![]() |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
![]() |
მნათე |
![]()
პოსტი
#1
|
![]() Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 17,662 რეგისტრ.: 23-July 06 მდებარ.: Tbilisi წევრი № 4 ![]() |
იმ დღიდან რაც ეკლესიაში ფეხი შემოვდგი და პირველი ნაბიჯების გადადგმას შევეცადე, - ერთი კითხვაზე ვეძებ პასუხს, რა ადგილი გვიჭირავს ქრისტეს ეკლესიაში? რა მოვალეობა აკისრია მრევლს ამ დიდი - მოცურავე გემის მართვისას? გადავცემთ თუ არა ჩვენს ავსა და კარგს, მთელს სხეულს?
რა უნდა მოიმოქმედო/არმოიმოქმედო როცა, ეპისკოპოსს ან თუნდაც პატრიარქს არ ეთანხმები? აღნიშნო, თუ შეინახო.. რა მოხდება პირველ და მეორე შემთხვევაში? თუ ვინმეს გიფიქრიათ , ფიქრობთ ან ახლა დაფიქრდით ამ თემაზე, თქვენს აზრს სიამოვნებით მოვისმენდი ![]() სიყვარულის ღმერთი გვეწეოდეს! -------------------- ანალოღია და ჯვარი მომიტანეთ, ვქადაგებ!
რომ გამრეცხავთ, გავიწევ :))))) |
![]() ![]() |
იოანა |
![]()
პოსტი
#2
|
![]() აკურთხევს სული ჩემი უფალსა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 3,554 რეგისტრ.: 23-July 06 წევრი № 5 ![]() |
, რა ადგილი გვიჭირავს ქრისტეს ეკლესიაში? როგორ გიყვარს ხოლმე რაღცეების გართულება. სტიქაროსანი ხარ და იყავი სტიქაროსანი... ციტატა რა მოვალეობა აკისრია მრევლს ამ დიდი - მოცურავე გემის მართვისას? გადავცემთ თუ არა ჩვენს ავსა და კარგს, მთელს სხეულს? რა უნდა მოიმოქმედო/არმოიმოქმედო როცა, ეპისკოპოსს ან თუნდაც პატრიარქს არ ეთანხმები? აღნიშნო, თუ შეინახო.. რა მოხდება პირველ და მეორე შემთხვევაში? გახსოვს, მეუფეს გაკვირვებულმა რომ კითხე რომელიღაც მოძღვარზე, განკვეთილი რატომ არ არისო. ალბათ, ამას შეცდომად თვლიდი და შეიძლება დღესაც თვლი. მე არ ვთვლი. ანუ ამით იმის თქმა მინდა, რომ ეკლესიის ერთი შვილი შეიძლება რაღაცას შეცდომად თვლიდეს და მეორე კი არა და ამ ფონზე როგორ გინდა მონაწილეობა მიიღო მოცურავე გემის მართვაში რიგითმა მრევლმა? და კითხვაზე რა გიპასუხა მეუფემ? -ეს მე არ მეხება, პატრიარქის საქმეა და იცის პატრიარქმა თავისი საქმეო... და მეუფისაგნ ამ პასუხის შემდეგ შენ გინდა რომ ეგ შენს საქმედ ითვლებოდეს? ბოლო დროს ძალიან ხშირად მესმის, რომ არ გვაქვს პატრიარქის შეუმცდარობის დოგმა. კი, ბატონო, მაგრამ ყოველ წამს ამის მოშველიება საკუთარი აზრის დასამტკიცებლად, ძალიან მახინჯ ფორმას ღებულობს ჩემი აზრით და ჩვენს დიდ ამპარტავნებას გამოხატავს. ამ ფრაზის გამოყენებაზე ყოველთვის მახსენდება მეზობელმა მეზობელს წყალი რომ გადაუჭრა, დემოკრატია არის, რასაც მინდა იმას გავაკეთებო... ციტატა თუ ვინმეს გიფიქრიათ , ფიქრობთ ან ახლა დაფიქრდით ამ თემაზე, თქვენს აზრს სიამოვნებით მოვისმენდი ![]() ოთახის კუთხეში დამჯდარს მიფიქრია და "ჩემი სიმართლით" გაკეთებულ საქმეს პატრიარქის "მცდარი" კურთხევით თუ მოსაზრებით გაკეთებული საქმე მირჩევნია, მაგრამ გარეთ გასული, სამწუხაროდ, სხვაგვარად ვიქცევი ![]() ღმერთმა გამხადოს ღირსი და მომცეს ძალა იმის ქმნისა, რასაც ოთახის კუთხეში დამჯდარი ვფიქრობ... ციტატა სიყვარულის ღმერთი გვეწეოდეს! ამინ! -------------------- თავის სახედ და ხატად შექმნა ღმერთმა ადამიანი და ამ არსების უპირველესი დანიშნულებაა თანდათანობით უფროდაუფრო ემსაგვსოს შემქმნელს თავისას...
------------------------------------------------------ იყო და არა იყო რა, ღვთის უკეთესი რა იქნებოდა?! იყო შაშვი მგალობელი, ღმერთი ჩვენი მწყალობელი... ------------------------------------------------------ აზროვნება სულის თვისებაა. |
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 16th June 2025 - 01:21 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი