სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
| Molen |
Apr 14 2010, 09:41 PM
პოსტი
#1
|
![]() გიორგი ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 295 რეგისტრ.: 17-December 07 წევრი № 3,434 |
« ამოიზარდა როგორც მორჩი მის წინაშე და როგორც ფესვი ურწყული მიწიდან; არც ღირსება ჰქონია და არც მშვენება, რომ ზედ შეგვეხედა, არც იერი, რომ მივეზიდეთ. საძულველი იყო, კაცთაგან ათვალწუნებული, გატანჯული და სნებამორეული, ერთი იმათგანი, ვისაც პირს არიდებენ. საძულველი იყო და არად ვაგდებდით. ნამდვილად კი, მან იკისრა ჩვენი სნებები და იტვირთა ჩვენი სატანჯველი; ჩვენ კი გვეგონა, ღვთისგან იყო ნაცემ-ნაგვემი და დამცირებული. მაგრამ ის ჩვენი ცოდვებისთვის იყო დაჭრილი, ჩვენი უკეთურობებისთვის დალეწილი; მასზე იყო სასჯელი ჩვენი სიმრთელისთვის და მისი წყლულებით ჩვენ განვიკურნეთ. ყველანი ცხვრებივით დავეხეტებოდით, თითოეული ჩვენ-ჩვენ გზას ვადექით, უფალმა კი მას შეჰყარა ყოველი ჩვენგანის უკეთურება. ევნო და ეწამა, მაგრამ არ დაუძრავს ბაგე; კრავივით დასაკლავად მიიყვანეს და, როგორც ცხვარი დუმს მპარსველთა წინაშე, მასაც არ დაუძრავს ბაგე... (ესაია 2-7)»
ერთი შეკითხვა გამიჩნდა: გემოვნება არ არსებობდა მაშინ თუ უბრალოდ სხვანაირად მსჯელობდნენ გარეგნობის თაობაზე?! რა ვიცი.. რა ვიცი.. თქვენ როგორ გგონიათ?! -------------------- და უკანასკნელი მტერი განქარდება, - სიკდვილი (კორ. 15:26).
Solomon's Wisdom |
![]() ![]() |
| marine |
Sep 22 2021, 09:39 PM
პოსტი
#2
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 63,016 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
"ცნობილი საეკლესიო მოღვაწე, ნეტარი ავგუსტინე, თავის შრომებში გვიყვება, რომ ჰარპოკრიტიანების სექტიდან ერთი ქალი, სახელად მარკელინა, პაპ ანიკიტეს (157-168 წწ.) დროს რომში ჩამოვიდა. ამ ქალს ჰქონდა იესო ქრისტეს, პავლე მოციქულის, ჰომეროსის და პითაგორას გამოსახულებები, რომლებსაც იგი ეთაყვანებოდა. უძველეს გამოცემებში შემონახულია თქმულება იესო ქრისტეს ქანდაკებაზე, რომელიც ფილიპეს კესარიაში იყო აღმართული, ეს ქანდაკება იესო ქრისტეს სადიდებლად ერთ განკურნებულ ქალს მადლიერების ნიშნად დაედგა. ეს ქალი სახარებაში ნახსენებია "სისხლმდინარედ". სპილენძის ქანდაკება იყო ლოცვით ექსტაზში წინ ხელებგაწვდილი მუხლმოდრეკილი ქალისა. ქალის პირდაპირ იესო ქრისტეს იმავე ლითონის ქანდაკება იდგა. მაცხოვარი გამოსახული იყო იმ მომენტში, როცა იგი ხელს უწვდის მუხლმოდრეკილ ქალს. ქრისტეს სახე მშვიდი და კეთილსახილველია, ხოლო ფიგურა ლამაზი და ორმაგი მანტიითაა შემოსილი. ამ სკულპტურულ ჯგუფს ამთავრებს გამოსახულთა ფეხებთან ამომავალი ბალახი. ევსები კესარიელს ეს ქანდაკება ფილიპეს კესარიაში ყოფნისას უნახავს და დააფიქსირა თავის ცნობილ ნაშრომში (ევსები, ეკლესიის ისტორია III, 4).
ხალხური გადმოცემით არსებობდა მაცხოვრის ნამდვილი გამოსახულება და ის ჰქონდათ ქრისტიანებსაც და წარმართებსაც. ყველა ეს მოწმობა ლაპარაკობს იმაზე, რომ უძველესი დროიდან ხალხური ტრადიცია (ზეპირი, შემდეგ კი წერილობით) მიისწრაფოდა აღებეჭდა არა მარტო სწავლება, არამედ იესო ქრისტეს გამოსახულებაც: იუდეის და გალილეის მოსახლეობას ნანახი ჰყავდათ მაცხოვარი, უსმენდნენ მის ქადაგებებს და შეეძლოთ მეხსიერებაში შეენახათ მისი წმინდა გარეგნობა. ქართულ სინამდვილეში მაცხოვრის გარეგნობის შესახებ დაცულია ცნობა "ქართლის ცხოვრებაში", რომელიც ანდრია პირველწოდებულის საქართველოში მიმოსვლას მოგვითხრობს და ეხება ხელთუქმნელ ხატს. აწყურის მბრძანებლის, სამძივარისადმი მოხსენებიდან ვგებულობთ: "არიან უცხო კაცები, ქადაგებენ ჩვენთვის უცნობ ღმერთს ქვეყნის შემოქმედად, დამბადებლად, ადამიანთათვის სიცოცხლის მიმნიჭებლად და მკვდართა აღმდგენელად. ჰყავთ მათ მშვენიერი ხატი, რომელსაც პატივს ცემენ" ("ქართლის ცხოვრება" 3, 38-43). უდავოა, შეფასება "მშვენიერი", ამ შემთხვევაში, ხატის დეკორს არ მიეკუთვნება, არამედ, მასზე გამოსახული პიროვნებების ღირსებას, გარეგნულ სიდიადეს (რამეთუ სულიერი და სასწაულებრივი ძალა ჯერ არ გამოევლინა) და სიმშვენიერეს განეკუთვნება. თანაც, ეს შეფასება ხატზე გამოსახულ ღვთისმშობელსა და ყრმა იესოს თანაბრად ეკუთვნის. თუ გავითვალისწინებთ ჩვენამდე მოღწეულ იესო ქრისტეს აღწერილობებს, რომლებიც მას ყოვლადწმინდა ღვთისმშობელს ამსგავსებენ, მაშინ ქართული წყაროს ეს ცნობა ეხმიანება დამკვიდრებულ ზოგადქრისტიანულ ტრადიციას". /დეკანოზი ლევან მათეშვილი, "ეკლესიის ისტორია", ნაწილი 1, გვ. 69-71/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
Molen იესოს გარეგნობა Apr 14 2010, 09:41 PM
აკაკი Molen
ამ სიტრყვებზე ვე... Apr 14 2010, 10:06 PM
afxazi Molen
ჯვარცმული ქრის... Apr 14 2010, 10:21 PM
terra
« ამოიზარდა როგორც... Apr 15 2010, 12:56 AM
marine [color=#000066]"ახლახან გა... Apr 15 2010, 10:33 AM
Molen აკაკი
გაიხარე, მეც ... Apr 15 2010, 12:55 PM
marine
marine
უღრმესი მადლობ... Apr 15 2010, 01:02 PM
agmsarebeli
აკაკი
afxazi
მაგრამ ე... Apr 20 2010, 01:22 PM
აკაკი marine
მაგარი სიტყვები... Apr 15 2010, 03:47 PM
marine
marine
მაგარი სიტყვებ... Apr 15 2010, 03:58 PM
აკაკი marine
ზუსტად ისეთI აღწ... Apr 15 2010, 04:11 PM
marine
marine
ზუსტად ისეთI აღწ... Apr 15 2010, 04:19 PM
აკაკი ხო
http://1.bp.blogspot.com/_QbrZupV_Q-k/R3U... Apr 15 2010, 04:30 PM
ikanosi
ხო
http://1.bp.blogspot.com/_QbrZupV_Q-k/R3... Apr 15 2010, 08:20 PM
Molen აკაკი
თან ეგ უკანა... Apr 15 2010, 05:58 PM
აკაკი Molen
არა, ნაწამები, რო... Apr 15 2010, 06:01 PM
Molen აკაკი
ვაჰ, შენ გაიხ... Apr 15 2010, 06:04 PM
აკაკი 3 განზომილებიანი მ... Apr 15 2010, 06:04 PM
აკაკი ვერ ვნახე Apr 15 2010, 08:27 PM
Molen ikanosi
ინტერნეტში ამა... Apr 15 2010, 09:22 PM
ikanosi Molen
გმადლობ, გაიხარე Apr 15 2010, 09:32 PM
კესო
:ფიქრი: Apr 15 2010, 10:55 PM
elusia
« ამოიზარდა როგორც... Apr 17 2010, 09:59 PM
დათიკო ოფტოპიკების წაშლი... Jul 4 2010, 09:34 AM
აკაკი http://a.pix.ge/j/ao38f.jpg
აი ეს არ... Dec 26 2010, 07:29 PM
■გიორგი■
[b]afxazi
მაგრამ ესაია ... Dec 28 2010, 12:10 AM
marine "ზოგი კი ანერწყვე... Jul 18 2017, 02:01 PM![]() ![]() |
| მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 1st November 2025 - 05:29 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი