სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
| Lenus |
Apr 22 2007, 03:54 PM
პოსტი
#1
|
![]() ექს-მტყუან-მოდერატორი ;) ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 1,446 რეგისტრ.: 9-March 07 წევრი № 1,315 |
-------------
-------------------- "ქართველმან კაცმან თავი თვისი უნდა ამსგავსოს მგელსა და მტრის ჯარი კი ცხვრისა ფარასა და ეგრეთ შეერიოს მტრის ჯარსა, ვითარცა მგელი ცხვრის ფარასა..." (ლუარსაბ I)
აუწვდომელს ნუ აწუდები, გარდასულსა ნუ ინანი და რომელი შენთვის არა გინდეს ბოროტი, სხუასა ნუ უზამ და სცხონდე! |
![]() ![]() |
| marine |
Apr 24 2007, 12:29 PM
პოსტი
#2
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 63,021 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
წმინდა ილია მართალი და ბრძოლა საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიისათვის
"სამი ღვთაებრივი საუნჯე დაგვრჩა ჩვენ ქართველებს მამა-პაპათაგან - მამული, ენა და სარწმუნოება. თუ ამათაც არ ვუპატრონებთ, რა კაცები ვიქნებით, რა პასუხი გავცეთ შთამომავლობას" - აი, სწორედ ის მტკივნეული საზრუნავი და საფიქრალი, რამაც აღანთო და საზოგადოებრივ ასპარეზზე გამოიყვანა თერგდალეულები და მათი სულიერი მამათავარი წმინდა ილია მართალი. თერგდალეულები ეროვნული თავისუფლების საქმეს პირდაპირ უკავშირებდნენ ქართული ეკლესიის დამოუკიდებლობისათვის ბრძოლას და ამ საქმეს დიდ მნიშვნელობას ანიჭებდნენ. ისინი ნათლად ხედავდნენ მეტად მძიმე მდგომარეობას ერისას, რომელსაც თითქმის დავიწყებული ჰქონდა წმინდა მეფის ვახტანგ გორგასლის სიტყვები: "აწ გამცნებ, თქვენ, რათა მტკიცედ სარწმუნოებასა ზედა დგეთ და ეძიებდეთ ქრისტესთვის სიკვდილსა სახელსა მისსა ზედა, რათა წარუალი დიდება მოიგოთ." საუკუნეების მანძილზე ქონებული რჯული უცხო ერში აღრევით, თითქმის გადაგვარების გზაზე იდგა. დღის წესრიგში დადგა ეკლესიის ავტოკეფალიისათვის ბრძოლის მოთხოვნა. ილია ჭავჭავაძე გრძნობდა, თუ როგორ იყო ქართველი და ქრისტიანობა, ქართველი და ეკლესია ერთმანეთს შენივთებული, ამდენად მათი ტკივილი საერთო ტკივილი იყო და საერთო მკურნალობას საჭიროებდა. ილიამ, თერგდალეულებთან ერთად, ქართველ სამღვდელოების თანადროულად დაიწყო ბრძოლა ავტოკეფალიისათვის. მას კარგად ესმოდა, თუ რა მდგომარეობაში იყო ქართული ეკლესია, რომელიც "საქართველოს გადაღეღილ მკერდზედ იყო დადგმული." ჯოჯოხეთის ბჭეთაგან შეუმუსრავი უცხოთაგან ირყვნებოდ, შველას ითხოვდა. რუსეთის იმპერიაში რევოლუციური პროცესების დაწყებამ დააჩქარა, უკვე ოფიციალურ დონეზე ავტოკეფალიის მოთხოვნის წამოწყება. ამ მოთხოვნებით მრავალჯერ მიმართეს - იმპერატორსა და წმიდა სინოდს. თვით რუსეთის სინოდის მიერ საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის საკითხის შესასწავლად დანიშნული პროფესორი ი. სოკოლოვი გამოთქვამდა მოსაზრებას: "გასაოცარია, რომ ქართველებმა აქამდე ვერ მიაღწიეს საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის დაბრუნებას-ო." 1905 წლის 11 ოქტომბერს ქართველ დიდებულთა ჯგუფმა, რომელსაც ილია მეთაურობდა, მიმართა კავკასიის მეფის ნაცვალს გრაფ ვორონცოვ - დაშკოვს და წარუდგინა წერილობითი დოკუმენტი იმპერატორისათვის მისართმევად. გაზეთმა "ცნობის ფურცელმა" გამოაქვეყნა იმპერატორისათვის გადასაცემი დოკუმენტის ნაწილი. დოკუმენტში განხილული იყო ზოგადად საქართველოს ეკლესიის ისტორიული წარსული, მისი მდგომარეობა რუსი ეგზარქოსების მმართველობის პერიოდში. აღწერილი იყო მეტად მძიმე პირობებში მყოფი სამღვდელოების ცხოვრება. აღნიშნული იყო, რომ "ივერიის ეკლესიას წაერთვა ყოველივე ის, რითაც ცხოვრობდა, რითაც ძლიერი იყო იგი. შეწყდა სიცოცხლის ძარღვი..." მიმართვაში ხაზგასმით იყო ნათქვამი, რომ "განზრახული ავტონომია კავკასიის ეკლესიისა, მიტროპოლიის მეთაურობით ვერ დააკმაყოფილებს ქართელ ერს, რომელიც გულმოკლულად მიეგება ამ ამბავს და სცნო, რომ ამ ცვლილებით მოესპობა საქართველოს ეკლესიას, მრავალსაუკუნოვანი არსებობის უკანასკნელი კვალი." კატეგორიულად იქნა დასმული საკითხი, რომ აღდგენილიყო "ივერიის ეკლესიის ავტოკეფალური უფლებანი, ამორჩეული კათოლიკოსის მეთაურობით." ამ დოკუმენტის გადაცემის წინ ჩანს, ილიას წარმოუთქვამს სიტყვა. იგი აღნიშნავდა, რომ რუსეთის იმპერიაში შემავალი ყველა სხვა რელიგიურ კონფესიებს თავიანთი სარწმუნოებრივი მმართველობები და სრული დამოუკიდებლობა გააჩნდათ, რასაც მოკლებულნი იყვნენ ქართველი მართლმადიდებლები: "თითქოსდა სასჯელად მათი მართლმადიდებლობის გამო." სიტყვის დასასრულს ილია დასძენდა: "განსახილველად წარმოგიდგენთ შუამდგომლობას ქართული ეკლესიისათვის, მის წიაღში უძველესი დროიდან არსებული ავტოკეფალიის დაბრუნების შესახებ: ვიმედოვნებთ, რომ ამით ვასრულებთ ჩვენს მოქალაქეობრივ ვალს და ვსასოებთ, რომ ამ მოთხოვნამ თქვენი ბრწყინვალების მხარდაჭერა დაიმსახუროს." როგორც ჩანს, იმედი დიდი ჰქონდათ ქართველ დიდებულებს, მაგრამ მოხდა კი სხვაგვარად, მათი თხოვნა დარჩა ხმად მღაღადებლისა უდაბნოსა შინა. აღნიშნულ შეხვედრაზე მეფისნაცვალს ვორონცოვ-დაშკოვს არ გამოუთქვამს სურვილი ავტოკეფალიის აღდგენისა, მას განუცხადებია: "დამარწმუნეთ, რომ ეგ ავტოკეფალია სასარგებლო იქნება საქართველოსთვისაც და რუსეთისთვისაც და მაშინ დაგიჭერთ მხარს-ო." მეფისნაცვალს ის არგუმენტიც მოუტანია, რომ ყველა ეკლესია ქრისტიანული ეკლესიის შეერთებას შესთხოვს ღმერთს, თქვენ კი უკვე არსებული ერთობის დარღვევა გწადიათო. ეს იყო არა კერძოდ ვორონცოვ-დაშკოვის , არამედ მთელი რუსეთის თვითმპყრობელური ხელისუფლების თვალსაზრისიც, რომელსაც ისინი ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობისა და მისი კონცეფციის საწინააღმდეგოდ იყენებდნენ. არც ილია და არც მისი თანამოდასენი ბრძოლის შეწყვეტას არ აპირებდნენ. მოვლენების ბუნებრივ განვითარებას ნათლად ასახავს ექვთიმე თაყაიშვილის მოგონება: "ბოლოს და ბოლოს გადავწყვიტეთ დიდი დემონსტრაცია მოგვეწყო და ავტოკეფალია მოგვეთხოვა, თან უნდა წაგვერო ბაირაღები და პლაკატები წარწერბით: "აღგვიდგინეთ ავტოკეფალია." წამოიჭრა საკითხი: ვინ უნდა გაძღოლოდა წინ ამ არაჩვეულებრივ დემონსტრაციას? ილიამ გვითხრა: "თუ საჭიროა, მე წაგიძღვებითო..." ასეც იყო, ილია სიცოცხლის ბოლომდე წინ მიუძღოდა თბილისის წმიდა ნიკოლოზის ეკლესიის (ყოფ. რიყის ქუჩაზე) სასწავლებლის შენობაში გამართულ ყრილობას, რომელიც მიეძღვნა ქართული ეკლესიის ავტოკეფალიის საკითხს. ილიას ამ ყრილობაზე მეტად მნიშვნელოვანი შენიშვნა გაუკეთებია. კერძოდ კი გამოსულ ორატორთა მოთხოვნაზე, საქართველოს ეკლესიას ავტოკეფალიის აღდგენის შემდეგ დაბრუნებოდა ჩამორთმეული საეკლესიო მიწები, ილიას უთქვამს: "თქვენ მოითხოვთ საეკლესიო მამულების აღდგენას, გარეთ კი ხალხი მოითხოვს საეკლესიო და სათავადო მამულების ჩამორთმევას. ამას თავი დაანებეთ. ჩვენი ხალხი მორწმუნეა, სარწმუნოების მათაყვანები და მორწმუნე ღვთის მოსავი ხალხი მუდამ შეინახავს თავის სულიერ მამას." 1905 წელს მეფისნაცვალისადმი მოთხოვნის წარდგენით არ დაკმაყოფილდა ილია, და გიორგი ჟურულთან ერთად საგანდგებოდ ეახლა წმიდა სინოდის ობერპროკურორ ა.დ. ობოლენსკის, რომელსაც ვრცლად განუმარტა საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის არსი, რომ ამ საკითხის მოუგვარებლობა მომტანი იყო მრავალი უბედურებისა, კერძოდ, ქრისტიანული კეთილდღეობის მოშლისა. 1906 წლის აპრილში ილია ჭავჭავძე სახელმწიფო საბჭოს წევრად აირჩიეს, სადაც მან ენერგიული მუშაობა გააჩაღა საქართველოს ეროვნული საკითხების გადასაწყვეტად ავტოკეფალიისათვის. ბრძოლა ილიას არც შეუწყვეტია. სახელმწიფო საბჭოში მუშაობის დროს ილია ალექსანდრე ცაგარელთან ერთად ეახლა პეტერბურგის მიტროპოლიტ ანტონს "ორივე ქართველი ხანგრძლივად ებაასა სინოდის თავჯდომარეს ქართველთა ეკლესიის თავისუფლებაზე. ამ ვიზიტის შემდეგ ილია უფრო არკვევდა საჭირო მასალებს, რასაკვირველი მოხსენებისათვის." როგორც ილიას თანამედროვენი გვაცნობენ, ილია საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიაზე ხშირად ესაუბრებოდა სახელმწიფო საბჭოს წევრებს. თერგდალეულთ ღვაწლმა გარკვეულწილად თავისი შედეგი გამოიღო. რუსეთის მთავრობა იძულებული გახდა განეხილა ქართველთა მიერ დაყენებული საკითხი და გადასაწყვეტად იგი მიანდო რუსეთის მომავალ საეკლესიო კრებას, მაგრამ ეს ჯერ კიდევ არ იყო საბოლოო გამარჯვება. ახლა უფრო მეტი ბრძოლა იყო საჭირო. ქართველი თერგდალეულებიც აქეთკენ მოუწოდებნენ, როგორც სამღვდელოებას, ისე საერო პირთაც. თერგდალეულთა თანამოდასეს, იაკობ გოგებაშვილს, ერის გადარჩენის ნიშნასვეტად სწორედ ეკლესია და მისი შემდგომი სკოლა მიაჩნდა, როგორც ყველა მისი თანამოაზრე, იაკობიც პირველყოვლისა ეკლესიის თვითმწყემსობის უფლების მოპოვებისათვის ბრძოლას უსახავდა მიზნად თავის ქვეყანას. იგი შემდეგი სიტყვებით მიმართავდა ხალხს: "მედგრადა მოითხოვეთ ეს ძვირფასი უფლება და მტკიცედ გამოაცხადეთ, რომ თუ იგი უფლება არ დაგვიბრუნდა მთელი ქათველობა ზურგს შეაქცევს და უარყოფს მართლმადიდებლობასო." რუსეთის ხელისუფლებას, რა თქმა უნდა, არ აწყობდა საქართველოში მოვლენების ამგვარი განვითარება და ყველაფერს აკეთებდა მის განსამუხტავად. საამისოდ მათ გამონახეს კიდეც გზა და საშუალება. ეკლესიისა და ყოველგვარი ეროვნულობის წინააღმდეგ საბრძოლველად შექმნილმა სატანური მოძღვრების გზააბნეულმა მიმდევრებმა ილიას ფიზიკურად მოსპობა განიზრახეს. 1907 წლის 30 აგვისტოს თბილისიდან საგურამოს მიმავალ ილიას ბერდანის ტყვიამ გაუჩერა ქრისტესა და სამშობლოს სიყვარულით აღვსილი გული. მთელი საქართველო შესძრა ამ მოვლენამ. ილიას მკვლელს, მართალია კავკასიის სამხედრო სასამართლომ ჩამოხრჩობა მიუსაჯა, მაგრამ ილიას მეუღლემ ოლღა გურამიშვილმა თბილისის გენერალ გუბერნატორს სთხოვა მკვლელებისათვის შეენდოთ დანაშაული. ილია თავად იბრძოდა სიკვდილით დასჯის წინააღმდეგ. მან თავისავე სიცოცხლეშივე შეუნდო თავის მკვლელებს ცნობილი ლექსით "ლოცვა": "რომ მტერთათვისაც, რომელთ თუნდაც გულს ლახვარი მკრან, გთხოვდე შეუნდე, არ იციან, ღმერთო, რას იქმან." რუსეთის ხელისუფლება ვარაუდობდა, რომ ილიას მოკვლით გარკვეული დროით შეფერხდებოდა ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობა, მაგრამ მოხდა პირიქით, ამ მოვლენამ კიდევ უფრო დააჩქარა ბრძოლის ტემპი. ამრიგად, თერგდალეულთა და მათი წინამძღოლის წმიდა ილია მართლის ღვაწლმა მტკიცე ბალავარი დაუდო სახელმწიფოს ეროვნულ-პოლიტიკური დამოუკიდებლობისა და ეკლესიის ავტოკეფალიისათვის ბრძოლის საქმეს. მათ ნათლად წარმოუჩინეს მომავალ თაობას გზა მამულისაა ჩვეულისამებრ სვლისა, რომლის მიზანი იყო დაცვა სამი დიდი საუნჯისა: ენა, მამულისა და სარწმუნოებისა." -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
Lenus საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენა Apr 22 2007, 03:54 PM
დათიკო მე უფრო მეტად ჩვენ... Apr 24 2007, 03:31 PM
KAIROS
დიდი თემაა. ნაწილ-... Apr 24 2007, 05:59 PM
afxazi KAIROS
უკაცრავად მაგრ... Apr 24 2007, 06:04 PM
დათიკო ქართული ეკლესიის ა... Apr 24 2007, 07:53 PM
afxazi
ქართული ეკლესიის ... Apr 24 2007, 08:03 PM
დათიკო KAIROS
თუ არ დაგეზარებ... Apr 24 2007, 08:11 PM
KAIROS
როცა ვხუმრობ, ვწერ... Apr 24 2007, 10:48 PM
afxazi KAIROS
სიტყვებით აშკა... Apr 25 2007, 09:37 AM
კანონისტი [size=2]კონსტანტინოპოლ... Apr 25 2007, 11:28 AM
KAIROS
არცერთმა, და არც შ... Apr 30 2007, 04:02 PM
afxazi Lenus
რუსეთის ეკლესია... Apr 30 2007, 08:04 PM
afxazi Lenus
ვერ გაიგებდი იმ... May 1 2007, 10:26 AM
afxazi Lenus
გაიხარე. მე ზემო... May 1 2007, 03:57 PM
afxazi ავტოკეფალიის აღდგ... May 4 2007, 07:50 PM
afxazi 1938 წლის 4 აგვისტოს ს... May 5 2007, 11:00 AM
afxazi საქართველოს მართლ... May 5 2007, 07:00 PM
afxazi დასასრული
მეორე მ... May 7 2007, 10:32 AM
ირგე afxazi
რაც ვერ განხორც... May 28 2007, 04:50 PM
afxazi ირგე
სტალინი ჯერ ე... May 28 2007, 04:56 PM
ირგე afxazi
სერიოზული ეჭვე... May 28 2007, 05:33 PM
afxazi ირგე
ეს ემიგრანტუ... May 28 2007, 05:41 PM
ირგე afxazi
ჰოო. ეგ არ ვიცოდ... May 28 2007, 05:52 PM
afxazi ირგე
რა ეჭვი? May 28 2007, 08:08 PM
ირგე afxazi
რომ იუმორი აკლდ... May 28 2007, 11:20 PM
afxazi ირგე
ამ გადაკრული ... May 29 2007, 10:46 AM
ulvashi
არ მჯერა მაგის ქრი... May 29 2007, 11:44 AM
ulvashi Lenus
მონათლული ბევრს ... Jun 21 2007, 04:59 PM
GOKA
ბატონო ლენუს 1943 წელ... Jun 28 2007, 03:22 AM
GOKA ეჰ რა ვქნა ეხლა თქვ... Jun 30 2007, 12:39 AM
დათიკო GOKA
მცდარი შეხედულე... Jun 30 2007, 02:43 AM
GOKA ბატონო ლენუს მაგ ფ... Jun 30 2007, 11:09 PM
ზვარე ისე სტალინის დიდი ... Mar 18 2008, 11:56 PM
marine "ისტორიიდან იცით,... Apr 5 2016, 08:30 PM
marine "სწორედ საქართვე... Apr 17 2016, 12:45 PM
marine "ჩამონათვალის ბო... Jul 27 2016, 10:58 AM
marine "...ქართველებმა და... Feb 1 2017, 05:18 PM
marine "...რუსეთის ხელისუ... Feb 2 2017, 10:13 PM
marine "როდესაც დედაეკლ... Mar 23 2017, 11:38 AM
marine "ტაძრები, რომლები... Apr 12 2017, 02:00 PM
marine "XX საუკუნეში, როგო... Apr 21 2017, 10:07 AM
marine "მიტროპოლიტმა ლე... Apr 26 2017, 12:23 PM
marine "2017 წლის 12/25 მარტი ი... Apr 26 2017, 07:27 PM
marine "1905-1907 წლებში ბრძოლ... Jun 14 2017, 10:23 PM
marine "მზად ვართ, მტლად ... Jul 18 2017, 02:39 PM
marine "მამა-შვილი შიო დ... Aug 2 2017, 12:26 PM
marine "პატრიარქის მოღვ... Jan 4 2018, 08:50 PM
marine "არ იქნებოდა საქა... Jan 16 2018, 06:29 PM
marine "ჩვენთვის ძალიან ... Mar 30 2019, 07:09 PM
marine "თბილელმა მიტროპ... Aug 9 2019, 10:04 PM
marine "იყო ასეთი კანონი... Apr 2 2020, 07:09 PM
marine "[იურისტი, ისტორი... May 3 2020, 10:35 PM
marine "უფალმა ინებოს, რ... May 9 2021, 07:39 PM
marine "ავტოკეფალიის აღ... Feb 8 2022, 07:39 PM
marine "საქართველოს ეკლ... Feb 13 2022, 12:13 PM
marine "კათოლიკოს-პატრი... Feb 13 2022, 01:33 PM
marine "ქართლში კათოლიკ... Feb 26 2022, 09:22 PM
marine "მხოლოდ მსოფლიო კ... Apr 17 2022, 02:27 PM
marine "კონსტანტინე (კოტ... Jun 11 2022, 07:33 PM
marine "ბევრი მწარე დღე ... Dec 5 2022, 07:59 PM
marine "როგორც სრულიად ს... Jul 10 2024, 01:13 PM
marine "ავტოკეფალია გად... Feb 27 2025, 05:34 PM
marine "ავტოკეფალია გად... Feb 27 2025, 05:34 PM
marine "კიდევ ერთხელ გილ... May 10 2025, 06:07 PM![]() ![]() |
| მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 3rd November 2025 - 05:20 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი