასთან, წარმართები იყვნენ და ათასგვარ მჩხიბაობასა თუ ე.წ. წინასწარმეტყველებებს მისდევნდნენ. მათვის სიზმარი იყო მისაღები და სწორედ აქედან განუცხადა უფალმა თავისი ნება. იოსებმა და დანიელმა კი, არათუ სიზმარი, არამედ ღვთის ნება შეიტყვეს და განაცხადეს კაცთა წინაშე. ხოლო როდესაც ჩვეულებრივი ერისკაცნი ყოველდღიურად ხედავენ სიზმარს და ზოგიერთები თვლიან, რომ მათი სიზმარი წინასწარმეტყველურია, ეს არის მათი პატივმოყვარეობისა და ამპარტავნების გამო, რომელსაც არაფერი საერთო არა აქვს ღვთის ნებასთან. ამ შემთხვევაში ადამიანის ნება შეუერთდება დაცემული ანგელოზის ნებას" /არქიმანდრი მაკარი აბესაძე/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 10th November 2024 - 10:00 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი