![]() |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
![]() |
მნათე |
![]()
პოსტი
#1
|
![]() Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 17,662 რეგისტრ.: 23-July 06 მდებარ.: Tbilisi წევრი № 4 ![]() |
იმ დღიდან რაც ეკლესიაში ფეხი შემოვდგი და პირველი ნაბიჯების გადადგმას შევეცადე, - ერთი კითხვაზე ვეძებ პასუხს, რა ადგილი გვიჭირავს ქრისტეს ეკლესიაში? რა მოვალეობა აკისრია მრევლს ამ დიდი - მოცურავე გემის მართვისას? გადავცემთ თუ არა ჩვენს ავსა და კარგს, მთელს სხეულს?
რა უნდა მოიმოქმედო/არმოიმოქმედო როცა, ეპისკოპოსს ან თუნდაც პატრიარქს არ ეთანხმები? აღნიშნო, თუ შეინახო.. რა მოხდება პირველ და მეორე შემთხვევაში? თუ ვინმეს გიფიქრიათ , ფიქრობთ ან ახლა დაფიქრდით ამ თემაზე, თქვენს აზრს სიამოვნებით მოვისმენდი ![]() სიყვარულის ღმერთი გვეწეოდეს! -------------------- ანალოღია და ჯვარი მომიტანეთ, ვქადაგებ!
რომ გამრეცხავთ, გავიწევ :))))) |
![]() ![]() |
მნათე |
![]()
პოსტი
#2
|
![]() Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 17,662 რეგისტრ.: 23-July 06 მდებარ.: Tbilisi წევრი № 4 ![]() |
ციტატა რომელიღაც მოძღვარზე ოო, ეს აფხაზეთის ეპარქიის, მოძღვარია სეპარატისტებთან ![]() ციტატა კი, ბატონო, მაგრამ ყოველ წამს ამის მოშველიება საკუთარი აზრის დასამტკიცებლად, ძალიან მახინჯ ფორმას ღებულობს ჩემი აზრით და ჩვენს დიდ ამპარტავნებას გამოხატავს. გასაგებია იოანა, გეთანხმები, ეს უკვე ხელზე დაიხვიეს და თითქოს იერარქიული ზღვარიც მოშალეს, მაგრამ დიდი მოკრძალებით - შეცდომის შენიშვნა და მორჩილების დადასტურების ფონზე - მწუხარების გამოხატვა - ვფიქრობ არც ისე ცუდ ტონად უნდა ჟღერდეს.. მითუმეტეს, როცა ქრისტეანი ხარ და ამ სოფლისთვის მოკვდი ![]() ![]() ციტატა როგორ გიყვარს ხოლმე რაღცეების გართულება. სტიქაროსანი ხარ და იყავი სტიქაროსანი... არ არის ასეთი ადვილი იოანა.. მე ხომ იქ შემოვედი სადაც ყველაფერი არაამქვეყნიურია... სადაც მაცხოვარია.. ანგელოზებია... მე ხომ მთელი დიდიებით გადამეშალა თვალწინ მართლმადიდებელი ეკლესია... ამ შემთხვევაში რას მავალებს ქრისტე, როგორ სურს მოვიქცე... მე ხომ ამავდროულად უნდა ვხარობდე, და ვახარებდე? განა მტრედივით უმანკონი და გველივით გონიერნი არ უნდა ვიყოთ? ეკლესიას, კონსტანტინეპოლის საპატრიარქო ტახტზე იოანე ოქროპირიც ახსოვს და მწვალებელი ნესტორიც.. ორივეს ქონდა მამამთავრობის პატივი, მაგრამ პირველმა უფალი განადიდა, მეორემ კი დაგმო იგი... ამ შემთხვევაში, მრევლს ხომ აქვს დიდი ფუნქცია, და ამ მრევლში ინდივიდს? ოღონდ ეს პარალელად არ ჩამითვალოთ ჩვენს ეკლესიასთან! ნუ იყოფინ, ღვთის წყალობაა დღევანდელი საჭეთმპყრობლობა. მაქსიმე აღმსარებელი, მიუხედავად იმისა რომ მღვდელი იყო და მთელი საპატრიარქო დაუპირისპირდა პატრიარქითურთ, მტკიცედ იდგა და სიმართლეს ამოწმებდა... ესეც ხომ ქრისტეანის ერთ-ერთი ფუნქციაა ეკლესიაში? სქიზმის ბუნებას კი არ ვქადაგებ, უბრალოდ მართლა მაინტერესებს სად გადის სიმართლეს, განკითხვასა და მორჩილებას შორის ზღვარი ![]() -------------------- ანალოღია და ჯვარი მომიტანეთ, ვქადაგებ!
რომ გამრეცხავთ, გავიწევ :))))) |
იოანა |
![]()
პოსტი
#3
|
![]() აკურთხევს სული ჩემი უფალსა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 3,554 რეგისტრ.: 23-July 06 წევრი № 5 ![]() |
ოო, ეს აფხაზეთის ეპარქიის, მოძღვარია სეპარატისტებთან ![]() ამ პოსტზე პასუხი იყო ჩემს წინა პოსტში, მაგრამ ფორმა თუ გაინტერესებს, წერილი შეგიძლია მისწერო პატრიარქს. ციტატა გასაგებია იოანა, გეთანხმები, ეს უკვე ხელზე დაიხვიეს და თითქოს იერარქიული ზღვარიც მოშალეს, მაგრამ დიდი მოკრძალებით - შეცდომის შენიშვნა და მორჩილების დადასტურების ფონზე - მწუხარების გამოხატვა - ვფიქრობ არც ისე ცუდ ტონად უნდა ჟღერდეს.. მითუმეტეს, როცა ქრისტეანი ხარ და ამ სოფლისთვის მოკვდი ![]() ![]() და თუ შენ გიცხადებს მაცხოვარი ამ სიმართლეს, ჯერ ეჭვი შეიტანე რომ ეს ასეა... და თუ მაინც დარწმუნდი, რომ უსაფუძვლოა შენი ეჭვი, გეშინოდეს და იგლოვდე... და ეჭვი მაინც არ განიშორო... ციტატა არ არის ასეთი ადვილი იოანა.. მე ხომ იქ შემოვედი სადაც ყველაფერი არაამქვეყნიურია... სადაც მაცხოვარია.. ანგელოზებია... მე ხომ მთელი დიდიებით გადამეშალა თვალწინ მართლმადიდებელი ეკლესია... ამ შემთხვევაში რას მავალებს ქრისტე, როგორ სურს მოვიქცე... მე ხომ ამავდროულად უნდა ვხარობდე, და ვახარებდე? განა მტრედივით უმანკონი და გველივით გონიერნი არ უნდა ვიყოთ? გადაგეშალა იმის საშუალებით რაც წაგიკითხავს და მამებისგან მოგისმენია. შენი გონებით ხომ არ აღგიქვამს მართლმადიდებელი ეკლესიის მთელი დიდებულება? იცი მთელი დიდებულება, მაგრამ გულით წვდები და აღიქვამ მხოლოდ უმნიშვნელოს. თუ ვცდები სამ მეტანიას (ზარმაცი ვარ და მეტი დამეზარება) აღგისრულებ ექსკურსიაზე ![]() ციტატა ეკლესიას, კონსტანტინეპოლის საპატრიარქო ტახტზე იოანე ოქროპირიც ახსოვს და მწვალებელი ნესტორიც.. ორივეს ქონდა მამამთავრობის პატივი, მაგრამ პირველმა უფალი განადიდა, მეორემ კი დაგმო იგი... ამ შემთხვევაში, მრევლს ხომ აქვს დიდი ფუნქცია, და ამ მრევლში ინდივიდს? ოღონდ ეს პარალელად არ ჩამითვალოთ ჩვენს ეკლესიასთან! ნუ იყოფინ, ღვთის წყალობაა დღევანდელი საჭეთმპყრობლობა გეთანხმები ღვთის წყალობაა და თავს რატომ იმძიმებ მომავალ ნესტორზე ფიქრით? (თვალებს ჭიასავით ნუ ამოითხრი) ღვთის წყალობით არც ის გვეყოლება... ციტატა მაქსიმე აღმსარებელი, მიუხედავად იმისა რომ მღვდელი იყო და მთელი საპატრიარქო დაუპირისპირდა პატრიარქითურთ, მტკიცედ იდგა და სიმართლეს ამოწმებდა... ესეც ხომ ქრისტეანის ერთ-ერთი ფუნქციაა ეკლესიაში? სქიზმის ბუნებას კი არ ვქადაგებ, უბრალოდ მართლა მაინტერესებს სად გადის სიმართლეს, განკითხვასა და მორჩილებას შორის ზღვარი ![]() შენ მღვდელიც არ ხარ, მნათე დიდებული თუ დიდუბელი ხარ ![]() -------------------- თავის სახედ და ხატად შექმნა ღმერთმა ადამიანი და ამ არსების უპირველესი დანიშნულებაა თანდათანობით უფროდაუფრო ემსაგვსოს შემქმნელს თავისას...
------------------------------------------------------ იყო და არა იყო რა, ღვთის უკეთესი რა იქნებოდა?! იყო შაშვი მგალობელი, ღმერთი ჩვენი მწყალობელი... ------------------------------------------------------ აზროვნება სულის თვისებაა. |
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 20th August 2025 - 02:38 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი